მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104261.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამას ამბობდა ხმამაღლა, ვიდრე იდგა და ელოდა, როდის ჩაივლიდნენ ეტლები სტენჰოუპ გეითთან.
Thus she spoke aloud, waiting for the carriages to pass at Stanhope Gate.
104262.
ორლანდო | კარი მეექვსე
აბა, მთელ წელიწადს ქმართან ერთად რომ ატარებდეს, რისკენაც დედოფალმა ვიქტორიამ მოგვიწოდა, საქმე ხომ სულ სხვანაირად იქნებოდა!
It would no doubt have been different had she lived all the year round with her husband as Queen Victoria recommended.
104263.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე იყო თუ ისე, შელმერდინზე ფიქრი ყოველთვის ელვასავით დაატყდებოდა ხოლმე თავს.
As it was the thought of Shelmerdine would come upon her in a flash.
104264.
ორლანდო | კარი მეექვსე
და აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა დალაპარაკებოდა.
She found it absolutely necessary to speak to him instantly.
104265.
ორლანდო | კარი მეექვსე
ოდნავაც არ აღელვებდა, რამხელა გაუგებრობა შეიძლება გამოეწვია ამით, ან, როგორ არევ-დარევდა ჩვენს ნაამბობს.
She did not care in the least what nonsense it might make, or what dislocation it might inflict on the narrative.
104266.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნიკ გრინის სტატიამ სასოწარკვეთილების მორევში ჩააგდო; სათამაშო ნავმა კი სიხარულის მწვერვალზე აიტაცა.
Nick Greene’s article had plunged her in the depths of despair; the toy boat had raised her to the heights of joy.
104267.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ასე იმეორებდა ისევ, როცა ქუჩაზე იდგა და გადასასვლელად ემზადებოდა.
So she repeated as she stood in the street - waiting to cross.
104268.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ გაზაფხულის იმ დილას მოძრაობა ძალიან გადატვირთული იყო და ორლანდოს კარგა ხანს მოუწია იქ დგომამ და იდგა და იმეორებდა: – „თავდავიწყება“.
But the traffic was heavy that spring afternoon, and kept Orlando standing there, repeating, "ecstasy".
104269.
ორლანდო | კარი მეექვსე
ქალებს პორტმონეები ეჭირათ ხელში; ჯენტლმენებს ოქროთი მოვარაყებული ხელჯოხები ჩაედგათ მუხლებშუა.
The ladies held card-cases n their hands; the gentlemen balanced goldmounted canes between their knees.
104270.
ორლანდო | კარი მეექვსე
მხოლოდ ერთი აზრი არ ასვენებდა – აზრი, რომელიც ნაცნობია ყველასთვის, ვისაც უზარმაზარი სპილოები, ანდა წარმოუდგენელი სიდიდის ვეშაპები უნახავს.
One thought only disturbed her, a thought familiar to all who behold great elephants, or whales of an incredible magnitude.
104271.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორ ახერხებენ ეს ლევიათანები, ვისთვისაც სტრესი, ცვლილება და აქტივობა, წესით, გულისამრევი უნდა იყოს, თავისნაირების ასე გამრავლებას?
How do these leviathans to whom obviously stress, change, and activity are repugnant, propagate their kind?
104272.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ან იქნებ“ – გაიფიქრა ორლანდომ, როცა ქედმაღალ, უმეტყველო სახეებს გახედა, – „ იქნებ მათი გამრავლების დრო ამოიწურა; და ეს მხოლოდ ნაყოფია“.
Perhaps, Orlando thought, looking at the stately, still faces, their time of propagation is over; this is the fruit; this is the consummation.
104273.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხოლო ის, რასაც ამჯერად ხედავდა, ეპოქის ზეიმი იყო.
What she now beheld was the triumph of an age.
104274.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამაყად და მედიდურად გამოიყურებოდნენ!
Portly and splendid they looked.
104275.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამ დროს პოლიციელმა ხელი დაუშვა; ხალხის ნაკადმა დინება იწყო.
But at this time, the policeman let fall his hand; the stream of people became liquid.
104276.
ორლანდო | კარი მეექვსე
დიდებული საგნების ერთობლიობა დაიძრა, გაიწოვა და პიკადილიში გაუჩინარდა.
The conglomeration of splendid objects moved, dispersed, and disappeared into Piccadilly.
104277.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ გადაკვეთა პარკ ლეინი და თავისი სახლისკენ გასწია, კურზონ სტრიტზე.
Orlando crossed Park Lane and went to her house in Curzon Street.
104278.
ორლანდო | კარი მეექვსე
სახლის მეთვრამეტე საუკუნის მოკრძალებული ჰოლი, სადაც უნახავს, როგორ დებდა ლორდი ჩესტერფილდი ცილინდრს აქ და პალტოს იქ, ელეგანტური თავდაჭერით, რის ნახვაც ერთ რამედ ღირდა, ახლა მთლიანად ფუთებით ავსებული დახვდა.
Her discreet eighteenth-century hall, where she could see Lord Chesterfield putting his hat down here and his coat down there with an elegance of deportment which it was a pleasure to watch, was now completely littered with parcels.
104279.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვიდრე ორლანდო ჰაიდ პარკში იჯდა, წიგნის გამყიდველს მისი ბრძანება შეესულებინა და მთელი სახლი აევსო ვიქტორიანული ეპოქის წიგნებით, რომლებიც რუხ ქაღალდში შეეხვიათ და კოხტად გაეკრათ კანაფებით.
While she had been sitting in Hyde Park the bookseller had done her order, and the house was crammed with the whole of Victorian literature done up in grey paper and neatly tied with string.
104280.
ორლანდო | კარი მეექვსე
მიცემული შეკვეთის შედეგმა გააოგნა მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნის მომცრო ზომის წიგნებს ჩვეული ორლანდო.
Accustomed to the little literatures of the sixteenth, seventeenth centuries, Orlando was appalled by the consequences of her order.