მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104281.
ორლანდო | კარი მეექვსე
ცხადი გახდა, რომ ვიქტორიანული ლიტერატურის თაობაზე დასკვნის გამოტანის ორი საშუალება არსებობს.
It was clear that there are only two ways of coming to a conclusion upon Victorian literature.
104282.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ ორი მიმართულებიდან, რაკი დრო სწრაფად გადის, მომჭირნეობა მეორის არჩევას გვიკარნახებს; და ჩვენც ასე ვიქცევით.
Of the two courses, economy, since time runs short, leads us to choose the second; and so we proceed.
104283.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამის შემდეგ ორლანდო მივიდა დასკვნამდე (მას მერე, რაც თორმეტიოდე წიგნი გადაფურცლა), რომ არც ერთი არ ეძღვნებოდა რომელიმე დიდგვაროვანს, რაც ძლიერ ეხამუშა.
Orlando then came to the conclusion (opening half-a-dozen books) that it was very odd that there was not a single dedication to a nobleman among them.
104284.
ორლანდო | კარი მეექვსე
ზოგიერთი მწერლის საგვარეულო ხე მის საგვარეულო ხეს შუაწელამდე ძლივს სწვდებოდა.
Several of these writers had family trees half as high as her own.
104285.
ორლანდო | კარი მეექვსე
ლიტერატურას, რაკი ამდენი სადილის შთანთქმას ასწრებს, ეტყობა, ძალიან მოუმატებია წონაში.
Literature since it ate all these dinners must be growing very corpulent.
104286.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა ამ დასკვნამდე მივიდა, ორლანდო კარგა ხანს იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა.
Orlando, having come to this conclusion, stood looking out of the window for a considerable space of time.
104287.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა ვინმე რამე დასკვნამდე მიდის, ისეთ გრძნობა აქვს, თითქოს ბურთი გადააგდო ბადეზე და უხილავ მოწინააღმდეგეს უნდა დაელოდოს, რომ უკან დაუბრუნებს.
When anybody comes to a conclusion she feels is as if they had tossed the ball over the net and must wait for the unseen antagonist to return it to them.
104288.
ორლანდო | კარი მეექვსე
კარგა ხანს იდგა ასე, ხელებგადაჭდობილი და ელოდა.
With her hands clasped, she stood for a considerable space of time waiting.
104289.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ არა!
But no!
104290.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ, ნუთუ ისეთი არაფერი მოხდება მარტის ამ ფერგამკრთალ დილას, რომ შეარბილოს, შენიღბოს, დაფაროს, მიჩქმალოს, სუდარად დაეფინოს ამ გარდაუვალ მოვლენას, რაც უნდა იყოს ის?
Is nothing then, going to happen this pale March morning to mitigate, to veil, to cover, to conceal, to shroud this undeniable event whatever it may be?
104291.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუმცა, მადლობა ღმერთს, სწორედ ამწამს გარედან იმ მიკნავებული, ხრინწიანი, წრიპინა, ჭყავანა, ყავლგასული არღნის ხმა მოისმა, რომელსაც ჯერ კიდევ აჟღრიალებენ ხოლმე იტალიელი მეარღნეები ქუჩებში.
But Heaven be praised, at this very moment there struck up outside one of these frail, reedy, fluty, jerky, old-fashioned barrel-organs which are still sometimes played by Italian organ-grinders in streets.
104292.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოდი, ეს ჩარევა, რაოდენ მოკრძალებულიც უნდა გვეჩვენოს, ისე მივიღოთ, თითქოს კოსმიური მუსიკაა და ნება დავრთოთ, მიუხედავად მისი თანმხლები ხვნეშა-ოხვრისა, შეავსოს ეს გვერდი ბგერებით, სანამ ის წამი არ დადგება, როცა ვეღარ შევძლებთ მის უგულებელყოფას.
Let us accept the intervention, humble though it is, as if it were the music of the spheres, and allow it, with all its gasps and groans, to fill this page with sound until the moment comes when it is impossible to deny it.
104293.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხომ იცანით ჩვენი გრინი და შუაში სამრეკლო და ჭიშკარი, ლომით ორივე მხრიდან?
Do you recognize the Green and in the middle the steeple, and the gate with a lion on either side?
104294.
ორლანდო | კარი მეექვსე
დიახ, ეს ხომ ქიუა!
Yes, it is Kew!
104295.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ ასე, ჩვენ ქიუში ვიმყოფებით.
So here we are at Kew.
104296.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოითმინეთ! მოითმინეთ! ალკვიონი მოდის.
Wait! Wait! The kingfisher comes.
104297.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამასობაში კი, მოიხილეთ ფაბრიკის საკვამურები და მათი კვამლი; მოიხილეთ ქალაქელი მოხელეები, თვალწინ რომ ჩაგვიქროლებენ.
Behold, meanwhile, the factory chimneys and their smoke; behold the city clerks flashing by in their outrigger.
104298.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოიხილეთ ხანდაზმული ქალბატონი, ძაღლი რომ გამოუყვანია სასეირნოდ და მოახლე გოგონა, პირველად რომ დაუხურავს ახალი ფარფლებიანი ქუდი გვერდულად...
Behold the old lady taking her dog for a walk and the servant girl wearing her new hat for the first time not at the right angle...
104299.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოიხილეთ ყველა.
Behold them all.
104300.
ორლანდო | კარი მეექვსე
მართალია, ზეცამ გულმოწყალედ დაგვიწესა, ყველა გულის საიდუმლო ისე იყოს ჩამალული, რომ მუდმივად ვეჭვობდეთ რაღაცას, იქნებ ისეთ რამესაც, რაც არ არსებობს.
Though Heaven has mercifully decreed that the secrets of all hearts are hidden so that we are lured on for ever to suspect something, perhaps, that does not exist.