მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104301.
ორლანდო | კარი მეექვსე
გაუმარჯოს ბუნებრივ მოთხოვნილებებს!
Hail! natural desire!
104302.
ორლანდო | კარი მეექვსე
გაუმარჯოს ბედნიერებას! და ყველა სახის სიამოვნებას!
Hail! happiness! and pleasure of all sorts.
104303.
ორლანდო | კარი მეექვსე
გაუმარჯოს თუნდაც უხამს, წითელ რკალებს გამყიდველი გოგოს ტუჩებზე.
Hail even the crude, red bows on shop girls’ lips.
104304.
ორლანდო | კარი მეექვსე
გაუმარჯოს ბედნიერებას!
Hail, happiness!
104305.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ მოითმინეთ! მოითმინეთ! ჩვენ ამჯერად არ მივდივართ ამ ბრმათა საუფლოს მოსანახულებლად.
But wait! wait! we are not going, this time, visiting the blind land.
104306.
ორლანდო | კარი მეექვსე
„მშვენიერი ბიჭია, ქ’ბატონო“, – უთხრა ბებიაქალმა, მისიზ ბენტინგმა, და ორლანდოს პირმშო ჩაუწვინა მკლავებში.
"It’s a very fine boy, M’Lady", said Mrs Banting, the midwife, putting her firstborn child into Orlando’s arms.
104307.
ორლანდო | კარი მეექვსე
სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ორლანდომ მშვიდობიანად მოავლინა ვაჟი ოც მარტს, ხუთშაბათს, ღამის სამ საათზე.
In other words Orlando was safely delivered of a son on Thursday, March the 20th, at three o’clock in the morning.
104308.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო კიდევ ერთხელ დადგა ფანჯარასთან, მაგრამ მკითხველს ვთხოვთ, მხნეობას მოუხმოს; დღეს არაფერი მსგავსი აღარ მოხდება, რადგან ეს არამც და არამც არ არის იგივე დღე.
Once more Orlando stood at the window, but let the reader take courage; nothing of the same sort is going to happen to-day, which is not, by any means, the same day.
104309.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა – რადგან, თუ ფანჯარაში გავიხედავთ, რასაც ორლანდო აკეთებს ამწამს , დავინახავთ, რომ თავად პარკ ლეინიც კი საგრძნობლად შეცვლილა.
No — for if we look out of the window, as Orlando was doing at the moment, we shall see that Park Lane itself has considerably changed.
104310.
ორლანდო | კარი მეექვსე
სინამდვილეში ახლა აქ შეიძლება ათ წუთს, ან მეტ ხანსაც ისე იდგეთ, როგორც ორლანდო დგას ახლა, და ერთი ლანდოც კი ვერ დალანდოთ.
Indeed you might stand there ten minutes or more, as Orlando stood now, without seeing a single barouche landau.
104311.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთი ამას დამიხედეთ! – შეჰყვირა ორლანდომ რამდენიმე დღის მერე, როცა რაღაც უცნაურმა, ცხენშეუბმელმა ეტლმა ჩაისეირნა სრიალ-სრიალით, თვითდინებით.
"Look at that"! Orlando exclaimed, some days later when an strange carriage without any horses began to glide about of its own accord.
104312.
ორლანდო | კარი მეექვსე
დიახ, ეს მართლაც ეტლი იყო, უცხენებო!
A carriage without any horses indeed!
104313.
ორლანდო | კარი მეექვსე
და როგორც კი ეს წამოიძახა, რაღაც საქმეზე დაუძახეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა და კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯარაში.
She was called away just as she said that, but came back again after a time and had another look out of the window.
104314.
ორლანდო | კარი მეექვსე
მეტად უცნაური ამინდი იდგა.
It was odd sort of weather.
104315.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეუძლებელია, არ შეემჩნია, რომ ამჯერად თავად ცაც კი შეცვლილიყო.
The sky itself, she could not help noticing, had changed.
104316.
ორლანდო | კარი მეექვსე
ის აღარ იყო ისეთი ღრმა, ისეთი ნოტიო, ისეთი პრიზმული, მას შემდეგ, რაც დედოფალი ვიქტორია მეფე ედვარდმა შეცვალა ტახტზე.
It was no longer so thick, so watery, so prismatic now that King Edward had succeeded Queen Victoria.
104317.
ორლანდო | კარი მეექვსე
ცა ლითონისგან ჩამოსხმულს ჰგავდა, ჟანგაროსფრად, სპილენძისფრად ან ნარინჯისფრად იფერებოდა, როგორც ლითონს ემართება ნისლში.
The sky seemed made of metal, which tarnished verdigris, copper colour or orange as metal does in a fog.
104318.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასეთი შეკუმშვა, შემაშფოთებელი იყო.
It was a little alarming — this shrinkage.
104319.
ორლანდო | კარი მეექვსე
თითქოს ყველაფერი შეიკუმშა.
Everything seemed to have shrunk.
104320.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა წუხელ ბაკინგემის სასახლეს ჩაუარა, იმ უშველებელი ნაგებობის ნიშანწყალიც კი ვეღარ შენიშნა, მარადიული რომ ეგონა.
Driving past Buckingham Palace last night, there was not a trace of that vast erection which she had thought everlasting.