მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104321.
ორლანდო | კარი მეექვსე
ცილინდრები, ქვრივის ძაძები, საყვირები, ტელესკოპები, გვირგვინები – ყველაფერი ისე გამქრალიყო, რომ ერთი ლაქა, ერთი წინწკლიც აღარ დაეტოვებინა ტროტუარზე.
Top hats, widows’ weeds, trumpets, telescopes, wreaths, all had vanished and left not a stain, not a puddle even, on the pavement.
104322.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ახლა – ცოტა ხანში ორლანდო ისევ დაუბრუნდა თავის საყვარელ ადგილს ფანჯარასთან – ახლა, საღამოს, ცვლილება ყველაზე საგრძნობი იყო.
But it was now — after another interval Orlando had come back again to her favourite station in the window — now, in the evening, that the change was most remarkable.
104323.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასობით ოთახი ნათდებოდა ერთდროულად.
Hundreds of rooms were lit simultaneously.
104324.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყოველი ოთახი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მეორე.
One was precisely the same as the other.
104325.
ორლანდო | კარი მეექვსე
იმ პაწია კვადრატულ კოლოფებში ყველაფერი გარკვევით ჩანდა.
One could see everything in the little square-shaped boxes.
104326.
ორლანდო | კარი მეექვსე
აღარსად ჩანდა დუნე ლანდები და უცნაური კუთხე-კუნჭულები, როგორც ადრე; აღარსად ჩანდნენ წინსაფრიანი ქალები, ფრთხილად რომ ჩამოდგამდნენ ხოლმე მბჟუტავ ლამპრებს ან ამ, ან იმ მაგიდაზე.
None of those lingering shadows and odd corners that there used to be; none of those women in aprons with wobbly lamps which they put down carefully on this table and on that.
104327.
ორლანდო | კარი მეექვსე
მთელი ოთახი განათებული იყო.
The whole room was bright.
104328.
ორლანდო | კარი მეექვსე
ცაც კი ნათელი იყო მთელი ღამის განმავლობაში; და ტროტუარებიც გაჩაღებული; ყველაფერი გაჩაღებული იყო.
And the sky was bright all night long; and the pavements were bright; everything was bright.
104329.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო შუადღისას დაბრუნდა უკან.
Orlando came back again at mid-day.
104330.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორ აწოწილან ქალები ამ ბოლო ხანებში!
How narrow women have grown lately!
104331.
ორლანდო | კარი მეექვსე
პურის თავთავის ღეროებს დაემსგავსნენ, წელგამართულები, ლაპლაპები, ერთნაირები.
They looked like stalks of corn, straight, shining, identical.
104332.
ორლანდო | კარი მეექვსე
კაცებს კი ხელისგულებივით მოსტიტვლებოდათ სახეები.
And men’s faces were as bare as the palm of one’s hand.
104333.
ორლანდო | კარი მეექვსე
ატმოსფეროს სიმშრალემ ყველაფერს ფერი შემატა და თითქოს ლოყის კუნთებიც კი გაამკვრივა.
The dryness of the atmosphere brought out the colour in everything and seemed to stiffen the muscles of the cheeks.
104334.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ტირილი რთული იყო.
It was harder to cry now.
104335.
ორლანდო | კარი მეექვსე
წყალი ორ წამში ცხელდებოდა.
Water was hot in two seconds.
104336.
ორლანდო | კარი მეექვსე
სურო გადაშენდა, ან ჩამოფხიკეს სახლებიდან.
Ivy had perished or been scraped off houses.
104337.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბოსტნეული ნაკლებად მსხმოიარე იყო; ოჯახები უფრო მცირერიცხოვანი.
Vegetables were less fertile; families were much smaller.
104338.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფარდები და გადასაფარებლები აილანძა და კედლები მოშიშვლდა.
Curtains and covers had been frizzled up and the walls were bare.
104339.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, ახლა ნამდვილი საგნების – ქუჩების, ქოლგების, ვაშლების ახალი, ლაპლაპა გამოსახულებები ჩაესვათ ჩარჩოებში, ან ხეზე დაეხატათ.
So that new brilliantly coloured pictures of real things like streets, umbrellas, apples, were put in frames, or painted upon the wood.
104340.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ ეპოქას რაღაც გამოკვეთილი და განსაკუთრებული გამოარჩევდა, რამაც ორლანდოს მეთვრამეტე საუკუნე მოაგონა, თუ არ ჩავთვლით ერთგვარ გაფანტულობას, სასოწარკვეთას.
There was something definite and distinct about the age, which reminded Orlando of the eighteenth century, except that there was a distraction, a desperation.