მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104341.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა ამაზე დაიწყო ფიქრი, უსაზღვროდ გრძელი გვირაბი, რომელშიც, როგორც ჩანს, ასობით წელს მოგზაურობდა, გაფართოვდა.
As she was thinking this, the immensely long tunnel in which she seemed to have been travelling for hundreds of years widened.
104342.
ორლანდო | კარი მეექვსე
და რამდენიმე წამის განმავლობაში შუქი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ხედავდა ყველაფერს.
And so for some seconds the light went on becoming brighter and brighter, and she saw everything more and more clearly.
104343.
ორლანდო | კარი მეექვსე
საათიც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა წიკწიკებდა, სანამ საშინელი აფეთქების ხმა არ გაისმა.
The clock ticked louder and louder until there was a terrific sound of explosion.
104344.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო წამოხტა, გეგონებოდათ, მთელი ძალით თავში რაღაც ჩასცხესო.
Orlando leapt as if she had been violently struck on the head.
104345.
ორლანდო | კარი მეექვსე
ათი დარტყმა მოხვდა.
Ten times she was struck.
104346.
ორლანდო | კარი მეექვსე
სინამდვილეში დილის ათი საათი იყო.
In fact it was ten o’clock in the morning.
104347.
ორლანდო | კარი მეექვსე
1928 წლის თერთმეტი ოქტომბერი.
It was the eleventh of October, 1928.
104348.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნუ გაიკვირვებთ, რომ ის შეკრთა, ხელი გულზე დაიდო და ფერი წაუვიდა.
No one need wonder that she started, pressed her hand to her heart, and turned pale.
104349.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან, რა შეიძლება იყოს იმაზე საშინელი, ვიდრე მიხვდე, რომ აწმყოში ხარ?
For what more terrifying revelation can there be than that it is the present moment?
104350.
ორლანდო | კარი მეექვსე
ის, რომ ჩვენ ვახერხებთ და ცოცხლები ვრჩებით ასეთი დარტყმების მერე, მხოლოდ იმის წყალობით ხდება, რომ ცალი მხრიდან წარსული გვიცავს, მეორიდან მომავალი.
That we survive the shock at all is only possible because the past shelters us on one side and the future on another.
104351.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ახლა ფიქრის დრო არა გვაქვს; ორლანდომ ისედაც ძალიან დაიგვიანა.
But we have no time now for reflections; Orlando was terribly late already.
104352.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჩაირბინა ქვედა სართულზე, ჩახტა თავის ავტომობილში, დააჭირა ხელი ავტომატურ ჩამრთველს და გაქროლდა.
She ran downstairs, she jumped into her motorcar, she pressed the self-starter and was off.
104353.
ორლანდო | კარი მეექვსე
შენობების უშველებელი ცისფერი კორპუსები აღიმართა ჰაერში, წითელი საკვამურების ხუფები უსწორმასწოროდ აჭრილიყვნენ ცაში.
Vast blue blocks of building rose into the air; the red cowls of chimneys were spotted irregularly across the sky.
104354.
ორლანდო | კარი მეექვსე
შარაგზა მოვერცხლილი ლურსმნის თავებივით ლაპლაპებდა.
The road shone like silverheaded nails.
104355.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამ სანახაობებს წამით არ რთავდა გონებაში დალექვის ნებას, ვიდრე აწმყოსკენ გადებულ ვიწრო ძელს ბოლომდე არ გადაივლიდა, რათა სიღრმეში აბობოქრებულ ნიაღვარს არ წაელეკა.
But she did not allow these sights to sink into her mind even the fraction of an inch as she crossed the narrow plank of the present, lest she should fall into the raging torrent beneath.
104356.
ორლანდო | კარი მეექვსე
სად მიდიხარ?..
Where you’re going to?..
104357.
ორლანდო | კარი მეექვსე
არ შეგიძლია, ხელი ასწიო?
Put your hand out, can’t you?
104358.
ორლანდო | კარი მეექვსე
მხოლოდ ეს თქვა მკვახედ, უნებლიეთ წამოისროლა სიტყვები.
That was all she said sharply, as if the words were jerked out of her.
104359.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან ქუჩები უსაშველოდ იყო გადაჭედილი; ფეხით მოსიარულეები ისე დადიოდნენ, რომ გზას არ უყურებდნენ.
For the streets were immensely crowded; people crossed without looking where they were going.
104360.
ორლანდო | კარი მეექვსე
„რატომ არ იყურები, სად მიდიხარ“? – თქვა ისევ მკვახედ.
"Why don’t you look where you’re going"? she snapped out.