მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104361.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბოლოს, როგორც იქნა, „მარშალ & სნელგროუვს“ მიადგა და მაღაზიაში შევიდა.
At last, however, she drew up at Marshall & Snelgrove’s and went into the shop.
104362.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჩრდილებით და სურნელებებით აღმოჩნდა გარშემორტყმული.
Shade and scent enveloped her.
104363.
ორლანდო | კარი მეექვსე
აწმყო მდუღარე წყლის წვეთებივით მოსწყდა ტანიდან.
The present fell from her body like drops of scalding water.
104364.
ორლანდო | კარი მეექვსე
სინათლეები ირწეოდა აღმა და დაღმა.
Light swayed up and down.
104365.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჩანთიდან ნუსხა ამოიღო და მისთვის უჩვეულო, დაჭიმული ხმით დაიწყო კითხვა, თითქოს სიტყვები – ბიჭის ჩექმები, სააბაზანო მარილები, სარდინები – ონკანისთვის შეეშვირა, საიდანაც ათასფრად მოლივლივე წყალი მოედინებოდა.
She took a list from her bag and began reading in a curious stiff voice at first, as if she were holding the words — boy’s boots, bath salts, sardines — under a tap of many-coloured water.
104366.
ორლანდო | კარი მეექვსე
უყურებდა და ხედავდა, როგორ უცვლიდა მათ იერს სინათლის სხივები.
She watched them change as the light fell on them.
104367.
ორლანდო | კარი მეექვსე
აბაზანა და ჩექმები დაბლაგვდა, გაბუნდოვანდა; სარდინები ხერხივით დაიკბილა.
Bath and boots became blunt, obtuse; sardines serrated itself like a saw.
104368.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე იდგა ბატონების, მარშალისა და სნელგროუვის უნივერმაღის პირველი სართულის განყოფილებაში.
So she stood in the ground-floor department of Messrs Marshall & Snelgrove.
104369.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხან ეს სუნი შეიყნოსა, ხან ის, და ამას რამდენიმე წამი მოანდომა.
He snuffed this smell and that and thus wasted some seconds.
104370.
ორლანდო | კარი მეექვსე
შემდეგ ლიფტში შევიდა, რადგან კარი ღია იყო; და ციმციმ აფრინდა ზემოთ.
Then she got into the lift, because the door stood open; and was shot smoothly upwards.
104371.
ორლანდო | კარი მეექვსე
თავად ცხოვრების ნირია ჯადოსნურიო, გაიფიქრა ორლანდომ, როცა ზემოთ ადიოდა.
The very fabric of life now, Orlando thought as she rose, is magic.
104372.
ორლანდო | კარი მეექვსე
მეთვრამეტე საუკუნეში ვიცოდით, როგორ კეთდება ყველაფერი; მაგრამ აი, ჰაერში ავფრინდი.
In the eighteenth century we knew how everything was done; but here I rise through the air.
104373.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამერიკის ხმას ვუსმენ; ვხედავ, როგორ დაფრინავს ცაში ადამიანი, მაგრამ იმაზე დაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, როგორ ხდება ეს.
I listen to voices in America; I see men flying — but how its done I can’t even begin to wonder.
104374.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ ლიფტი ოდნავ შეჯანჯღარდა და პირველ სართულზე გაჩერდა.
Now the lift gave a little jerk as it stopped at the first floor.
104375.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყოველ ჯერზე, როცა ლიფტი ჩერდებოდა და კარი იღებოდა, ორლანდოს თვალწინ სამყაროს ახალი სახეობა იშლებოდა, ამ კონკრეტული სამყაროსთვის განუყოფელი სურნელებებით.
Each time the lift stopped and flung its doors open, there was another slice of the world displayed with all the smells of that world clinging to it.
104376.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამან უოპინგი მოაგონა, დედოფალი ელისაბედის ხანა, სადაც ძვირფასეულობით დატვირთული ხომალდები დგებოდნენ ღუზაზე.
She was reminded of the Wapping in the time of Elizabeth, where the treasure ships used to anchor.
104377.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა მდიდრული და საინტერესო სუნი ჰქონდა მათ!
How richly and curiously they had smelt!
104378.
ორლანდო | კარი მეექვსე
კამბერლენდმა მიაშუქა ლამპარი ორივეს!
Cumberland’s lantern flashed on both of them!
104379.
ორლანდო | კარი მეექვსე
და კამბერლენდებს ახლა პორტლენდ ფლეისზე ჰქონდათ სახლი და ორლანდომ სწორედ ორი დღის წინ ისადილა მათთან ერთად და მოხუც კაცს პატარა ანეკდოტიც კი შეჰბედა მის მიერ შინ, როუდზე აგებული ღატაკთა თავშესაფრის თაობაზე.
The Cumberlands had a house in Portland Place now and Orlando had lunched with them two days ago and ventured a little joke with the old man about almshouses in the Sheen Road.
104380.
ორლანდო | კარი მეექვსე
მან თვალი ჩაუკრა.
He had winked.