მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104381.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამ დროს, რაკი ლიფტი ბოლო სართულზე ავიდა, ორლანდო იძულებული გახდა, გამოსულიყო – უფალმა უწყის რომელ „განყოფილებაში“, როგორც ახლა უწოდებდნენ ამას.
But here as the lift was at the last floor, Orlando must get out — Heaven knows into what "department" as they called it.
104382.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთხანს გარინდული დასცქეროდა საყიდლების სიას.
She stood still to consult her shopping list.
104383.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ისევ ქვემოთ დაშვება დააპირა, ისე, რომ არაფერი უყიდია.
And she was about to descend again, without buying anything.
104384.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ხმამაღლა, ავტომატურად წარმოთქვა ბოლო ნივთის დასახელება ნუსხიდან, რომელიც „ორკაციანი საწოლის თეთრეული“ აღმოჩნდა.
Orlando saied aloud automatically the last item on her list; which happened to be "sheets for a double bed".
104385.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ორკაციანი საწოლის თეთრეული“, – უთხრა კაცს რომელიღაც დახლთან და, განგების ნებით, აღმოჩნდა, რომ სწორედ თეთრეულის დახლს და მის გამყიდველს მისდგომოდა.
"Sheets for a double bed", she said to a man at a counter and, by a dispensation of Providence, it was sheets that the man at that particular counter happened to sell.
104386.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან გრიმზდიჩი, არა, გრიმზდიჩი ხომ მკვდარია; ბართოლომიუ, უჰ, არა, ბართოლომიუც მკვდარია.
For Grimsditch, no, Grimsditch is dead; Bartholomew, no, Bartholomew is dead.
104387.
ორლანდო | კარი მეექვსე
იქ მრავალ მეფეს თუ დედოფალს სძინებია – ელისაბედს; ჯეიმსს; ჩარლზს, ჯორჯს; ვიქტორიას; ედვარდს.
Many kings and queens had slept there — Elizabeth; James; Charles; George; Victoria; Edward.
104388.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა გასაკვირია, რომ თეთრეული დაიხა.
No wonder the sheet was torn.
104389.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ლუიზამ დანამდვილებით იცოდა, ვინ ჩაიდინა ეს.
But Louise was positive she knew who had done it.
104390.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ისევ ომი იყო, და ამჯერად გერმანელებთან).
There had been another war; this time against the Germans.
104391.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორკაციანი საწოლი ვერცხლისფერი გადასაფარებლით დღეს უკვე უგემოვნოდ მიაჩნდა იმ ოთახისთვის.
A double bed with a silver counterpane in a room fitted in a taste which she now thought perhaps a little vulgar.
104392.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველაფერი ვერცხლის; მაგრამ ოთახები ასე მაშინ მორთო, როცა ამ ლითონით იყო გატაცებული.
Aall in silver; but she had furnished tooms when she had a passion for that metal.
104393.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვიდრე გამყიდველი ორკაციანი საწოლის თეთრეულის მოსატანად იყო გასული, ორლანდომ პატარა სარკე და პუდრის წასასმელი ბუმბულა ამოიღო.
While the man went to get sheets for a double bed, Orlando took out a little looking-glass and a powder puff.
104394.
ორლანდო | კარი მეექვსე
ისეთივე დაბუშტულტუჩებიანი, ისეთივე პირქუში, ისეთივე ლამაზი და ისეთივე ვარდისფერლოყება იყო („მილიონი დანთებული სანთლით მორთული საშობაო ნაძვისხე“, როგორც საშამ უთხრა), როგორიც იმ დღეს, ყინულზე, როცა თემზა გაიყინა და საციგურაოდ წავიდნენ.
She looked just as pouting, as sulky, as handsome, as rosy (like a million-candled Christmas tree, Sasha had said) as she had done that day on the ice, when the Thames was frozen and they had gone skating.
104395.
ორლანდო | კარი მეექვსე
„საუკეთესო ირლანდიური თეთრეული, მემ’,“ – უთხრა გამყიდველმა და თეთრეული დახლზე დააფინა.
"The best Irish linen, Ma’am", said the shopman, spreading the sheets on the counter.
104396.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მერე დედაბერი ნახეს, ფიჩხს რომ აგროვებდა.
And they had met an old woman picking up sticks.
104397.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახალგაზრდა, მოხდენილი, მაცთუნებელი – ის გოგო იყო, ღმერთო ჩემო!
Young, slender, seductive — she was a girl, by God!
104398.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბეწვეულში გახვეული, მარგალიტებასხმული, რუსულ შარვალში; ოღონდაც ვერაგი!
She was furred, pearled, in Russian trousers; but faithless!
104399.
ორლანდო | კარი მეექვსე
მართლა გაოგნებული იყო – როგორ დაეცა ასე.
Really, she was shocked that she should have come to this.
104400.
ორლანდო | კარი მეექვსე
ძალიან გასუქებულიყო; საშინლად უსიცოცხლო ჩანდა.
She had grown so fat; she looked so lethargic.