მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104401.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ თავი ისე დახარა თეთრეულზე, რომ ბეწვეულში შეფუთული ჭაღარა ქალის აჩრდილს და რუსულ შარვალში გამოწყობილ გოგონას, მთელი ამ ცვილის სანთლების, თეთრი ყვავილების და ძველი გემების სურნელებებიანად, რომელიც თან მოიტანა, ისე ჩაევლო მის უკან, რომ ვერ შეემჩნია.
Orlando bowed her head over the linen so that this apparition of a grey woman in fur, and a girl in Russian trousers, with all these smells of wax candles, white flowers, and old ships that it brought with it might pass behind her back unseen.
104402.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მთლიანად საყიდლების ნუსხას უნდა უმადლოდეს ორლანდო, რომ გრძნობები მოთოკა და მოახერხა თქმა, რომ ამქვეყნად ერთადერთი რამ სურდა, და ეს იყო აბაზანის მარილები; რაც სხვა განყოფილებაში იყიდებოდა.
And it is enormously to the credit of the shopping list, which Orlando now consulted, that she was able to reply with every appearance of composure, that there was only one thing in the world she wanted and that was bath salts; which was in another department.
104403.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო იდგა და მერყეობდა.
Orlando stood there hesitating.
104404.
ორლანდო | კარი მეექვსე
უშველებელი მინის კარიდან ტრანსპორტი მოჩანდა ოქსფორდ სტრიტზე.
Through the great glass doors one could see the traffic in Oxford Street.
104405.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ ასე ამოხტებოდა და ყირავდებოდა ყინულის ზოდები იმ დღეს თემზაზე.
So the ice blocks had pitched and tossed that day on the Thames.
104406.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოხუცი დიდგვაროვანი ბეწვის ფაჩუჩებში გარდიგარდმო გადამჯდარიყო ერთ მათგანზე.
An old nobleman — in furred slippers had sat astride one of them.
104407.
ორლანდო | კარი მეექვსე
წყევლა-კრულვას უთვლიდა ირლანდიელ ამბოხებულებს.
She was calling down maledictions upon the Irish rebels.
104408.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ აქ ჩაიძირა, იმ ადგილზე, სადაც ახლა ორლანდოს მანქანა იდგა.
He had sunk there, where Orlando's car stood.
104409.
ორლანდო | კარი მეექვსე
„მე დრომ გამასწრო“, – გაიფიქრა ორლანდომ და შეეცადა, გონება მოეკრიბა; – „ეს შუა საუკუნეების გადმონაშთია“.
"Time has passed over me", Orlando thought, trying to collect herself; "this is the oncome of middle age".
104410.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა უცნაურია!
How strange it is!
104411.
ორლანდო | კარი მეექვსე
არც ერთი საგანი არ არის მარტო ერთი საგანი.
Nothing is any longer one thing.
104412.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვიღებ ხელჩანთას და იმ ქალზე ვფიქრობ, ყინულად რომ იქცა.
I take up a handbag and I think of a woman frozen in the ice.
104413.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვიღაცა ალისფერ სანთელს ანთებს და მე კი გოგოს ვხედავ რუსულ შარვალში.
Someone lights a pink candle and I see a girl in Russian trousers.
104414.
ორლანდო | კარი მეექვსე
„როცა კარში გავდივარ, რასაც ახლა ვაკეთებ“, – და ორლანდო ოქსფორდ სტრიტის ტროტუარზე გავიდა.
"When I step out of doors — as I do now", here she stepped on to the pavement of Oxford Street.
104415.
ორლანდო | კარი მეექვსე
თხის ეჟვნის ხმა მესმის.
I hear goat bells.
104416.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვხედავ მთებს.
I see mountains.
104417.
ორლანდო | კარი მეექვსე
თურქეთია? ინდოეთია? სპარსეთია? – ორლანდოს თვალი ცრემლით აევსო.
Turkey? India? Persia? Orlando's eyes filled with tears.
104418.
ორლანდო | კარი მეექვსე
დანარჩენებზე კი ვიცით, რომ ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ჩვენ შორის ტრიალებენ.
Of the rest some we know to be dead though they walk among us.
104419.
ორლანდო | კარი მეექვსე
ზოგი ჯერ არ დაბადებულა, თუმცა სიცოცხლის ფორმებად გარდაქმნილან; დანარჩენები ასობით წლის სიცოცხლეს ითვლიან, თუმცა თავს ოცდათექვსმეტი წლისად ასაღებენ.
Some are not yet born though they go through the forms of life; others are hundreds of years old though they call themselves thirty-six.
104420.
ორლანდო | კარი მეექვსე
ადამიანის სიცოცხლის ნამდვილი ხანგრძლივობა, იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობს ამაზე „ეროვნული ბიოგრაფიის ლექსიკონი“, ყოველთვის დავის საგნად დარჩება.
The true length of a person’s life, whatever the "Dictionary of National Biography" may say, is always a matter of dispute.