მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104421.
ორლანდო | კარი მეექვსე
არაფერი არღვევს ამ წესრიგს ისე სწრაფად, როგორც კონტაქტი ხელოვნების რომელიმე სახეობასთან.
Nothing more quickly disorders this order than contact with any of the arts.
104422.
ორლანდო | კარი მეექვსე
იქნებ სწორედ პოეზიის ტრფიალების ბრალია, რომ ორლანდომ დაკარგა საყიდლების სია და შინ სარდინების, აბაზანის მარილების და ბავშვის ჩექმების გარეშე დაბრუნდა.
It may have been her love of poetry that was to blame for making Orlando lose her shopping list and start home without the sardines, the bath salts, or the boots.
104423.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა იდგა მანქანის კარზე ხელჩამოდებული და აწმყომ ისევ ჩასცხო თავში.
Now as she stood with her hand on the door of her motor-car, the present again struck her on the head.
104424.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ მეთერთმეტედ განიცადა ასეთი ძლიერი დარტყმა.
Eleven times Orlando was violently assaulted.
104425.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი“! – შეჰყვირა, რადგან ნერვული სისტემისთვის მართლაც თავზარდამცემია საათის რეკვა.
"Confound it all"! she cried, for it is a great shock to the nervous system, hearing a clock strike.
104426.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჭკუაზე თუ ხარ?
Don’t you know your own mind?
104427.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუ ასეა, რატომ არ იტყვი?
Why didn’t you say so then?
104428.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხოლო მანქანა ამ დროს მიქროდა, ირყეოდა, ეჭეჭყებოდა და მისრიალებდა, რადგან ორლანდო ბრწყინვალე მძღოლი იყო.
While the motor-car shot, swung, squeezed, and slid, for Orlando was an expert driver.
104429.
ორლანდო | კარი მეექვსე
1928 წლის თერთმეტ ოქტომბერს, ხუთშაბათს, ოლდ კენტ როუდი უზომოდ გაჭედილი იყო.
The Old Kent Road was very crowded on Thursday, the eleventh of October 1928.
104430.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ იყვნენ ქალები სავაჭრო ჩანთებით.
There were women with shopping bags.
104431.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბავშვები დაქროდნენ.
Children ran out.
104432.
ორლანდო | კარი მეექვსე
ქსოვილების მაღაზიებში დიდი ჩამოფასება იყო.
There were big sales at drapers’ shops.
104433.
ორლანდო | კარი მეექვსე
ქუჩები ფართოვდებოდა და ვიწროვდებოდა.
Streets widened and narrowed.
104434.
ორლანდო | კარი მეექვსე
გზის გრძელი ხედები მუდმივად ერწყმოდნენ ერთმანეთს.
Long vistas steadily shrunk together.
104435.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, ბაზრობა.
Here was a market.
104436.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, დაკრძალვა.
Here a funeral.
104437.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ კიდევ რა?
But what else?
104438.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხორცი ძალიან წითელი იყო.
Meat was very red.
104439.
ორლანდო | კარი მეექვსე
კართან ყასბები იდგნენ.
Butchers stood at the door.
104440.
ორლანდო | კარი მეექვსე
ქალებს ლამის მთლად უქუსლო ფეხსაცმელები ეცვათ.
Women almost had their heels sliced off.