მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104441.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთი საძინებლის ფანჯრიდან ქალი იცქირებოდა, გარინდული, ჩაფიქრებული.
A woman looked out of a bedroom window, still and contemplative.
104442.
ორლანდო | კარი მეექვსე
მთლიანად ვერაფერს დაინახავდით და წაკითხვითაც ვერაფერს წაიკითხავდით თავიდან ბოლომდე.
Nothing could be seen whole or read from start to finish.
104443.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა ეს მოხდა, შვებით ამოისუნთქა, სიგარეტს მოუკიდა და რამდენიმე წუთს აბოლებდა.
When this happened, he heaved a sigh of relief, lit a cigarette, and puffed for several minutes.
104444.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე კი დაიძახა გაუბედავად, თითქოს ის, ვისაც უხმობდა, შეიძლება იქ არ ყოფილიყო.
Then she called hesitatingly, as if the person she wanted might not be there.
104445.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, ის გასაოცარი ცვლილებები, რომლებსაც მეგობრებს შევატყობთ ხოლმე.
Hence, the astonishing changes we see in our friends.
104446.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, ორლანდომ თავლასთან შეუხვია და შეკითხვასავით წარმოთქვა: – ორლანდო? და დაელოდა.
So Orlando, at the turn by the barn, called "Orlando"?’ with a note of interrogation in her voice and waited.
104447.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო არ მოვიდა.
Orlando did not come.
104448.
ორლანდო | კარი მეექვსე
„მაშ კარგი“, – თქვა ორლანდომ, იუმორის გრძნობით, როგორც ასეთ შემთხვევაში იქცევიან ადამიანები.
"All right then", Orlando said, with the good humour people practise on these occasions.
104449.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ ამას უწოდებს ზოგი ადამიანი ნამდვილ მეს, და ამბობენ, რომ ის ყველა შემადგენელ მეთაგან ყველაზე ტევადია.
This is what some people call the true self, and it is, they say, compact of all the selves we have it in us to be.
104450.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო დანამდვილებით ამ მეს ეძებდა, როგორც მკითხველიც დაასკვნის, როცა მის ლაპარაკს მოჰკრავს ყურს მანქანის მართვისას.
Orlando was certainly seeking this self as the reader can judge from overhearing her talk as she drove.
104451.
ორლანდო | კარი მეექვსე
„მაშ რა? მაშ ვინ“? – ამბობს ორლანდო.
"What then? Who then"? Orlando said.
104452.
ორლანდო | კარი მეექვსე
დიახ, მაგრამ კიდევ უთვალავი სხვა რამეც.
Yes, but a million other things as well.
104453.
ორლანდო | კარი მეექვსე
მე სნობი ვარ? წვივსაკრავი დარბაზში? ლეოპარდები? ჩემი წინაპრები? ამით ვამაყობ? დიახ!
A snob am I? The garter in the hall? The leopards? My ancestors? Proud of them? Yes!
104454.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხარბი, ფუფუნების მოყვარული, სასტიკი?
Greedy, luxurious, vicious? Am I?
104455.
ორლანდო | კარი მეექვსე
გულწრფელი? მე მგონი, კი.
Truthful? I think so.
104456.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხელგაშლილი?
Generous?
104457.
ორლანდო | კარი მეექვსე
კარგი რა, ეგ არ ითვლება (აქ სხვა მე ჩაერთო).
Oh, but that don’t count (here a new self came in).
104458.
ორლანდო | კარი მეექვსე
დილაობით ლოგინში ვნებივრობ და მტრედების ღუღუნს ვუსმენ; ვერცხლის ჭურჭელი; მოახლეები; კარისკაცები.
Lying in bed of a morning listening to the pigeons; silver dishes; wine; maids; footmen.
104459.
ორლანდო | კარი მეექვსე
განებივრებული? იქნებ კი.
Spoilt? Perhaps.
104460.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ მან ორმოცდაათი კლასიკური სათაური ჩამოთვალა; და ჩვენი აზრით, ეს მისი ადრეული რომანტიკული თხზულებები იყო, რომლებიც დახია).
Here she mentioned fifty classical titles; which represented, so we think, the early romantic works that she tore up.