მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104481.
ორლანდო | კარი მეექვსე
პოეტი – შარლატანი; ორივე ფოსტასავით რეგულარულად გვეახლება დილაობით.
A poet — a charlatan; both every morning as regularly as the post comes in.
104482.
ორლანდო | კარი მეექვსე
სადილი, შეხვედრა; შეხვედრა, სადილი; დიდება – დიდება!
To dine, to meet; to meet, to dine; fame — fame!
104483.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ იძულებული იყო, სვლა შეენელებინა, რომ ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში გაევლო.
She had here to slow down to pass through the crowd of market people.
104484.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ უცებ შეწყვიტა, წინ გაიხედა და ფიქრებში ჩაძირული, მანქანის კაპოტს დააცქერდა.
Here she stopped short and looked ahead at the bonnet of the car in profound meditation.
104485.
ორლანდო | კარი მეექვსე
ის ტვიჩეტის მაგიდას უჯდა.
He sat at Twitchett’s table.
104486.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოხუცი მისტერ ბეიკერი ხომ არ იყო, მორების გასაზომად მოსული?
Was it old Mr Baker come to measure the timber?
104487.
ორლანდო | კარი მეექვსე
ან იქნებ შ-პი-რი იყო?
Or was it Sh-p — re?
104488.
ორლანდო | კარი მეექვსე
გარეული ბატი მოფრინავს.
There flies the wild goose.
104489.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფანჯარას გასცდა და ზღვისკენ გაფრინდა.
It flies past the window out to sea.
104490.
ორლანდო | კარი მეექვსე
წამოვხტი, – უფრო მაგრად მოეჭიდა საჭეს.
Up I jumped she gripped the steering-wheel tighter.
104491.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ ორლანდომ თავი დახარა და ფიქრს მიეცა.
Here Orlando bent her head, pondering deeply.
104492.
ორლანდო | კარი მეექვსე
და სწორედ იმწამს, როცა შეწყვიტა „ორლანდოს“ ძახილი და ფიქრს მიეცა რაღაც სხვაზე, ის ორლანდო, რომელსაც უხმობდა, თავისი ნებით მოვიდა.
And it was at this moment, when she had ceased to call "Orlando" and was deep in thoughts of something else, that the Orlando whom she had called came of its own accord.
104493.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამას ადასტურებს ცვლილება, რომელიც ამჯერად განიცადა.
It is proved by the change that now came over her.
104494.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, ორლანდო მოიღუშა, დამშვიდდა და ამ ორლანდოს დამატებით იქცა იმად, რასაც მართებულად თუ მცდარად უწოდებენ ერთიან მეს, ჭეშმარიტ მეს.
So Orlando was now darkened, stilled, and become, with the addition of this Orlando, what is called, rightly or wrongly, a single self, a real self.
104495.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ორლანდო დადუმდა.
And Orlando fell silent.
104496.
ორლანდო | კარი მეექვსე
შესაძლოა, როცა ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, მისი მეები (რომელთა რაოდენობა ბარე ორი ათასსაც კი აჭარბებს) აცნობიერებენ დანაწევრებას, და ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობენ.
It is probable that when people talk aloud, the selves (of which there may be more than two thousand) are conscious of disseverment, and are trying to communicate.
104497.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ, როცა მათ შორის კავშირი შედგება, დუმდებიან.
But when communication is established between them they fall silent.
104498.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ წიფლები და მუხები დაერგოთ ბუმბერაზ ჯგუფებად.
Planted here and in solemn groups were beech trees and oak trees.
104499.
ორლანდო | კარი მეექვსე
მათ შორის ერთი ირემი დააბიჯებდა, თოვლივით თეთრი, მეორეს გვერდზე გადაეგდო თავი, რადგან რქა მავთულის ბადეში გახლართვოდა.
The deer stepped among them, one white as snow, another with its head on one side, for some wire netting had caught in its horns.
104500.
ორლანდო | კარი მეექვსე
და უყურებდა ამ ყველაფერს, ხეებს, ირმებსა და ფოთოლცვენას და ტკბებოდა, თითქოს მისი გონება თხევად ნაკადად ქცეულიყო, საგნებს გარს ევლებოდა და ერთიანად კრავდა.
All this, the trees, deer, and turf, she observed with satisfaction as if her mind had become a fluid that flowed round things and enclosed them completely.