მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104501.
ორლანდო | კარი მეექვსე
მეორე წუთს მანქანა შიდა ეზოში შეაგელვა, სადაც რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ცხენზე ამხედრებული შემოდიოდა, ან ექვსცხენშებმული ეტლით, რომელსაც წინიდან ან უკნიდან მხედრები ახლდნენ.
Next minute she drew up in the courtyard where, for so many hundred years she had come, on horseback or in coach and six, with men riding before or coming after.
104502.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ორლანდო მარტო იყო.
Now Orlando was alone.
104503.
ორლანდო | კარი მეექვსე
შემოდგომის ფოთოლცვენა დაწყებულიყო.
The autumn leaves were falling.
104504.
ორლანდო | კარი მეექვსე
კარისკაცმა კარი გააღო.
The porter opened the gate.
104505.
ორლანდო | კარი მეექვსე
შემდეგ სასადილო ოთახში გავიდა.
Then she strode into the dining-room.
104506.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ, როცა დაფიქრდნენ, რომ საქმე ორას გინეას ეხებოდა, მოწონების ნიშნად ყველამ თავი დააქნია.
But when they reflected that two hundred guineas was in question, all nodded their heads approvingly.
104507.
ორლანდო | კარი მეექვსე
თითქოს ამბობდნენ, ორასი გინეა; ჰოო, ორას გინეას ცხვირს ვერ აუწევ.
Two hundred guineas, they seemed to say; two hundred guineas are not to be sniffed at.
104508.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ერთი ნაჭერი პური და ლორი ჩამოჭრა, ერთმანეთს დაატყეპა და ჭამას შეუდგა, თან ოთახში სცემდა ბოლთას, რითაც წამით განიძარცვა საზოგადოებაში დამკვიდრებული ქცევის მანერა.
Orlando cut herself a slice of bread and ham, clapped the two together and began to eat, striding up and down the room, thus shedding her company habits in a second.
104509.
ორლანდო | კარი მეექვსე
ესეც ყოველდღიური ცხოვრების წესის ნაწილი იყო.
This, too, was all in the day’s routine.
104510.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს წარმოდგენაში სახლის ოთახებს მისი შესვლისთანავე სხივი ეფინებოდა; გამოცოცხლდებოდნენ, თვალს ახელდნენ, თითქოს თვლემდნენ მის არყოფნაში.
Orlando fancied that the rooms brightened as she came in; stirred, opened their eyes as if they had been dozing in her absence.
104511.
ორლანდო | კარი მეექვსე
მასთან პირისპირ კი გულღიები და ლაღები იყვნენ.
With her, they were entirely open and at their ease.
104512.
ორლანდო | კარი მეექვსე
ან კი რატომაც არა?
Why not indeed?
104513.
ორლანდო | კარი მეექვსე
უკვე ოთხიოდე საუკუნეა, რაც ერთმანეთს იცნობდნენ.
They had known each other for close on four centuries now.
104514.
ორლანდო | კარი მეექვსე
დასამალი არაფერი ჰქონდათ.
They had nothing to conceal.
104515.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ მათი დარდი და სიხარულიც იცოდა.
Orlando knew their sorrows and joys.
104516.
ორლანდო | კარი მეექვსე
მათი ყოველი კუთხე-კუნჭულის ასაკი და პატარ-პატარა საიდუმლოებებიც – სამალავი უჯრა, საიდუმლო ბუფეტი ან იქნებ რაღაცა, რაც აკლდათ და შეავსეს, ან მერე დაამატეს.
She knew what age each part of them was and its little secrets — a hidden drawer, a concealed cupboard, or some deficiency perhaps, such as a part made up, or added later.
104517.
ორლანდო | კარი მეექვსე
მათაც კარგად იცოდნენ ორლანდოს განწყობები და სახეცვლილებები.
They, too, knew Orlando in all her moods and changes.
104518.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო არაფერს უმალავდა; მოდიოდა მათთან ხან პატარა ბიჭი, ხან ქალი, ტიროდა და ცეკვავდა, მეოცნებე და სიცოცხლით სავსე.
Orlando had hidden nothing from them; had come to them as boy and woman, crying and dancing, brooding and gay.
104519.
ორლანდო | კარი მეექვსე
პირველი ლექსები ამ ფანჯრის სკამზე ჩამომჯდარმა დაწერა.
In this window-seat, she had written her first verses.
104520.
ორლანდო | კარი მეექვსე
და აქვე დაიმარხებოდა; ამას ფიქრობდა ფანჯრის რაფაზე მუხლმოყრით მჯდომი გრძელ გალერეაში და თან ესპანურ ღვინოს წრუპავდა.
And she would be buried here, she reflected, kneeling on the window-sill in the long gallery and sipping her Spanish wine.