მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104521.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს, რომელსაც არ სწამდა უკვდავებისა, უნებურად დაეუფლა გრძნობა, რომ მისი სული დაბრუნდებოდა.
Orlando, who believed in no immortality, could not help feeling that her soul would come back.
104522.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნიჟარასავით მყიფე იყო.
It was frail as a shell.
104523.
ორლანდო | კარი მეექვსე
არც ერთი ელჩი აღარ დაიძინებს აქ ამიერიდან.
No Ambassador would ever sleep there again.
104524.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჰო, მაგრამ ორლანდომ იცოდა, სად სცემდა სახლის გული.
Ah, but Orlando knew where the heart of the house still beat.
104525.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფრთხილად შეაღო კარი, და ისე დადგა კარის ზღურბლზე, რომ ოთახს ვერ დაენახა (ასე ეგონა).
Gently opening a door, she stood on the threshold so that (as she fancied) the room could not see her.
104526.
ორლანდო | კარი მეექვსე
ისევ მიაჭენებდა მონადირე.
Still the hunter rode.
104527.
ორლანდო | კარი მეექვსე
გული ისევ ცემდა, და ორლანდომ გაიფიქრა, „თუმცა კი სუსტად, თუმცა კი სადღაც, მოშორებით; უშველებელი ნაგებობის დაუდგრომელი გული“.
The heart still beat, and Orlando thought, "however faintly, however far withdrawn; the indomitable heart of the immense building".
104528.
ორლანდო | კარი მეექვსე
გახუნებული ხავერდით შემოსილი სკამები კედლის გასწვრივ ჩაემწკრივებინათ და ხელს უწვდიდნენ ელისაბედს, ჯეიმსს, იქნება შექსპირს ანდა სესილს, რომლებიც არასოდეს მოსულან.
Chairs with all their velvets faded stood ranged against the wall holding their arms out for Elizabeth, for James, for Shakespeare it might be, for Cecil, who never came.
104529.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ სანახაობამ დააღონა.
The sight made her gloomy.
104530.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეხსნა ზღუდედ გაბმული თოკი.
She unhooked the rope that fenced them off.
104531.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ყველგან პატარა ლავანდის ქისები ეწყო.
But everywhere were little lavender bags.
104532.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს სახლი უკვე აღარ იყო მთლიანად მისი.
The house was no longer hers entirely.
104533.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ამოიოხრა.
Orlando sighed.
104534.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ის დროის საკუთრება იყო; ისტორიის.
It belonged to time now; to history.
104535.
ორლანდო | კარი მეექვსე
„აქ აღარავინ აღარასოდეს დაღვრის ლუდს“, – გაიფიქრა ორლანდომ.
"Never would beer be spilt here any more", Orlando thought.
104536.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ დერეფნებში აღარ ირბენს და იყაყანებს ორასი მოსამსახურე სათბურებით.
Never two hundred servants come running and brawling down the corridors with warming pans.
104537.
ორლანდო | კარი მეექვსე
არავინ აღარ მოადუღებს ლუდს, არ ჩამოქნის სანთელს და არ გამოჭრის უნაგირს და არ გათლის ქვას სახელოსნოებში.
Never would ale be brewed and candles made and saddles fashioned and stone shaped in the workshops.
104538.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფილთაქვები და ჩაქუჩები დადუმდნენ ახლა.
Hammers and mallets were silent now.
104539.
ორლანდო | კარი მეექვსე
სკამები და საწოლები დაცარიელდა; ვერცხლის და ოქროს ტოლჩები მინის ვიტრინებში გამოიკეტა.
Chairs and beds were empty; tankards of silver and gold were locked in glass cases.
104540.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო დაჯდა გალერეის ბოლოში, მწევრებით გარშემორტყმული, დედოფალი ელისაბედის მყარ სავარძელში.
Orlando sat at the end of the gallery with her dogs couched round her, in Queen Elizabeth’s hard armchair.