მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104561.
ორლანდო | კარი მეექვსე
„დიახ“, – გაიფიქრა მან და შვებით ამოისუნთქა, როცა სადურგლოდან გამოვიდა გორაკზე ასასვლელად, – „მე შემიძლია, ხელახლა დავიწყო სიცოცხლე“.
"Yes", she thought, heaving a deep sigh of relief, as she turned from the carpenter’s shop to climb the hill, "I can begin to live again".
104562.
ორლანდო | კარი მეექვსე
მე ხომ სერპენტინთან ვარ.
I am by the Serpentine.
104563.
ორლანდო | კარი მეექვსე
მგონი, უკვე ვხვდები.
I am about to understand.
104564.
ორლანდო | კარი მეექვსე
სულ გადაავიწყდა დრო.
She forgot the time.
104565.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოსწონდა, როცა რამე მყარს შეერწყმოდა.
She liked to attach herself to something hard.
104566.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა მიწაზე ტანი გაშალა, ტყავის ქურთუკის უბის ჯიბიდან კვადრატული წიგნი გადმოუვარდა, წითელქსოვილგადაკრული – მისი პოემა „ბერმუხა“.
As she flung herself down a little square book bound in red cloth fell from the breast of her leather jacket — her poem "The Oak Tree".
104567.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ქაფჩა უნდა წამომეღო თან“, – გაიფიქრა.
"I should have brought a trowel", she reflected.
104568.
ორლანდო | კარი მეექვსე
ესეც არ იყოს, ძაღლები აუცილებლად ამოთხრიდნენ მერე.
Besides, the dogs would dig it up.
104569.
ორლანდო | კარი მეექვსე
გაიფიქრა, ბედი არასოდეს სწყალობს ასეთ სიმბოლურ დღესასწაულებსო.
No luck ever attends these symbolical celebrations, she thought.
104570.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ იქნებ უკეთესიც იყო, თავი აერიდებინა ამისთვის.
Perhaps it would be as well then to do without them.
104571.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამის თქმას აპირებდა: „მიწას ვუბრუნებ იმას, რაც მიწამ მომცა“.
"I bury this as a tribute", she was going to have said, "a return to the land of what the land has given me".
104572.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბებერი გრინი მოაგონდა, ამას წინათ ტრიბუნაზე რომ ავიდა, ორლანდო მილტონს შეადარა და ორასი გინეის ღირებულების ჩეკი გადასცა.
She was reminded of old Greene getting upon a platform the other day comparing her with Milton and handing her a cheque for two hundred guineas.
104573.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშინ სწორედ ამ გორაკზე მდგარ მუხის ხეზე დაფიქრდა, და რა აქვს საერთო ამას იმასთან?
She had thought then, of the oak tree here on its hill, and what has that got to do with this, she had wondered?
104574.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა ესაქმება ხოტბას და დიდებას პოეზიასთან?
What has praise and fame to do with poetry?
104575.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა ესაქმება შვიდგზის გამოცემას მის ნამდვილ ღირებულებასთან?
What has seven editions got to do with the real value of it?
104576.
ორლანდო | კარი მეექვსე
განა ლექსის თხზვა საიდუმლო კავშირი არ არის – ხმა, რომელიც ხმას ეხმიანება?
Was not writing poetry a secret transaction, a voice answering a voice?
104577.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, წიგნი დაუმარხავი და აწეწილი დატოვა მიწაზე.
So she let her book lie unburied and dishevelled on the ground.
104578.
ორლანდო | კარი მეექვსე
თელებს შორის სოფელი და ეკლესიის კოშკი მოჩანდა.
There was a village with a church tower among elm trees.
104579.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყვითელი ძნით დაზვინული ფერმის ეზო.
A farmyard with yellow corn stacks.
104580.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყანები ხეების შავი ნარგავებით იყო მონიშნული და ყანებს ქვემოთ გრძელი ტყის მასივები გადაჭიმულიყო.
The fields were marked with black tree clumps, and beyond the fields stretched long woodlands.