მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104761.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
აქ დადასტურებულია ციური მნათობებისადმი მიძღვნილი სამლოცველო.
A house of prayer dedicated to the heavenly bodies has been attested here.
104762.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ასეთი ძეგლების გარემოცვით აშკარად იგრძნობა ძველი ქართული ქალაქის მოსახლეობის წარმართული რწმენის მოჭარბება, რაც გამხდარა მიზეზი რწმენის თაობაზე მძაფრი დაპირისპირებისა.
The setting of such monuments clearly points to the predominance of pagan religion among the population of the ancient Georgian city, causing bitter confrontation on religious ground.
104763.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
როგორც ზევით, ერთგან მოვიხსენიეთ, ქვევრის პირზე ქართული ასოები ურბნისშიაც არის აღმოჩენილი და ის ქრისტიანობის დამკვიდრების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება.
As noted above, Georgian letters on the rim of a wine jar have been discovered in Urbnisi too, belonging to the early period of the establishment of Christianity.
104764.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
სხვათაშორის, ეს ყველაფერი დადასტურებულია ურბნისის იმ მარანში, რომლის ქვედა ფენა ანტიკური, წინაქრისტიანული ხანისაა.
By the way, all this is attested in the wine cellar of Urbnisi, whose lower layer is of the classical, pre-Christian period.
104765.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
აშკარად ჩანს რელიგიური მემკვიდრეობითობის ნაშთი იმ ადგილზე და იმ ჭურჭელზე, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა რელიგიური მრწამსის განმტკიცებისათვის.
A trace of religious continuity is clearly visible at the site and on the vessel, that must have been of definite significance for the strengthening of the religious faith.
104766.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ახალი რუსული თარგმანი შესრულებული დეკანოზ იოსებ ზეთეიშვილის მიერ.
The Russian translation of Giorgi Merchule's The Life of Grigol Khandzteli, made by Archpriest loseb Zeteishvili.
104767.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
პირველი თარგმანი შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურის ამ ბრწყინვალე ძეგლისა ეკუთვნის პროფესორ ნიკო მარს.
The first translation of this brilliant text of medieval Georgian literature was made by Professor Nicholas Marr.
104768.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ახალ პუბლიკაციას წინ უძღვის მთარგმნელის შთამაგონებელი წინასიტყვაობა.
The new Russian publication has an inspiring Preface by the translator.
104769.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით სამხრეთ საქართველოში დაარსებული ეკლესია-მონასტრები ქართულ თებეიდად იხსენიება.
The complex of monasteries that came into being on the initiative of Gregory of Khandzta in Southern Georgia was called the Georgian Thebais.
104770.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მაგრამ მამა გრიგოლისა და მის მოწაფეთა მოღვაწეობის შემდგომ ისტორიას სხვა შედარებამდეც მივყავართ.
However, the subsequent history of the creation of Grigol Khandzteli and his pupils prompts a different comparison.
104771.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ეს სიტყვები დაიწერა იმ დროს, როდესაც, ავტორის მიხედვით, ჯერ კიდევ ცოცხალნი იყვნენ მამა გრიგოლისა და მის თანამოაზრეთა „მოწაფენი და მოწაფეთა მოწაფენი“.
These words were written at a time when, according to the author, Grigol Khandzteli's "pupils and pupils of pupils" of his associates were still alive.
104772.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
„დავიწყების სიღრმემ“, რომლისგანაც მან გადაარჩინა ცხოვრება და სახელები VIII-IX საუკუნეების ამ ქართველი მოღვაწეებისა, ისინი კვლავ მრავალი საუკუნით შთანთქა.
"Depth of oblivion", from which he saved the lives and names of a number of Georgian ascetics of the 8<sup>th</sup>-9<sup>th</sup> centuries, engulfed them again and for many centuries.
104773.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კატასტროფებით აღსავსე ისტორიაში უნდა ვეძიოთ.
This of course was primarily due to the historical fate of Georgia filled with disasters.
104774.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
თურქებმა, რომელთაც სასტიკად ააოხრეს საქართველო, კლარჯეთის უდაბნოც გადაწვეს.
The Turks who had devastated Georgia, burnt down the wilderness of Klarjeti as well.
104775.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ბედი აღნიშნულ მონასტრებს არაერთგზის სწვევიათ.
It is safe to say that such fate befell these monasteries many times.
104776.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ხოლო მე-17 საუკუნეში მთელი ეს მხარე, სამხრეთ საქართველოს მთლიანი ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ოსმანთა იმპერიის შემადგენელ ნაწილად, სადაც, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა ქრისტიანი მოსახლეობა.
And in the 17<sup>th</sup> century this region, all the localities of Southern Georgia remained for a long time part of the Ottoman empire, where in fact the entire Christian population did not exist.
104777.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ჩვენამდე არ მოუღწევია ცხოვრებას იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღეს ქართული ეკლესია 5 ოქტომბერს აღნიშნავს.
The Life of him whose feast is celebrated by the Georgian Church on the 5th of October has not come down to us.
104778.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
აღსანიშნავია, რომ ამ ატლანტიდის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი თუ გადაურჩა დავიწყებას და საუკუნეთა მანძილზე შემორჩა თავისი ხალხისა და ეკლესიის ისტორიულ მეხსიერებას.
Only a few representatives of this Atlantis managed to escape oblivion and were preserved over the centuries in the historical memory of their people and their church.
104779.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
წმიდა მართლმორწმუნე მეფე და მოწამე აშოტ კურაპალატი, ანტიერეტიკული თხზულების ავტორი.
The saintly Orthodox king and martyr Ashot the Kuropalates, the author of anti-heretical writings.
104780.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი, მისი სულიერი ძმა და თანაშეზრდილი აწყურის მიტროპოლიტი, სასწაულმოქმედი ეფრემ დიდი.
Arsen the Great, Catholicos of Georgia, and his spiritual brother and coeval, the Holy Metropolitan of Atsquri, Eprem the Great, the wonder-worker.