მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104801.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
რაც შეეხება გრიგოლ ხანძთელს, იგი უეჭველად მიეკუთვნება საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან პირთ.
Grigol Khandzteli doubtless ranks among first-rate figures of Georgian history.
104802.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ალბათ ამიტომაცაა, რომ უფალმა ორჯერ მოუწოდა: თავდაპირველად არაჩვეულებრივ მწერალს, შემდგომ კი გამოჩენილ მეცნიერს, რათა მისი სახელი და ღვაწლი დავიწყებისაგან ეხსნა.
It was not without reasons that God was pleased to call twice: once on an outstanding writer, and on the other occasion on an eminent scholar to save his name and feat.
104803.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მარმა მის მიერ აღმოჩენილი ხელნაწერის პირველ გამოცემას დაურთო რუსული თარგმანიც.
As noted above, Marr supplied the first edition of the manuscript he had discovered with a Russian translation.
104804.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
როგორც ჩანს, იგი უპირატესად ცდილობდა გადმოეცა ამ ძველი თხზულების შინაარსი და არ თვლიდა აუცილებლად შეენარჩუნებინა ქართული ორიგინალის სტილისტური თავისებურებანი.
However, his primary aim was apparently to convey the contents of this old story, not considering it necessary to render it with all the stylistic peculiarities of the original.
104805.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ჰომეროსის პოემები ეპიკური პოეზიის კლასიკური ნიმუშია.
Homer's poems are generally recognized to be classic examples of epic poetry.
104806.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
არისტოტელეს პოეტიკა თეორიული ხასიათის ნაშრომია, რომელშიც ჰომეროსის ეპოსის პირველი ჭეშმარიტად ფილოლოგიური ანალიზია წარმოდგენილი.
Aristotle's Poetics is a theoretical work in which the first genuine philological analysis of Homer's epic is presented.
104807.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
დღესდღეობით კი კვლევის აღნიშნული პროცესი თანდათანობით უკვე უცხოელი მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრეების თვალთახედვის არეშიც ექცევა.
This process of research is today gradually coming within the purview of foreign researchers and broad readership.
104808.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
ორი განსხვავებული ეპოქის ეპიკოსის პოემების ურთიერთმიმართების საკითხის გასარკვევად საჭიროა, რომ მსგავსება ნაჩვენები იქნეს კომპოზიციური ორგანიზაციისა და გმირთა ინდივიდუალიზაციის სპეციფიკური პრინციპების ურთიერთშედარებისას.
Shedding light on the interrelationship of the poems of the epic writers of two different periods calls for the demonstration of their similarity through juxtaposition of specific principles of their compositional organization and individualization of characters.
104809.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
ვინაიდან, კომპოზიცია და ინდივიდუალიზაციაა სწორედ ის ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომლებიც განმსაზღვრელია ამა თუ იმ ეპიკური ტრადიციის ფორმირების პროცესისათვის.
For composition and individualization are precisely those two most significant aspects that go into the shaping of epic tradition.
104810.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
თუკი რუსთველმა მართლაც იცოდა ჰომეროსის პოემები, ისინი მას უნდა სცოდნოდა, უპირველეს ყოვლისა, არისტოტელეს პოეტიკის საშუალებით.
If Rustaveli was indeed aware of Homer's poems, he must have known them primarily via Aristotle's poetics.
104811.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
როგორც ცნობილია, პოეტიკაში არისტოტელე საკმაოდ ვრცლად აანალიზებს ილიადასა და ოდისეას.
As is known, in his Poetics, Aristotle gives a fairly extensive analysis of the lliad and the Odyssey.
104812.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
არისტოტელეს აღნიშნული თვალსაზრისის საფუძველზე საზოგადოდ ანტიკური ეპოსის განხილვისას თანამედროვე ჰომეროლოგები ერთმანეთისაგან განასხვავებენ, ერთი მხრივ, პოეტური ერთიანობის არ მქონე ე.წ. ქრონოგრაფიულ და, მეორე მხრივ, პოეტური ერთიანობის მქონე ჰომეროსისეულ ე.წ. დრამატულ კომპოზიციებს.
Basing themselves on Aristotle's above mentioned point of view in discussing the Classical epic, modern Homerologists generally distinguish compositions lacking poetic unity, or so-called chronographic works, on the one hand, from their Homeric, so-called dramatic counterparts that have poetic unity, on the other.
104813.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
რუსთველი დეტალურად იცნობს და აშკარაა, რომ ითვალისწინებს კიდეც არისტოტელეს თვალსაზრისს ეპოსისა და დრამის ურთიერთმიმართების შესახებ.
Rustaveli had detailed knowledge of and, clearly, took into account Aristotle's point of view on the interrelationship of epic and drama.
104814.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
რა არის რუსთველთან ჰომეროსული ტრადიციიდან ნამემკვიდრევი.
What Rustaveli inherited from the Homeric tradition.
104815.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
არისტოტელეს მიერ შემჩნეული და გაანალიზებული ჰომეროსისათვის დამახასიათებელი დრამატული კომპოზიციის მსგავსად, რუსთველთანაც პოემის სიუჟეტის ერთი დიდი ნაწილი ასევე დრამატული კომპოზიციისათვის დამახასიათებელი პრინციპითაა აგებული.
Similarly to the dramatic composition characteristic of Homer and noticed and analyzed by Aristotle, a large part of the subject of Rustaveli's poem is also built on the principle characteristic of dramatic composition.
104816.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
ხატაელი ძმების მიერ ავთანდილისათვის უცხო მოყმის ამბის მბობა, ტარიელის მიერ ავთანდილისათვის თავისი თავგადასავლის მოთხრობა, ავთანდილის მიერ ფატმანისაგან ნესტანის თავგადასავლის გაგება.
The telling of the story of the stranger knight to Avtandil by the Khatavian brothers, Tariel's telling Avtandil of his adventure, Avtandil's learning of Nestan's adventure from Patman.
104817.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
თანამედროვე ჰომეროლოგიაში გავრცელებული შეხედულების თანახმად სწორედ ამგვარი საშუალებით ახერხებს ბერძენი ეპიკოსი, რომ ილიადაში აქილევსის რისხვის ჩვენებით გადმოცეს მთელი ტროის ომის მოვლენები.
According to the view current in modern Homerology, it is by this means that in his poem the author of the Iliad succeeds in showing all the main events of the Trojan War by telling about the wrath of Achilles.
104818.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
კომპოზიციური თვალსაზრისით, ცენტრალური, ე.წ. საყრდენი ანუ არაბეთის სამეფოს ამბავი დაყოფილია ტარიელისა და ნესტანის თავგადასავალთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ჩართული ეპიზოდებით.
From the compositional point of view, the central, so-called key tale of the Kingdom of Arabia is divided by various inserted episodes connected with the ad ventures of Tariel and Nestan.
104819.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
მიუხედავად ამგვარი მსგავსებისა, აშკარაა განსხვავებაც, რაც ისევ და ისევ რუსთველისეულ ნოვატორობას უკავშირდება.
Notwithstanding this similarity, a difference is also obvious, again related to Rustaveli's innovation.
104820.
ქართველოლოგი | ტომი 10, ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება "ვეფხისტყაოსანში"
მსმენელში/მკითხველში არ იწვევს, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით დეფინიციას თუ გამოვიყენებთ, ე.წ. სიუჟეტური მრავალპლანიანობის განცდას.
To use the definition of modern literary criticism, it does not evoke the experience of the so called multi-plane subject in the listener/reader.