მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105301.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ის მართავდა მთელ პროვინციას დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუამდე.
He ruled the whole province until about the middle of the nineteenth century.
105302.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ეს მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი ოჯახია.
It is a family remarkable in many ways.
105303.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
მისი წევრების ფიზიკური აღნაგობა მეტად გამორჩეულია.
The personal appearance of its members is highly distinguished.
105304.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
სხვა დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად აღსანიშნავია მათი ჩინებული თმები, შავი და ტალღოვანი.
Among other characteristics they have magnificent heads of hair, dark and wavy.
105305.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
გურული იშვიათად ხმარობს ქუდს, რადგან მას თმები საკმარისად იცავს ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სიცივისგან.
A Gurieli seldom wears a hat, as his locks are sufficient protection from the heat of summer or cold of winter.
105306.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
მათი ნაკვთები უაღრესად დახვეწილი და სიმეტრიულია, ერთდროულად გონიერი და გზნებით განათებული გამომეტყველებით.
Their features are exceedingly fine and regular, lighted by an expression at the same time intelligent and wild.
105307.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
აშკარაა, რომ მეომარი რასაა და ლეგენდები მათი გულადობის შესახებ ადვილად დასაჯერებელია.
One can see that the race has been warlike, and one can readily believe the many tales told of its valour.
105308.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისი იყო, ამინდი ძალიან კარგი და რბილი შეხვდათ.
Although it was the start of the year, the weather was very fine and mild.
105309.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ამ ვიზიტის შემდეგ მარჯორის გურიელებთან კავშირი არ გაუწყვეტია.
Following this visit, Marjory kept in touch with the Gurielis.
105310.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
მარჯორი და ოლივერი სუფსიდან გაემგზავრნენ გურიის რეგიონალურ დედაქალაქში, ოზურგეთში:
Marjory and Oliver went on from Supsa to the regional capital of Guria, the town of Ozurgeti.
105311.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ქალაქი პატარაა, შესაძლოა, ოდნავ მოზრდილი, ვიდრე დიდი სოფელი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა აჩვენებს დიდ ლიტერატურულ აქტიურობას.
The town is small, indeed it is scarcely more than a large village, but the inhabitants display great literary activity.
105312.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
აქ არის სტამბა და ბევრი საინტერესო წიგნია დაბეჭდილი.
There is a printing press and many interesting books are published.
105313.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ჩვენი მასპინძლები არიან ათაბაგთა, ახალციხის უძველესი მმართველთა შთამომავალნი, რომელთაც უდიდესი სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს.
Here we were the guests of the descendant of the ancient Athabags, or rulers of Akhaltzikhe, who treated us with the greatest hospitality.
105314.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ოზურგეთში ყოფნისას უორდროპები სადილად მიიწვია შემოქმედის მონასტრის წინამძღვარმა ამბროსიმ.
Whilst staying in Ozurgeti, the Wardrops were invited by Abbot Ambrose.
105315.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ისინი ეტლით გაემგზავრნენ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ.
They went there by carriage along the river Bzuji.
105316.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
კარგი მიზეზი გვაქვს, რომ ეს მდინარე დავიმახსოვრეთ, რადგან ჩვენი ეტლი რამდენჯერმე კინაღამ გადაბრუნდა მის ქვიშიან კალაპოტზე ხრიგინით.
We have good reason to remember this river, for our carriage was many times nearly overturned in rattling over its rocky bed.
105317.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
მარჯორი ისე მოხიბლულა შემოქმედის სილამაზით, რომ თავის ანდერძშიც კი მიუთითებია რომ იქ სურდა დასაფლავება.
Marjory was apparently was so taken with Shemokmedi's beauty that she stated in her will that she wished to be buried there.
105318.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
როდესაც მარჯორისა და ოლივერის ოზურგეთის დატოვების დრო მოვიდა, ქალაქმა მათ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი მოუწყო.
When the time came for Marjory and Oliver to leave Ozurgeti, the town gave them a farewell banquet.
105319.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
არასოდეს დამავიწყდება ენთუზიაზმი და კეთილგანწყობა ამ კეთილი გურულებისა.
I shall never forget the enthusiasm and goodwill of these kind Gurians.
105320.
ქართველოლოგი | ტომი 27, მარჯორი უორდროპი და გურია
ისინი კვლავ და კვლავ გვთხოვდნენ მალე დაბრუნებას, მივიღეთ უთვალავი მოწვევა მათ სააგარაკო სახლებში.
Time after time they entreated us to come back soon, and we had countless invitations to country houses.