მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105441.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს ფაქტი საფუძველს აძლევს ივ. ლოლაშვილს, თეოფილაქტეს ნაშრომის მთარგმნელად პეტრიწი მიიჩნიოს.
This gave I. Lolashvili ground to regard Petritsi as the translator of Theophylact's work.
105442.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, როგორც ვნახეთ, პეტრიწი ტექსტის ღრმა ანალიზის საფუძველზე ასაბუთებს საღვთო წერილიდან ორი ადგილის ქართულ თარგმანში შესწორების შეტანის აუცილებლობას.
Thus, as seen from the foregoing, Petritsi argues, on the basis of an in-depth analysis of the text, the necessity of amending two passages in the Georgian translation of the Holy Scripture.
105443.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მთელი ეს მსჯელობა მე-13 საუკუნის ხელნაწერში მოთავსებულია მე-18 საუკუნეში აღდგენილ ფურცლებზე და მიკინძულია განმარტების ე.წ. ბოლოსიტყვაობასთან.
The entire reasoning contained in the 13th century MS. is included in the folia restored in the 18th century being attached to the so-called Afterword of the commentary.
105444.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი თემატურად ეხმაურებოდა პროკლეს ტრაქტატის პეტრიწისეულ განმარტებაში დასმულ და განხილულ პრობლემებს: კერძოდ, წმ. სამების II ჰიპოსტასის ბუნების საკითხს.
Thematically it echoed the problems posed and discussed in Petritsi's commentary on Proclu's treatise, viz. the question of the II hypostasis of the Holy Trinity.
105445.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მასში შედის აგრეთვე მასალები, ამოკრეფილი გრამატიკის საკითხებზე ბიზანტიელ კომენტატორთა ნაშრომებიდან, ნაწყვეტები გრიგოლ ნაზიანზელის „ეპიტაფიიდან“ ბასილი დიდისათვის (რიტორიკის ფილოსოფიისა და გრამატიკოსობის შესახებ) და დასაწყისი სოლომონის „იგავთა“ ბასილი დიდის განმარტებებისა.
It also contains materials culled from the writings of Byzantine commentators on questions of grammar, excerpts from Gregory Nazianzene's Epitaph on Basil the Great (on rhetoric, philosophy and grammaticism), and the opening part of Basil the Great's commentaries on Solomon's Proverbs.
105446.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ყოველივე ეს ძალაუნებურად ბადებს აზრს იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში, საერთოდ და, კერძოდ, გელათის სკოლაში, როგორც ჩანს, მიღებული იყო წესი გარკვეული საკითხის გარშემო პატრისტიკული თუ სხვა ლიტერატურული წყაროებიდან საჭირო მასალის მოძიებისა და მისგან შესაბამისი ექსცერპტების გამოკრების გზით ამა თუ იმ საკითხის გარშემო შეძლებისდაგვარად სრული კრებულების შედგენისა.
All this involuntarily suggests that at the time under discussion and at the Gelati school in particular, there appears to have been a rule of culling relevant materials from Patristic or other literary sources and of compiling fairly complete collections of excerpts on this or that topic.
105447.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
სამწუხაროდ, ამ სკოლაში შესრულებულ განმარტებათა თარგმანებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ნაწილმა: მიტროფანე, ზმვერნელი მიტროპოლიტის „ეკლესიასტეს“ ტექსტის მთლიანი განმარტებისა და ამავე ტექსტის ოლიმპიუდორე ალექსანდრიელის თარგმანებამ.
Regrettably, however, only part of the translations of the commentaries, made at this school, has come down to us, viz. the translation of the full commentary on the text of Ecclesiastes by Metrophanes, the Metropolitan of Smyrna and the translation of the same text by Olympiodorus of Alexandria.
105448.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ხელნაწერებში წარმოდგენილია ცნობილი ბიზანტიელი ეგზეგეტი-მწერლის, იოანე პეტრიწის თანამედროვის, თეოფილაქტე ბულგარელის მიერ შესრულებული მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებათა განმარტებების თარგმანები.
The manuscripts contain the translations of the commentaries of Theophylact the Bulgarian, a well-known Byzantine exegetic writer and contemporary of Petritsi, on the Gospels according to Mark, Luke and John.
105449.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში ბიბლიური (კიმენური) ტექსტი ახალ თარგმანს, გელათურ რედაქციას წარმოადგენს.
It should be noted here that in all cases the biblical - Keimenic - text represents a new translation and Gelati redaction.
105450.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გელათშივეა თარგმნილი უცნობი ბიზანტიელი ეგზეგეტის განმარტება „ქება ქებათაღსა“, სქოლიოების სახით.
To translations made in Gelati also belong the Commentary on the Song of Songs by an anonymous Byzantine exegete, done in the form of scholia.
105451.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
კ. კეკელიძე გადაჭრით თვლიდა, რომ „აღნიშნული კატენები ნათარგმნია თუ არა იოანე პეტრიწის, მისი სკოლიდან გამოსული მწერლის მიერ მაინც.
K. Kekelidze firmly believed that: The Catenae in question were translated, if not by loane Petritsi, at least by a writer from his school.
105452.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მისივე აზრით, ტექსტიცა და სქოლიოც ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს უნდა ეთარგმნოს.
In his view, the text and the scholium must have been translated by one and the same person and at one time.
105453.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გელათის სკოლიდან გამოსულ მწერალთ ერთი ჩვეულება ჰქონდათ: საეგზეგეტიკო თხზულებათა თარგმნის დროს ისინი სქოლიოსთან ერთად ბიბლიურ ტექსტსაც სთარგმნიდნენ და მზამზარეული ტექსტით არ სარგებლობდნენ, როგორც ამას ეფრემ მცირე სჩადიოდა.
Authors hailing from the Gelati school adhered to the following rule: in translating exegetic works they translated the biblical text along with the scholium and - unlike Eprem Mtsire - they did not use a ready text.
105454.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
სამწუხაროდ, ჟამთა სიავეს გადარჩენილი ამ ეგზეგეტიკური კრებულის ორივე ხელნაწერი, რომელთაგან Q 1152 უნდა მომდინარეობდეს A 1108 ავტოგრაფული ნუსხიდან, არასრულია.
Unfortunately, both MSS. of this extant exegetic collection, of which Q 1152 must have derived from the A 1108 autographic manuscript, are incomplete.
105455.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ორივეს აკლია დასაწყისი „ლევიტელთამდე“ ხოლო ბიბლიის „კიმენური“ ტექსტის თარგმანი საკმაოდ ვრცელი სქოლიებითურთ მხოლოდ რუთის წიგნამდეა განხორციელებული.
In both the opening parts are missing up to the Leviticus, while the Keimenic text of the Bible, with fairly extensive scholia, is translated to the book of Ruth.
105456.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
რუთის შემდეგ მიკინძული და განსხვავებული ხელით გადაწერილი წინასწარმეტყველების წიგნები ამ ტიპის განმარტებებს აღარ შეიცავენ.
The books of the prophets, copied in a different hand and attached after Ruth do not contain commentaries of this type.
105457.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
განმარტებათა ექსცეპტების ავტორთა (მათი სახელები ხელნაწერის აშიებზეა მიწერილი სინგურით) ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს ამ ძეგლის მთარგმნელისა და რედაქტორ-შემდგენელის სითამამე, შეუზღუდავობა და ფართო გაქანება.
A cursory glance at the authors of the excerpts of the commentaries (their names are written in cinnabar) reveals the boldness and broad outlook of the translator and redactor-compiler of the work.
105458.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს სავსებით უპასუხებს გელათის სკოლის მთარგმნელობითს პრინციპებს.
As will be made clear below, this fully accorded with the translation principles of the Gelati school.
105459.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გელათის ბიბლია მრავალმხრივაა საინტერესო და საყურადღებო ქართული ენის, მწერლობისა თუ ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიის მკვლევართათვის.
The Gelati Bible is interesting in many ways to students of the history of the Georgian language, literature, philosophy, and theology.
105460.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მასში თავმოყრილია და კონცენტრირებული ის ძირითადი მსოფლმხედველობრივი თუ ენობრივ-სტილისტური ტენდეციები და განხორციელებულია პრაქტიკულ მთარგმნელობითი პრინციპები, რომლებიც საზოგადოდ დამახასიათებელია გელათის ლიტერატურულ-ფილოსოფიური სკოლისათვის.
It evinces the basic world-view and language and style tendencies characteristic of the Gelati literary and philosophical school and illustrates the practical implementation of its translation principles.