მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105481.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ის წრე ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა ნაშრომებისა ითარგმნა ლათინურ ენაზე გელათში შესრულებულ თარგმანებზე ერთი ორი საუკუნის შემდეგ.
It is no mere accident that the same works of Neoplatonist philosophers were translated into Latin one or two centuries after the translations made at Gelati.
105482.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ასე, მაგ. დამასკელის „დიალექტიკა“ ლათინურად მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ითარგმნა.
Thus, John Damascene's Dialectic was translated into Latin in the latter half of the 12th century.
105483.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ნემესიოს ემესელის უადრესი თარგმანიც ამავე ხანებშია შესრულებული რიხარდ ბურგუნდიოს მიერ.
The earliest translation of Nemesius of Emesa was made in the same period by Richard of Burgundy.
105484.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პროკლეს „თეოლოგიის საფუძვლები“ კი თომა აქვინელის დავალებით მისმა მდივანმა, მოერბეკემ, 1268 წელს თარგმნა.
Proclus' Elements of Theology was translated at Thomas Aquinas' request by his secretary Morbecca in 1268.
105485.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც ცნობილია, ევროპული სქოლასტიკის ამ უდიდესმა წარმომადგენელმა, არისტოტელეს „ორგანონთან“ ერთად პროკლეს ეს ტრაქტატი საფუძვლად დაუდო თავის თეოლოგიურ მოძღვრებას, ხოლო თვით პროკლე ეკლესიისათვის საჭირო ფილოსოფოსად გამოაცხადა.
As is known, the greatest representative of European Scholasticism, based his theological teaching along with Aristotle's Organon - on Proclus' work, declaring Proclus a philosopher needed for the Church.
105486.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შუა საუკუნეების ევროპულ სამონასტრო სკოლებში სწორედ დამასკელის „დიალექტიკისა“ და ამონიოსის კომენტარების შემოკლების საფუძველზე შესრულებული კომპენდიუმები იყო გამოყენებული სახელმძღვანელოებად, ისევე, როგორც მე-12-13 საუკუნეებში გელათის სამონასტრო სკოლაში.
In medieval monastic schools it was compendia compiled through the abridgement of John Damascene's Dialectic and Ammonius' Commentaries that were used as texbooks, just as was the case at the Gelati monastic school in the 12<sup>th</sup>-13<sup>th</sup> centuries.
105487.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, გელათში მოღვაწე ქართველი თეოლოგები, ისევე, როგორც შუა საუკუნეების ბიზანტიელი და ევროპელი თეოლოგები, ამოდიოდნენ პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიიდან და მათი კომენტატორებიდან — ნეოპლატონიკოსებიდან.
Thus, the Georgian theologians at Gelati - like medieval Byzantine and European theologians - proceeded from the philosophy of Plato and Aristotle and from their Neoplatonist commentators.
105488.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ისინი ამ ორი ფილოსოფიის ნააზრევის შეხამებას და თავისებურ გაგებასა და გადამუშავებას იძლეოდნენ (რაც შემდეგ ახალი ფილოსოფიის, ნეოპლატონიზმის სახით ჩამოყალიბდა).
They attempted to blend the thoughts of these two philosophers, producing a peculiar understanding and revision (which resulted in a new philosophy in the shape of Neoplatonism).
105489.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
დასაბუთების იარაღად ისინი იყენებდნენ არისტოტელეს „ორგანონის“ კანონებს, პლატონი და პროკლე კი მათ სჭირდებოდათ დიალექტიკური პოლემიკის ჩვევებისა და მისი ფილოსოფიის ნეოპლატონური ფორმით ქრისტიანობის მეცნიერული საფუძვლების შესამუშავებლად.
As a weapon of argument they used the laws of Aristotle's Organon, while they needed Plato and Proclus to work out skills of dialectical polemic and to develop the scholarly foundations of Christianity in the Neoplatonic form of Aristotle's philosophy.
105490.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გარდა ამისა, პროკლე და საერთოდ ნეოპლატონიზმი იყო მნიშვნელოვანი წყარო ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ცნებათა და ტერმინთა სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციისათვის.
Furthermore, Proclus, and Neoplatonism in general, constituted an important source for the systematization and classification of theological concepts and terms.
105491.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს მოაზროვნეები ეყრდნობოდნენ იმ ფილოსოფიას, რომელიც დაფუძნებული იყო შუა საუკუნეების სკოლებში, სადაც დამასკელის „დიალექტიკას“ (ანუ არისტოტელედან მომდინარე ლოგიკას დამასკელის გადამუშავებით) უმთავრესი ადგილი ჰქონდა დათმობილი.
These thinkers relied on the philosophy established in medieval school where John Damascene's Dialectic (or John Damascene's elaboration of Aristotelian logic) was given priority.
105492.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, ეს პერიოდი ბიზანტიური და, ასევე, ქართული აზროვნების ისტორიაში ხასიათდება არისტოტელეს ლოგიკისა და პლატონიზმის (მისი ნეოპლატონური ფორმით) საეკლესიო სწავლებასთან დაკავშირების ცდებით, დიდი მისწრაფებით, ამ ფილოსოფიის საშუალებით გადაეჭრათ თანდათანობით მომწიფებული ონტოლოგიური საკითხები, ღვთაებრივი არსებისა და გვამოვნების პრობლემა.
Thus, this period in the history of Byzantine as well as Georgian thought is characterized by attempts to relate Aristotle's logic and Platonism (in its Neoplatonic form) to the teaching of the Church, with a great desire to solve the ontological problems that had gradually ripened, as well as the issue of the Divine Essence and Hypostasis.
105493.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის ბიზანტიელ მოაზროვნეთა შორის, ზოგი პლატონს განადიდებდა, ზოგი კი არისტოტელეს აღიარებდა დიდ საეკლესიო ავტორიტეტად.
However, it has also been observed that among Byzantine thinkers of the period some extolled Plato, while others acknowledged Aristotle as a great Church authority.
105494.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს შესაბამისად საქართველოშიც ამ დროს წარმოიშვა არისტოტელური და პლატონური მიმდინარეობანი.
The view has been advanced in Georgian scholarly literature on the corresponding rise of Aristotelian and Platonic trends in Georgia of the period under discussion.
105495.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
კ. კეკელიძე მიიჩნევს, რომ „არისტოტელიზმის აპოლოგეტად საქართველოში გვევლინება არსენ იყალთოელი“.
According to Kekelidze, Arsen Iqaltoeli emerged as the apologist of Aristotelianism in Georgia.
105496.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ივ. ლოლაშვილი კი წერს: „არსენი თუ ქსიფილინოსის მოწაფე იყო, პეტრიწი ითვლებოდა იტალის მოწაფედ და უმცროს მეგობრად.
I.Lolashvili wrotes: "If Arsen was a pupil of Xiphilinus, Petritsi was considered a pupil and junior friend of Italus".
105497.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მათი მოღვაწეობის შედეგად საქართველოშიაც წარმოიშვა არისტოტელური და პლატონური მიმდინარეობანი.
As a result of their activities the Aristotelian and Platonic trends arose in Georgia too.
105498.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შ. ნუცუბიძე კატეგორიულად უარყოფს ასეთ შესაძლებლობას.
Sh. Nutsubidze categorically rejects this possibility.
105499.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
„არსენ იყალთოელის არისტოტელიზმზე ლაპარაკი გაუგებრობაა.
To speak of Arsen Iqaltoeli's Aristotelianism is a misunderstanding.
105500.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მას არსად არაფერი ამის დამამტკიცებელი არ დაუწერია, თუ არა საღმრთო წერილზე ან წმინდა მამათა „უცთომელ ჭეშმარიტებაზე“ დამყარებული, როგორც ეს დოგმატიკოსსა და რეაქციონერს შეჰფეროდაო.
Nowhere has he written anything to prove this, barring what was based on the Scripture and the "infallible truth" of the Church Fathers, as befitted a dogmatist and reactionary.