მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105501.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ჩემს კომპეტენციაში არ შემოდის იმის განსჯა, თუ რამდენად სამართლიანია არსენ იყალთოელის ღვაწლის ასეთი მკაცრი უარყოფითი შეფასება.
It is beyond my scope to judge the fairness of such a squarely negative assessment of Arsen Iqaltoeli's work.
105502.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მაგრამ იმას კი ვიტყვით, რომ ამ დროისათვის ბიზანტიაშიც, ისევე როგორც საქართველოში, ასეთი დაპირისპირება განვლილი ეტაპი უნდა ყოფილიყო.
But it can be said that by this time both in Byzantium and in Georgia such opposition must have been a thing of the past.
105503.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ადრე ბიზანტიის სკოლებში ჩვეულებრივ ფილოსოფიურ მიმდინარეობად არისტოტელიზმი ისწავლებოდა, ახლა გზას იკაფავდა პლატონიზმი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, თითქოს არისტოტელე უგულველყოფილი იყო.
Earlier Aristotelianism was taught in Byzantine schools as an ordinary philosophical trend, now Platonism was gaining ground; however, this did not mean the discarding of Aristotle.
105504.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პსელოსი და იტალოსი არისტოტელესთან ერთად პლატონსა და მის „მონაცვალეს“, პროკლეს განადიდებდნენ.
Psellus and Italus extolled - along with Aristotle - Plato and his "substitute", Proclus.
105505.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც ზემოთ ვნახეთ, ანა კომნენე განსაკუთრებით აღნიშნავს მის გატაცებას სწორედ არისტოტელეს შრომებით.
As noted above, Anna Comnena stressed her deep interest in Aristotle's works.
105506.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასეთი დაპირისპირება „არისტოტელიანთა“ და „პლატონიელთა“ შორის.
There should not have been such a radical opposition between "Aristotelians' and 'Platonists".
105507.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ბრძოლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არისტოტელიზმსა და პლატონიზმს შორის შუა საუკუნეებში, გამოვლინდა მათ მორიგებაში ანუ, როგორც ამბობენ, „სიმფონიაში“ ნეოპლატონიზმის ნიადაგზე.
The medieval struggle between Aristotelianism and Platonism have manifested itself in a concord or "symphony" on the basis of Neoplatonism.
105508.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამიტომაა, რომ გელათში მთავარი აქცენტი სწორედ ნეოპლატონურ თხზულებათა თარგმანსა და კომენტირებაზეა მიმართული.
That is why attention was focused in Gelati on the translation and commenting of Neoplatonic works.
105509.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანაც მთელი შუასაუკუნეების ფილოსოფია არსებითად ნეოპლატონიზმს წარმოადგენდა.
It should be said, however, that it could not have been otherwise, for the entire medieval philosophy essentially constituted Neoplatonism.
105510.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პლატონი პეტრიწისთვის არის „მწუერვალი ფილოსოფოსთა დღისაი“ და „მიჰრონი ღმრთისმეტყუელებისა“.
For Petritsi Plato was the summit of the philosophers' day and myrrh of theology.
105511.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ იგი არისტოტელეს სათანადოდ არ აფასებს.
However, this does not mean that he did not appreciate Aristotle duly.
105512.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იოანე პეტრიწი არისტოტელეს „ორგანონის“ კანონების შესწავლის გარეშე შეუძლებლად თვლის რისამე შემეცნებას ლოგიკური, გონების გზით.
Without the study of the laws of Aristotle's Organon - Petritsi believes - it is impossible to know anything logically.
105513.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
რაც შეეხება არსენ იყალთოელს, იგი რომ „არისტოტელიანთა“ ბანაკის წარმომადგენელი ყოფილიყო და გარკვეული პოზიცია ჰქონოდა ამ მხრივ, არა გვგონია, ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაეშვა (ან საერთოდ, ეთარგმნა) გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფიდან“ ის ადგილი, სადაც „უბადრუკი და საწყალობელი არისტოტელე“ სასტიკადაა დაგმობილი და „ამპარტავან და ურცხვინო წინააღმდგომად“ ითვლება.
As for Arsen Iqaltoeli, had he belonged to the camp of "Aristotelians" and held a clearly-defined position in this respect, it is doubtful for him to have left without a comment (or even translated) the passage in George Hamartolus' Chronicle where "the wretched and pitiful Aristotle" is bitterly condemned and regarded as "an arrogant and shameless opponent".
105514.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც ჩანს, არსენს არ აინტერესებს არისტოტელეს ფილოსოფია თავისთავად.
Arsen is apparently not interested in Aristotle's philosophy perse.
105515.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
არისტოტელე, კერძოდ კი მისი ლოგიკა, ისიც დამასკელის გადამუშავებით, მას სჭირდება დოგმატურ-ორთოდოქსული მიზნებისათვის.
He needed Aristotle, namely his logic as elaborated by John Damacene, for dogmatic-orthodox purposes.
105516.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ასეთი ნაშრომებია, მაგ. პსელოსის „პირმშოისათვის“ და ევსტრატი ნიკიელის ანტილათინური ტრაქტატი, ასევე ნიკიტა სტითატის „სომეხთა განმაქიქებელი ხუთი სიტყუა“.
To such works belonged, e.g. Psellus' "On the First Born" and the Anti-Latin Treatise of Eustratius of Nicaea, as well as "Five Speeches Censuring the Armenians" by Nicetas Stethatus.
105517.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
რაც შეეხება პეტრიწს, იგი, როგორც ცნობილია, ახალი ეტაპის წარმომადგენელია ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში.
As to Petritsi, he is known to have been a representative of a new stage in the development of Georgian philosophical thought..
105518.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ღმრთისმეტყველება მისთვის, ისევე, როგორც პსელოსისათვის, უმაღლესი ფილოსოფიაა, რომლის მიზანია უმთავრესი ჭეშმარიტების - სამყაროს აგების საიდუმლოს ამოცნობა, ხოლო „მესაიდუმლოედ“ იგი აღიარებს „ხედვასა ფილოსოფოსთა დღისასა“.
For him - like for Psellus - theology is the highest philosophy whose objective is to gain an insight into the mystery of the basic truth, i.e. the entire creation of beings or the building of the universe, for him the bearers of the mystery is the perception of the philosophers of the day.
105519.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს გელათის სამონასტრო სკოლის რაციონალისტურ მიმართულებაზე, ამ სკოლისა და დასავლეთის განვითარებული სქოლასტიკის ერთ მიზანდასახულობაზე.
The foregoing points to the rationalistic trend of the Gelati monastic school - to the single purpose of that school and developed Western Scholasticism.
105520.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს ადასტურებს იმ აზრს, რომელიც მოსე გოგიბერიძემ გამოთქვა გელათის სკოლის მამამთავრის, იოანე პეტრიწის ადგილის შესახებ შუა საუკუნეების აზროვნების ისტორიაში და რომელიც შეიძლება განვაზოგადოთ საერთოდ გელათის ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლის მიმართ.
It confirms the view expressed by Mose Gogiberidze regarding the place of Ioane Petritsi, founder of the Gelati school, in the history of medieval thought- a view that can be generalized to the Gelati philosophical-theological school.