მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105521.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწი ქრისტიანული სქოლასტიკის ისტორიაში დამწყებია იმ მიმართულებისა, რომელმაც გადაწყვიტა ფილოსოფია პოზიტიურად გამოეყენებინა.
In the history of Christian Scholasticism, Petritsi was the initiator of the trend that decided to make a positive use of philosophy.
105522.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
სქოლასტიკის ასეთ მიმართულებას შერიგება მოუხდა ფილოსოფიასთან....
This line of Scholasticism had to effect a reconciliation with philosophy ...
105523.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამ საქმეს საქართველოში პეტრიწი ათეული წლებით ადრე იწყებს ევროპულ სქოლასტიკაზე და მაშასადამე, შეაქვს ქრისტიანულ სქოლასტიკაში ის განათლების სანთელი, რომელიც შემდეგ დასავლეთში რენესანსის მზედ ამოვიდა.
Petritsi commenced this in Georgia dozens of years earlier than European Scholasticism did, therefore he brought into Christian Scholasticism that candle of enlightenment which subsequently rose as the Sun of the Renaissance in the West.
105524.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
უფრო ადრე ეს საქართველოში რუსთაველმა დააგვირგვინა, რომელიც მთელი თავისი მსოფლხედვით ორგანულად იყო დაკავშირებული სწორედ გელათის სკოლასთან.
Much earlier, this was crowned in Georgia by Rustaveli who was organically linked with his outlook to the Gelati school.
105525.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გელათის აკადემია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარების გზაზე.
The Gelati academy was an important stage along the developmental road of Georgian philosophical thought.
105526.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი იყო ტიპიური შუა საუკუნეების „სქოლასტიკური“ (ამ სიტყვის მაღალი გაგებით), საგანმანათლებლო კერა, რომელიც ქართულ ნიადაგზე აგრძელებდა და ავითარებდა ბიზანტიური ინტელექტუალური ელიტის რაციონალისტურ მიმართულებას.
It was a typical medieval scholastic-taking the word in a broad sense - seat of enlightenment which, on Georgian soil, continued and developed the rationalistic trend of the Byzantine intellectual elite.
105527.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს სკოლა წარმოადგენდა მე 11-12 საუკუნეების ბიზანტიური თეოლოგიურ-ფილოსოფიური სააზროვნო გარემოს პროექციას ქართულ ნიადაგზე და იდგა იმ მაგისტრალურ გზაზე, რომელსაც უფრო მოგვიანებით გაჰყვა ევროპული მაღალი სქოლასტიკა.
The school was a projection of the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Byzantine theological (philosophical) speculative setting onto Georgian soil, following the main line taken a little later by European High Scholasticism.
105528.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მაგრამ მიუხედავად თავისი დიდი მისწრაფებებისა და მის მიერ შექმნილი უზარმაზარი ლიტერატურული პროდუქციისა, ეს იყო პატარა კუნძული, რომელმაც ბიზანტიის დაცემის შემდეგ თავისი გეო-პოლიტიკური ვითარების გამო კავშირი ვერ დაამყარა ევროპულ კულტურულ სამყაროსთან.
However, notwithstanding its great aspirations and its vast literary production, it formed a small island which, after the fall of the Byzantine Empire and owing to its geopolitical situation, failed to establish relations with the cultural world of Europe.
105529.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
გელათის სალიტერატურო სკოლა მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული ფილოსოფიური და, საერთოდ, მეცნიერული ენის განვითარების გზაზე.
The Gelati literary school was an important stage along the road of development of the Georgian philosophical and in general, scholarly language.
105530.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შემუშავდა თეორიული საფუძვლები ზუსტი, ადეკვატური თარგმანისა და ქართული ფილოსოფიური ენისა.
The theoretical principles of exact translation and of the Georgian philosophical language were laid down.
105531.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
დამუშავდა და ჩამოყალიბდა ქართული ფილოსოფიური ენა და სტილი.
The Georgian philosophical language and style were evolved and established.
105532.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
საფუძველი დაედო ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ფორმალურ-სემანტიკურ სისტემას.
The foundations of the formal, semantic system of Georgian philosophical terminology were created.
105533.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამ პრინციპების ამუშავება და გააქტივება აუცილებელ საჭიროებად გვესახება დღეს ქართული ფილოსოფიური (და საერთოდ, მეცნიერული) ენის შემდგომი განვითარებისათვის.
Reactivation of these principles of that system appears to be indispensable today for a further development of the Georgian philosophical - and generally, scholarly and scientific - language.
105534.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მას ფილოსოფია აინტერესებს არა როგორც ეკალი, რომლითაც, ეფრემ მცირის სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოზღუდულიყო „ეკლესიის ვენახის ნაყოფთა შუენიერება“ და არა მხოლოდ როგორც „ორღანო“ ანუ იარაღი, რომლის „იძულებითი კანონების“ საშუალებითაც უნდა მოეძებნათ პასუხი თეოლოგიის აპორიებით აღსავსე პრობლემების გადასაწყვეტად,
He is interested in philosophy not as a thorn with which in Eprem Mtsire's words, the beauties of the fruits of the church should be defended, and not only as an "organ" or weapon through whose "laws of enforcement" an answer should be found for solving problems of theology beset by aporiae.
105535.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
მე-13 საუკუნეში მონღოლების შემოსევას მოჰყვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაკნინება
Mongol invasions in the 13<sup>th</sup> century greatly weakened central authority in Georgia.
105536.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
მედროვეთა ამგვარ მისწრაფებას მყარ ნიადაგს უქმნიდა მონღოლების მიერ ქართული ფეოდალური მიწათმფლობელობის პრაქტიკაში დანერგილი მავნე წესი — „ხასინჯუ“.
The growth of the number of time-servers was facilitated by the institution of "khasinju", - a novelty introduced in the Georgian landowning system by the Mongols.
105537.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
განდგომის მოსურნე დიდებულები ყოველგვარი საშუალებით მიისწრაფოდნენ ხასობისაკენ, რადგან „ხასი“ ქვეყანა მეფისათვის შეუვალი, „ხასი“ ფეოდალი კი მეფისაგან დამოუკიდებელი ხდებოდა.
Separatist feudal lords strove to obtain khasoba for a "khas" country was immune to the king, while a "khas" feudal lord became independent of the king.
105538.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
მსოფლიო ისტორიამ პოლიტიკურ სარბიელზე მედროვეთა წამოტივტივების არაერთი შემთხვევა იცის, რომელთა შორის ზოგიერთს დიქტატორის ფუნქციაც კი უკისრია.
They sought to attain a special position in the feudal society with the aid of the royal court of Georgia.
105539.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ასეთი მედროვე, რომელიც წყაროებში სადუნ მანკაბერდელის სახელითაა ცნობილი დემეტრე II მეფობის გარკვეულ მონაკვეთში, ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას.
One such time-server was a man known in the sources under the name of Sadun Mankaberdeli, the virtual ruler of the country during a certain period in the reign of King Demetre II.
105540.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნ მანკაბერდელის პოლიტიკური საქმიანობა და მისი შედეგები, დეტალურადაა გაანალიზებული ქართულ და არაქართულ ისტორიოგრაფიაში.
Sadun Mankaberdeli’s political activities and their results are thoroughly analyzed both in Georgian and in extra-Georgian historigraphy.