მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105581.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
იგი არსად არ მიუთითებს არწრუნობის შესახებ.
He makes no reference to Artsruni.
105582.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ასე რომ, არავითარი საფუძველი არ ჩანს იმისათვის, რომ კირაკოზის იშხანი ქურდი მაინცდამაინც არწრუნად და სადუნ მანკაბერდელის წინაპრად მივიჩნიოთ.
Thus, there is obviously no ground for declaring Ishkhan Kurd an Artsruni and an ancestor of Sadun Mankaberdeli.
105583.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ამის მიუხედავად კირაკოზის მატიანის რუსულად გამომცემელი პროფ. ლ.ხანლარიანი ტექსტის კომენტარებში ამ ქურდს არწრუნად მიიჩნევს.
Nevertheless, in the comments Prof. L. Khanlaryan, editor of the Russian translation of Kirakoz's work, Amir Kurd consideres as Artsruni.
105584.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ჩვენ მიგვაჩნია, რომ კირაკოზის „სომხეთის ისტორიის“ ის ნაწილი, სადაც საუბარია იშხან ქურდის ნათესაობაზე სადუნთან, წმინდა წყლის ინტერპოლაციაა.
W believe that the passage of Kirakoz's "History of Armenia" which refers to the kinship of Ishkhan Kurd and Sadun is a mere interpolation.
105585.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ავტორი, საუბრობს რა მე-12 საუკუნის ერთი ცნობილი მოღვაწის, იშხან ქურდის შესახებ, აღნიშნავს, რომ იგი დიდი პაპაა მეორე ცნობილი მოღვაწისა, რომელიც აღწერილი ამბებიდან ერთი საუკუნის შემდეგ უნდა გამოჩნდეს სამოღვაწეო ასპარეზზე.
Speaking of Ishkhan Kurd a well-known 12<sup>th</sup> century statesman, the author remarks that he is the great grandfather of another well-known statesman (who must appear on the scene more than a century later after the described events).
105586.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
აქ აშკარად იგრძნობა ალოგიკურობა და გვიანდელი ინტერპოლატორის მისწრაფება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნათესაური ხაზი გაავლოს ამ ორ პიროვნებას შორის.
Illogicality is clearly felt here as well as the late interpolator's desire to draw a line between the kinship of the two persons.
105587.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სომეხი ისტორიკოსები თვალს ხუჭავენ ასეთ შეუსაბამობაზე, ხოლო რაკი სადუნი აკანეცთან არწრუნად იხსენიება, ქურდიც არწრუნად მონათლეს და ეს აზრი დაამკვიდრეს სომხურ ისტორიოგრაფიაში.
Armenian historians shut their eyes at this incongruity and since Sadun is referred to as an Aitsruni by Akanetsi, Kurd was also pronounced an Artsruni, establishing this view in Armenian historiography.
105588.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
აღსანიშნავია რომ თვით სომხურ წყაროებშიც შეინიშნება წინააღმდეგობა.
It is noteworthy that contradictions are observable in Armenian souces as well.
105589.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
თავად კირაკოზი, რომელზე დაყრდნობითაც მიაჩნიათ ამირ ქურდი სადუნის წინაპრად, არაფერს ამბობს მისი არწრუნობის შესახებ.
Kirakoz himself, on whose authority Amir Kurd is considered Sadun's ancestor, says nothing about Sadun being an Artsruni.
105590.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
მეტიც, კირაკოზის მიხედვით სადუნის მამას შერბაროქი ჰქვია, აკანეცი კი მას ამირ ქურდის ძედ მიიჩნევს.
With Kirakoz Sadun's father is Sherbarok, while Akanetsi considers him to have been Amir Kurd's son.
105591.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნის არწრუნობასა და მაღალ ფეოდალურ წარმომავლობას გამორიცხავს ჟამთააღმწერელის უტყუარი ცნობა იმის შესახებ, რომ სადუნი ავაგ ათაბაგის ყმა იყო.
The unquestionable evidence of the chronicler on Sadun being a serf of Avag Atabag rules out Sadun being an Artsruni and a descendant of a high feudal family.
105592.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ამასვე ადასტურებს ნორადუზის წარწერაც.
The same is attested by the inscription of Noraduz.
105593.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნი რომ არწრუნი ყოფილიყო, ცხადია, არ იქნებოდა ავაგ ათაბაგის ყმა.
Obviously, if Sadun had been an Artsruni, he could not have been a serf of Avag.
105594.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნის გვარი ჩვენთვის უცნობია.
The surname of Sadun is unknown to us.
105595.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
როგორც ჩანს, სადუნი აზნაურული წარმოშობის იყო.
Sadun seems to have belonged to the aznauri class.
105596.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნს ჟამთააღმწერელი იცნობს, როგორც მანკაბერდელს, რაც უეჭველია მის სადაურობაზე მიუთითებს.
Chronicler knows Sadun as Mankaberdeli, which doubtless points to the place where he came from.
105597.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია აზრი, რომ სადუნ მანკაბერდელი იყო მხარგრძელთა ყმა, გასომხებული ქურთი.
In Georgian historiography Sadun is considered a serf of the Mkhargrdzelis and an Armenized Kurd.
105598.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
ამგვარი ვერსიის დასამტკიცებლად ისტორიკოსები იშველიებენ კირაკოზის მიერ ზემოთ უკვე მოყვანილ ცნობას ამირ ქურდისა და სადუნის ნათესაობაზე.
To prove this version historians refer to the already-quoted evidence of Kirakoz on the kinship of Sadun and Amir Kurd.
105599.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
სადუნისა და მისი წინაპრების ქურთობის ვერსია დამყარებულია ამირ ქურდის სახელის მცდარ გაგებაზე.
The version of the Kurdish origin of Sadun and his ancestors appears to be based on an erroneous understanding of Amir Kurd's name.
105600.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის
მკვლევართ სიტყვა „ქურდი“ ესმით არა როგორც საკუთარი სახელი, არამედ როგორც ეროვნების აღმნიშვნელი სიტყვა ქურთი.
Researchers take the word "Kurd" not as a proper name but as one denoting nationality.