მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105641.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ეს უწინარესად ითქმის ევფემიზმის იმ სემანტიკური მომენტის შესახებ, როდესაც იგი თავაზიანობის შინაარს გადმოგვცემს.
This refers primarily to the semantic side of an euphemism with the connotation of politeness.
105642.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამგვარ ენათა რიგს განეკუთვნება იაპონური ენა, რაც მის ერთ-ერთ მკაფიო თავისებურებად ითვლება.
Japanese is one such language and this is considered one of its distinct peculiarities.
105643.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
იაპონელი ლინგვისტი ცუიმურა ტოსიკი თავაზიანობის ფორმებს განსაზღვრავს როგორც „ენობრივ გამოხატულებას ადამიანთა შორის ურთიერთობის გაგების საფუძველზე“.
The Japanese linguist Tsujimura Toshiki defines forms of politeness as linguistic expression on the basis of understanding human relations.
105644.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამ ენაში თავაზიანობის ფორმათა გრამატიკული სისტემა უმთავრესად ზმნაში, პრედიკატულ ზედსართავსა და მაერთშია გამოხატული.
In this language the grammatical system of forms of politeness is represented mainly in the verb, predicative attribute and copula.
105645.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ორი გრამატიკული კატეგორიიდან ერთ-ერთი — ადრესივი - მიუთითებს თანამოსაუბრესთან დამოკიდებულებაზე.
One of the two grammatical categories, i.e. addressive, points to the relation to the interlocutor.
105646.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
აქ არათავაზიანი ფორმა მაწარმოებლის გარეშეა, თავაზიან ფორმას კი დაერთვის სუფიქსი „-მას“.
Here the impolite form has no marker, and the polite form is marked by the suffix "mas".
105647.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მორფემა იაპონურ ენაში არსებული საკუთრივ თავაზიანობის მორფოლოგიური კატეგორიის ინვენტარს წარმოადგენს და არა საზიარო ელემენტს.
This means that this morpheme in Japanese is the marker of the morphological category of politeness proper rather than a element of shared use.
105648.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამ ფორმათა შერჩევა-გამოყენებას განსაზღვრავენ ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, თანამდებობა, სქესი, ნაცნობ-უცნობობა.
The choice and use of these forms are determined by such social factors as age, position, sex, acquaintance.
105649.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
აღსანიშნავია, რომ იაპონური ენა გამოირჩევა ამ ფორმათა გამოყენების მეტი სიმკაცრით.
It is notable that the Japanese language is distinguished for more rigorous use of these forms?
105650.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ასეთივე მრავალწახნაგოვანი და მორფოლოგიურად მკაფიოდ გამოხატული სისტემა ჰქონია კორეულსაც, რასაც ვერ ვიტყვით კიდევ ერთი აზიური ენის რაჯასთჰანის შესახებ.
Korean also possesses a multifaceted and morphologically clear-cut system of these forms, which cannot be said of one more Asian language, Rajasthani.
105651.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
მაგრამ ამ ენასაც გააჩნია თავაზიანობის გრამატიკული კატეგორია, რაც გამოხატულია მორფოლოგიურად (ზმნათა კაუზატიური ფუძეების გამოყენებით) და სინტაქსურად (სქესის, პირის, რიცხვის კატეგორიალურ ნიშანთა ტრანსპოზიციითა და მსაზღვრელ სიტყვათა შესაბამისი ცვლილებებით შეთანხმებისას).
However, this language too possesses the grammatical category of politeness which is expressed morphologically (by using causative stems of verbs) and syntactically (by transposing categorical markers of gender, person number and by corresponding changes in governing words at grammatical agreement).
105652.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამ ენაში თავაზიანობის გამოხატვის გრამატიკულ სისტემას თავისი „საკუთარი“ აფიქსები არ გააჩნია და სარგებლობს სხვა ინვენტარით, კერძოდ „კატეგორიალურ ნიშანთა ტრანსპოზიციით“.
In this language the grammatical system of expressing politeness does not possess its "own" affixes but uses a different "inventory", namely, "transposition of categorical markers".
105653.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
რაც შეეხება ევროპულ ენებს, აქ ცალკე უნდა ვისაუბროთ ბასკურის შესახებ.
As for European languages, the Basque language should be discussed separately.
105654.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ბასკურის ზოგიერთ დიალექტში გვაქვს ზრდილობიანი მიმართვის სხვადასხვა ფორმები.
There are various forms of polite address in some dialects of Basque.
105655.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამ ფორმებში წარმოდგენილია სუფიქსი, რომელიც ემთხვევა მეორე პირის ნაცვალსახელის ზრდილობიან ფორმას ან მომდინარეობს მისგან.
Represented in these forms is a suffix which coincides with the polite form of the pronoun of the second person or stems from it.
105656.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
იგი არ განარჩევს თანამოსაუბრის სქესს.
It does not differentiate the interlocutor's sex.
105657.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
საინტერესოა, რომ მეორე პირის ნაცვალსახელის ზრდილობიანი ვარიანტი „Zu“ ძველად მრავლობითის ფორმა იყო.
It is interesting that the polite variant of the second person pronoun "zu" was a form of the plural in old times
105658.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ასე რომ, თავაზიანობის გამოხატვისას (იმ პროცესში, როდესაც არათავაზიანი ვარიანტი უნდა შეიცვალოს თავაზიანით), ე.ი. ევფემიზაციისას, ხდება არა ერთი სიტყვის მეორე, სხვა ლექსემით ჩანაცვლება, არამედ იგივე სიტყვა იცვლის ფორმას, ამრიგად იძენს თავაზიანობის შინაარსს
Thus, in expressing politeness (when the non-polite form is replaced by the polite one), i.e. in euphemization, one word is not replaced by a different lexeme, but the same word changes its form, thus acquiring the semantics of politeness.
105659.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
ამიტომაც, აქ საქმე გვაქვს გრამატიკულ ევფემიზმთან.
Hence, we are here dealing with grammatical euphemism.
105660.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გრამატიკული ევფემიზმის გამოყოფის საკითხისათვის
რადგან ტერმინი „ევფემიზმი“ არ გულისხმობს მის მიერ აღნიშნულ ენობრივ ერთეულთა შესაბამის გრამატიკულ კატეგორიას, მაშინ მსოფლიოს ზოგიერთ ენაში დადასტურებული მორფოლოგიურად გაფორმებული თავაზიანობის კატეგორიის ფორმებს შეიძლება ეწოდოს ევფემა.
As the term euphemism does not imply a corresponding grammatical category of the language units denoted by it, morphologically marked forms of the category of politeness, evidenced in some languages of the world, may be called eupheme.