მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105721.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ფსიქოლოგიის საკვლევ საგნად მას მიაჩნია ფსიქიკა ანუ განცდა.
He considered the mind or experience the object of psychological study.
105722.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ნაშრომები გამოქვეყნებულია კრებულში „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხების“ 6 ტომში.
These studies were published in a 6 volume collection entitled: "Questions of Philosophical Anthropology".
105723.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
პედაგოგიკის კათედრის გამგემ დოც. შ. ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ, მართალია, აკად. ა. ბოჭორიშვილს არ დარჩენია წმინდა პედაგოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომები.
Assistant Professor Sh.Chkhartishvili, head of the chair of pedagogics, noted that though Acad. A. Bochorishvili did not leave behind works dealing with purely pedagogical problems.
105724.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
მის თეორიულ პედაგოგიურ შეხედულებებზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მისივე ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ნაშრომები.
His studies in philosophical anthropology give a clear idea of his theoretical views on pedagogics.
105725.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
მისი დებულებები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები.
His statements may be considered as general principles of pedagogics.
105726.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ა. ბოჭორიშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში პროფესორად, კათედრის გამგედ, პრორექტორად.
For years A. Bocliorishvili worked at the Kutaisi State Teacher Traning Institute, as professor, head of chair, and pro-rector.
105727.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
აქ მისი სალექციო-პედაგოგიური მოღვაწეობის პროცესში ბოჭორიშვილმა გამოავლინა დიდი უნარი მეცნიერების ურთულესი პრობლემების მსმენელისთვის მარტივად გასაგების ფორმით წარდგენაში.
During his work here as a lecturer and teacher Bochorishvili displayed an outstanding capacity of presenting the most involved problems to the audience in an easily understandable way.
105728.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტმა პ. სირბილაძემ თავის მოხსენებაში — „ა. ბოჭორიშვილი განწყობის ფსიქოლოგიის მკვლევარი“ — აჩვენა ბოჭორიშვილის წვლილი დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიურ თეორიაში ექსპერიმენტული და თეორიული ასპექტებით დამუშავებაში.
In his paper: "A. Bochorishvili Researcher in the Psychology of Set", P. Sirbiladze, Assistant Professor of the chair of psychology, pointed out Bochorishvili's contribution to the experimental and theoretical study of D.Uznadze's psychological theory of set.
105729.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ა. ბოჭორიშვილი იყო პირველი ექსპერიმენტატორი, რომელმაც განწყობის ცენტრალურ-პიროვნული ბუნება დაასაბუთა „სიმძიმის ილუზიის ანალოგი წესის არეში“.
A. Bochorishvili was the first experimenter to demonstrate the central personality nature of set "An analogue of the illusion of weight in the field of pressure".
105730.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
მანვე დიდი როლი ითამაშა დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის დასაბუთებასა და მისი არამართებული და ტენდენციური კრიტიკისაგან დაცვის საქმეში.
He also played a major role in validating Uznadze's psychological theory of set and defending it from unfair and tendentious criticism.
105731.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ავტორის მტკიცებით, უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ამოსავალი და ბოლო სიტყვაა:
According to Bochorishvili, the epitome of Uznadze's theory of set is this:
105732.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
განწყობა წარმოადგენს არა არაცნობიერი ფსიქიკის, არამედ „ახალ, დღემდე უცნობ სინამდვილეს“.
Set is not unconscious mind "but a hitherto unknown reality".
105733.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ა. ბოჭორიშვილი აუცილებლად მოითხოვდა განწყობის ფილოსოფიის შექმნასა და დასაბუთებას.
A.Bochorishvili considered it necessary to develop and ground a philosophy of set.
105734.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოც. გ. ბოჭორიშვილმა მოხსენებაში „ა. ბოჭორიშვილი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მკვლევარი“ ვრცლად ილაპარაკა აკად. ა. ბოჭორიშვილის წვლილზე საქართველოში აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით.
In his paper A. Bochorishvili, Researcher in Philosophical Anthropology, G. Bochorishvili, Assistant Professor of Tbilisi l. Chavchavadze Institute of Foreign Languages focused his attention of A Bochorishvili's role in the opening of the department of Philosophical anthropology at the Institute of Philosophy of the Academy of Georgia.
105735.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ადამიანის ფილოსოფიური პრობლემისადმი მიძღვნილ მრავალ სტატიასა და ფუნდამენტურ ნაშრომში „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები“ — ა. ბოჭორიშვილმა დაასაბუთა ადამიანის ფილოსოფიური შესწავლის აუცილებლობა.
In numerous papers devoted to philosophical problems and the basic study "Theoretical Principles of Philosophical Anthropology", A. Bochorishvili demonstrated the necessity of philosophical study of man.
105736.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
უნდა დადგინდეს ადამიანის არსი განსხვავებით არსებობისაგან, რომ ადამიანის წვდომის გზა ანალიზია და არა ინდუქცია, რომ ადამიანის არსი (ანუ რაობა) შეუძლებელია დაყვანილ იქნეს ცნობიერებაზე, ფსიქიკასა ან სხვა სინამდვილეზე.
The essence of man must be established in contrast to existence, that the way of human access is analysis and not induction, that the essence of man (i.e. being) cannot be reduced to consciousness, psyche or other reality.
105737.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ადამიანის არსის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ არსის ხედვის ფენომენოლოგიური მეთოდით.
The essence of man can be seen only through the phenomenological method of viewing essence.
105738.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
მომხსენებელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აკად. ა. ბოჭორიშვილის გარდაცვალების შემდეგ ნაყოფიერად იღვწის ფილოსოფიის ინსტიტუტში მის მიერ დაარსებული „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის“ განყოფილება.
The speaker pointed out also the Department of Philosophical Anthropology founded by Acad. A. Bochorishvili at the Institute of Philosophy which has continued fruitful work after the death of its founder.
105739.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
მისი მოწაფეებისა და მიმდევრების მიერ გამოცემულია „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხების“ შემდგომი სამი კრებული, მიძღვნილი ადამიანის პრობლემის სხვადასხვა ასპექტისადმი.
His pupils and followers have published three volumes on Questions of Philoisophical Anthropology devoted to various aspects of the problem of man.
105740.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, მიძღვნილი აკადემიკოს ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი
ლიტერატურის თეორიისა და ფოლკლორის კათედრის გამგემ დოც. ს. ჭეიშვილმა ისაუბრა აკად. ა. ბოჭორიშვილის ფრიად ფართო ინტერესებზე მეცნიერებაში, კერძოდ, მის გამოკვლევებზე ესთეტიკის პრობლემების ირგვლივ.
Assistant Professor S. Cheishvili, head of the chair of the theory of literature and folklore, spoke about Bochorishvili's broad interests in scholarship, particularly his studies on questions of aesthetics.