მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105781.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
იგი ცდილობდა, კონკურენტების საუკეთესო ფასებზე დაახლოებით 10%-ით უფრო დაბალი ფასები ჰქონოდა.
It tried to keep prices roughly 10% below the best prices offered by competitors.
105782.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
კლიენტები ენთუზიაზმით რეაგირებდნენ მარტივ ტარიფებზე.
Customers responded enthusiastically to the simple fares.
105783.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
ირლანდიაში და ირლანდიიდან თვითმფრინავით მგზავრთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1,85 მილიონიდან 1985 წელს, 4,2 მილიონამდე 1989 წელს.
The total number of passengers flying into and out of Ireland rose from 1.85 million in 1985 to 4.2 million in 1989.
105784.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
ირლანდიის ზღვაში ბორნების მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დაეცა.
Traffic on the Irish Sea ferries fell substantially.
105785.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
მიუხედავად იმისა, რომ „რაიანეარის“ მგზავრთა მოცულობა სწრაფად იზრდებოდა, კომპანიამ მალე დიდი ოდენობის ზარალის განცდა დაიწყო:
Though Ryanair's passenger volumes grew rapidly, the company soon began to accumulate large losses:
105786.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
6 მილიონი ირლანდიური გირვანქა 1988 წელს და 4,5 მილიონი ირლანდიური გირვანქა 1989 წელს.
£6 million in 1988 and I£4.5 million in 1989.
105787.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
საქმიანობის გაფართოებამ უკიდურესად დაძაბა კომპანიის მინიმალური მენეჯმენტის სისტემები.
Expansion strained the company's minimal management systems.
105788.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
როგორც მაიკლ ო’ლირი, „რაიანეარის“ ფინანსური დირექტორი და ტონი რაიანის ყოფილი პირადი მრჩეველი, იხსენებდა, „ჩვენ ფულზე ვერანაირ კონტროლს ვერ ვახორციელებდით“.
Michael O'Leary, Ryanair's Finance Director and formerly Tony Ryan's personal advisor, recalled that "we had no control over money at all".
105789.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
1989 წელს ირლანდიის მთავრობამ „აერ ლინგუსისა“ და „რაიანეარის“ „განცალკევების“ პოლიტიკის გატარება დაიწყო.
In 1989, the Irish Government instituted a policy of "separating" Aer Lingus and Ryanair".
105790.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
ორი ირლანდიური ავიასატრანსპორტო კომპანიიდან მხოლოდ „აერ ლინგუსს“ მიეცა უფლება, მომსახურებოდა ლონდონის ჰითროუსა და გეტუიკის აეროპორტებს, მანჩესტერსა და პარიზს.
Of the two Irish carriers, only Aer Lingus was allowed to serve London Heathrow and Gatwick, Manchester, and Paris.
105791.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
მხოლოდ „რაიანეარს“ მიეცა ნება, ეფრინა ლონდონის ლუტონისა და სტანსტედის, ლივერპულისა და მიუნხენის მიმართულებით.
Only Ryanair was permitted to fly to London Luton and Stansted, Liverpool, and Munich.
105792.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
არაირლანდიურ ავიასატრანსპორტო კომპანიებს უფლება ჰქონდათ, და ამას აკეთებდნენ კიდევაც, კონკურენცია ეწარმოებინათ ირლანდიასა და დანიშნულების ამ პუნქტებს შორის.
Non-Irish carriers could, and did, compete on routes between Ireland and these destinations.
105793.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
დაგეგმილი იყო, რომ განცალკევება სამი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
The separation was slated to last for three years.
105794.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
„აერ ლინგუსი“ ჩიოდა, რომ იგი ზოგიერთ მარშრუტს ჩამოაცილეს, ხოლო მისი მუშაკები ქვეყნის მთავრობას „ბრალს სდებდნენ იმაში, რომ იგი კერძო საწარმოებს უფრო მეტად სწყალობდა, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებს“.
Aer Lingus complained about being removed from certain routes, and its workers "accused the Government of favouring private over state enterprises.
105795.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
მარშრუტების განცალკევების მიუხედავად, „რაიანეარი“ ფულს კვლავაც კარგავდა – 1991 წლის ფულად კრიზისამდე.
Despite the route separation, Ryanair continued to lose money-up until the January, 1991, cash crunch.
105796.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
ამ დროისათვის „რაიანეარის“ ხელმძღვანელობას შემდგომი მოქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი ჰქონდა შემუშავებული.
By that time, Ryanair's leadership team had sized up several options.
105797.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
გუნდის რამდენიმე წევრს, მათ შორის ო’ლირის, მიაჩნდათ, რომ რაიანების ოჯახს ავიაკომპანია უნდა დაეხურა.
Some members of the team, including OʻLeary, recommended that the Ryan family shut down the airline.
105798.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
სხვები თვლიდნენ, რომ კომპანიას შეეძლო სიცოცხლისუნარიანი გამხდარიყო, თუკი იგი რაიმენაირად დახვეწდა თავისი საქმიანობის „რეცეპტს“.
Others believed that the company could become viable by refining its formula in some way.
105799.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
„რაიანეარს“ მგზავრები შენონიდან ირლანდიისა და ბრიტანეთის შორეულ კუთხეებამდე, და იქიდან უკანვე უნდა გადაეყვან-გადმოეყვანა.
Ryanair would ferry passengers from Shannon to outlying areas of Ireland and Britain and back.
105800.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (B)
კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი იყო, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ დამატებითი მომსახურებანი და ტარიფები იმ იმედით, რომ ამერიკული ავიასატრანსპორტო კომპანია „საუთუესტ ეარლაინზის“ წარმატების იმიტირებას შეძლებდნენ.
Another possibility was to cut frills and fares dramatically, in hope of mimicking the success of U.S. carrier Southwest Airlines.