მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105841.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
იგი მგზავრებს არ უმასპინძლდებოდა უფასო საუზმეებითა და სასმელებით, იგი მათ არა სთავაზობდა არაქისსაც კი, რომლითაც განთქმული იყო „საუთუესტი“.
It offered no free snacks and drinks, not even the peanuts for which Southwest was well known.
105842.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„საუთუესტისგან“ განსხვავებით, იგი არ იყენებდა ძვირად ღირებულ „საჰაერო ხიდებს“, რომლებიც სადგომზე დაყენებულ თვითმფრინავებსა და აეროპორტის ტერმინალებს აკავშირებდა.
Unlike Southwest, it avoided expensive "air bridges" that linked parked planes to airport terminals.
105843.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მგზავრებს აეროპორტის ბეტონის საფარის გადაკვეთა და „რაიანეარის“ თვითმფრინავებზე ლითონის ტრაპებით ასვლა უხდებოდათ.
Passengers walked across the airport tarmac and boarded Ryanair planes by climbing metal stairs.
105844.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარი“ არ ახორციელებდა თვითმფრინავით ხშირად მოგზაურთათვის განკუთვნილ პროგრამებსაც, რომლებიც „საუთუესტის“ პროგრამების შესადარი იქნებოდა.
Ryanair offered no frequent flyer program comparable to Southwest's.
105845.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ფირმამ 1992 წელს დაიწყო კვლავ მოგებაზე მუშაობა და მომგებიანი დარჩა.
The firm returned to profitability by 1992 and remained profitable.
105846.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1 ნახაზზე ნაჩვენებია ფინანსური და საოპერაციო შედეგები 1992 წლიდან 1999 წლამდე.
Exhibit 1 shows financial and operating results from 1992 to 1999.
105847.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მე-2 ნახაზზე მოყვანილია საშუალო კლიენტთან დაკავშირებული შემოსავალი და ხარჯები 1999 წლის 31 მარტს დასრულებულ ფისკალურ წელს.
Exhibit 2 lays out the revenue and costs associated with an average customer in the fiscal year ended March 31, 1999.
105848.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარი“ 1999 წელს.
Ryanair in 1999.
105849.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლის სექტემბრისთვის „რაიანეარი“ დღეში დაახლოებით 150 რეისს ასრულებდა ცამეტ დანიშნულების პუნქტამდე გაერთიანებულ სამეფოში, ოთხ დანიშნულების პუნქტამდე ირლანდიაში და თექვსმეტ დანიშნულების პუნქტამდე კონტინენტალურ ევროპაში.
By September, 1999, Ryanair operated approximately 150 flights per day to thirteen locations in the United Kingdom, four locations in Ireland, and sixteen locations in continental Europe.
105850.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მე-3 ნახაზზე მოცემულია ცალკეული მარშრუტების დეტალები.
Exhibit 3 gives details of individual routes.
105851.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თითქმის ყველა ავიარეისი იწყებოდა ან მთავრდებოდა ან ლონდონის სტანსტედის აეროპორტში, ან დუბლინის აეროპორტში.
Nearly all flights originated or terminated at either London's Stansted Airport or Dublin Airport.
105852.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მაგრამ „რაიანეარი“ არც სტანსტედსა და არც დუბლინს არ განიხილავდა „საკვანძო ცენტრად“ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ეს სიტყვა, ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა ავიასატრანსპორტო დარგში;
Ryanair did not, however, consider Stansted or Dublin a "hub" in the sense in which the word was commonly used in the airline industry;
105853.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ავიარეისების განრიგი არ იყო ისეთნაირად კოორდინირებული, რომ მგზავრებს ერთი რეისიდან მეორეზე გადასხდომა გაადვილებოდათ.
Flights were not coordinated so that passengers could make connections easily.
105854.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ნაცვლად ამისა, კომპანია მგზავრებს ისე აღიქვამდა და ეპყრობოდა, თითქოს ისინი პუნქტიდან პუნქტამდე მიფრინავდნენ.
Rather, the company treated customers as if they were flying point to point.
105855.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ტიპური რეისი დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა და დაახლოებით 500 კილომეტრს ფარავდა, რამდენადმე მეტს, ვიდრე წინა წლებში.
A typical flight lasted about an hour and covered over 500 kilometers, a figure that had increased in recent years.
105856.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კარგად ორგანიზებულ მარშრუტებზე „რაიანეარი“ დღეში რამდენიმე ავიარეისს ახორციელებდა.
On well-organized routes, Ryanair operated many flights a day.
105857.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მაგალითად, კომპანია კლიენტებს დღეში თორმეტ იქით-აქეთ ფრენას სთავაზობდა სტანსტედ-დუბლინის მარშრუტზე.
For instance, the carrier offered twelve round trips a day on the Stansted-Dublin route.
105858.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარი“ თითქმის მხოლოდ მეორად აეროდრომებს ემსახურებოდა.
Almost exclusively, Ryanair served secondary airports.
105859.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
პარიზის მარშრუტზე, მაგალითად, მისი თვითმფრინავები ეშვებოდნენ ბოვეს აეროპორტზე, ქალაქის ცენტრიდან 65 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ბრიუსელის მარშრუტზე – შარლერუაში, 55 კილომეტრის დაშორებით.
Its Paris service, for instance, landed at Beauvais Airport, 65 kilometers from the city center, and its Brussels service landed at Charleroi, 55 kilometers out.
105860.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამგვარი აეროპორტები გადატვირთული არ იყო, რაც თვითმფრინავის დასასმელად ადგილის პოვნას აიოლებდა და ზრდიდა იმის ალბათობას, რომ რეისები დროულად დაეშვებოდა და აფრინდებოდა.
Such airports were not congested, making it easy to obtain landing slots and likely that flights would land and depart on time.