მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105821.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კოლეგები მის კვალიფიკაციას უფრო დადებითად აფასებდნენ და, კერძოდ, აღნიშნავდნენ მის უნარს, სრული კონცენტრაცია მოეხდინა დასახულ მიზნებზე.
Colleagues assessed his qualifications more generously and, in particular, mentioned his ability to focus on objectives.
105822.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„მაიკლი გზის პირას დაგდებულ ოქროს ზოდს ზედაც არ შეხედავდა, თუკი იგი მას მთავარი მიზნის მიღწევაში შეუშლიდა ხელს“, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
"Michael would ignore gold on the side of the road if it distracted him from his main goal", one commented.
105823.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ო’ლირის დროს „რაიანეარმა“ მკვეთრად შეკვეცა თავისი ხარჯები.
Under O'Leary, Ryanair cut its costs radically.
105824.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ზარალის მომტანი მარშრუტები გაუქმდა და თვითმფრინავები რამდენიმე დარჩენილ მარშრუტზე გადანაწილდა.
Loss-making routes were dropped and planes redeployed on a handful of remaining routes.
105825.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანიის ადრინდელი აქცენტი კლიენტთა მომსახურებაზე შეცვალა ნაღდ ფულზე ფიქრით შეპყრობილობამ.
The company's earlier focus on customer service gave way to an obsession with cash.
105826.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ნაღდი ფულის შენარჩუნებისა და გენერირების ძალისხმევამ უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა.
Efforts to preserve and generate cash became paramount.
105827.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მგზავრთა ყავითა და მსუბუქი საუზმით მომსახურების მოვალეობისგან განთავისუფლებულმა ბორტგამცილებლებმა მეტი ყურადღების დათმობა დაუწყეს ფრენის დროს საბაჟო გადასახადით დაუბეგრავი საქონლის რეალიზაციას;
Freed of coffee and snack service, flight attendants began to emphasize in-flight duty-free sales more prominently;
105828.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
გარკვეული დროის შემდეგ საბაჟო გადასახადით დაუბეგრავი საქონელი შემოსავლისა და მოგების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.
Over time, duty-free items became an important source of revenue and margin.
105829.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
შრომითი ხელშეკრულებები ისეთნაირად გადაისინჯა, რომ ანაზღაურება შრომის ნაყოფიერების ამსახველი ყოფილიყო.
Labor contracts were renegotiated so that pay reflected productivity.
105830.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ბორტგამცილებელთა ანაზღაურება, მაგალითად, ახლა უკვე განისაზღვრებოდა ნაწილობრივ მათ მიერ ნაფრენი რეისების რაოდენობით, და ნაწილობრივ მათ მიერ საბაჟო გადასახადით დაუბეგრავი საქონლის რეალიზაციიდან გამომდინარე.
Flight attendants, for instance, began to be paid in part based the number of flights they flew and in part as a function of their duty-free sales.
105831.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
სათავო ოფისში მომსახურეთა შტატი, მაგალითად, იტყობინებოდა, რომ მათ კალმისტრები სახლიდან მოჰქონდათ, ვინაიდან ოფისში კალმისტრების დეფიციტი იყო.
Staff members at headquarters reported that they would bring pens from home because pens were in short supply at the office.
105832.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ფართობზე, რომელზეც სავარძლების ზურგზე საფერფლეები იყო ჩამონტაჟებული, სარეკლამო განცხადებები განთავსდა.
The space behind seat-back trays was leased out to advertisers.
105833.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანია სასურსათო ტალონებს აღარ ურიგებდა მოგზაურებს, რომელთა რეისებიც უამინდობის გამო ყოვნდებოდა.
The company no longer distributed meal vouchers to travelers whose flights were delayed by bad weather.
105834.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომფორტული მომსახურების გაუქმებასთან ერთად „რაიანეარმა“ მნიშვნელოვნად შეამცირა მგზავრობის საფასური.
As it eliminated amenities, Ryanair dropped its fares substantially.
105835.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მგზავრების რაოდენობამაც ზრდა იწყო.
Passenger volumes picked up.
105836.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანია მალე დაბალდანახარჯებიან და დაბალტარიფიან ავიახაზად იქცა.
The company soon became a low-cost, low-fare airline.
105837.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ბიზნესის მოდელის დეტალების დასახვეწად უფროსი მენეჯერები ეწვივნენ „საუთუესტ ეარლაინზს“, შეერთებული შტატების ყველაზე წარმატებულ დაბალდანახარჯებიან და დაბალტარიფიან ავიასატრანსპორტო კომპანიას და „საუთუესტ ეარლაინზის“ ლეგენდარულ დამაარსებელ ჰერბ კელეჰერს ესაუბრნენ.
To hone the business model, senior managers visited Southwest Airlines, the most successful low-cost, low-fare carrier in the United States, and spoke with Southwest's legendary founder Herb Kelleher.
105838.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მოგვიანებით „რაიანეარი“ აშშ-ის ფინანსურმა ანალიტიკოსებმა „ევროპის საუთუესტ ეარლაინზად“ გამოაცხადეს.
U.S. financial analysts would later proclaim Ryanair "the Southwest Airlines of Europe".
105839.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თუმცა, არასოდეს არა ყოფილა მომენტი, როდესაც ხელმძღვანელობას გადაეწყვიტოს, განზრახ მიებაძათ „საუთუესტისთვის“.
There was never a moment, however, when the management team decided to mimic Southwest intentionally.
105840.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მართლაც, ზოგიერთი რამით „რაიანეარი“ „საუთუესტზე“ უფრო მომჭირნეც კი იყო.
Indeed, in some ways Ryanair was even more frugal than Southwest.