მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105881.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
დარჩენილი ბილეთების შეკვეთა ტურისტული აგენტების მეშვეობით ხდებოდა.
Remaining tickets were booked via travel agents.
105882.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1997 წელს „რაიანეარმა“ ტურისტული აგენტების საკომისიო გასამრჯელო 9%-დან, რაც ამ დარგში მიღებული სტანდარტი იყო, 7,5%-მდე შეამცირა.
In 1997, Ryanair reduced the commission it paid travel agents from the industry-standard 9% to 7.5%.
105883.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამ დროისათვის ტურისტული აგენტების ჯგუფები „რაიანეარის“ ბოიკოტირებით იმუქრებოდნენ, მაგრამ საქმის გარჩევამ ირლანდიის უზენაეს სასამართლოში ბოიკოტი თავიდან აიცილა.
Groups of travel agents threatened to boycott Ryanair at that time, but an action in the Irish High Court prevented the boycott.
105884.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარი“ მონაწილეობდა ბილეთების წინასწარი შეკვეთის რამდენიმე მსხვილ კომპიუტერიზებულ სისტემაში, რომელთა მეშვეობითაც ტურისტული აგენტები, ჩვეულებრივ, ბილეთებს უკვეთდნენ ხოლმე.
Ryanair participated in several of the major computerized reservation systems through which travel agents commonly booked tickets.
105885.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლის ბოლოდან დაწყებული, კლიენტებს ბილეთების დაკვეთა შეეძლოთ კომპანიის ვებ-საიტის მეშვეობითაც.
Starting in late 1999, customers could also book tickets via the company's web site.
105886.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
შაბათ-კვირაობით, როდესაც მრავალი ტურისტული სააგენტო დაკეტილი იყო ხოლმე, ვებ-საიტის მეშვეობით გაყიდული ბილეთების რაოდენობა 70%-მდე იზრდებოდა.
On weekends, when many travel agencies were closed, the portion of tickets sold via the web site rose as high as 70%.
105887.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეართან“ კლიენტის ურთიერთობა ფრენის წინ რეგისტრაციითა და ბარგის დამუშავებით გრძელდებოდა.
The customer's experience with Ryanair continued with pre-flight check-in and baggage handling.
105888.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
სარეგისტრაციო განყოფილებაში კლიენტი ღებულობდა თვითმფრინავში ჩასაჯდომ ტალონს, რომელზეც დასაჯდომი ადგილი მითითებული არ იყო და თავის ბარგს არეგისტრირებდა.
At a check-in desk, the customer received a boarding pass with no seat assignment and checked his or her luggage.
105889.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარის“ სარეგისტრაციო პროცედურა ავიაკომპანიათა უმეტესობასთან შედარებით ნაკლებად კომპიუტერიზებული იყო;
Ryanair's check-in procedure was less computerized than that of most airlines;
105890.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მრავალი ავიასატრანსპორტო კომპანიისაგან განსხვავებით, „რაიანეარი“ მგზავრებს სხვა ავიაკომპანიების რეისებზე გადაჯდომისას ბარგის რეგისტრირების უფლებას არ აძლევდა.
Unlike many carriers, Ryanair did not permit passengers to check baggage through to connecting flights on other airlines.
105891.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თავის საკუთარ სააეროდრომო ოპერაციებს კომპანია მხოლოდ დუბლინის აეროპორტზე ახორციელებდა.
Only at Dublin Airport did the company perform its own ground operations.
105892.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
სხვაგან „რაიანეარი“ კერძო კომპანიებთან ან, კონტინენტალურ ევროპაში, აეროპორტების ადმინისტრაციებთან მრავალწლიან კონტრაქტებს დებდა რეგისტრაციის, ბარგის მიღება-დამუშავებისა და თვითმფრინავების მომსახურების თაობაზე.
Elsewhere, Ryanair negotiated multi-year contracts with private companies or, in continental Europe, with airport authorities for check-in, baggage handling, and aircraft servicing.
105893.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
დაწყებული 1994 წლიდან, „რაიანეარმა“ თავისი ფლოტი მთლიანად გადაიყვანა ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავებზე, მსოფლიოში თვითმფრინავის ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებულ მოდელზე.
Starting in 1994, Ryanair shifted its fleet entirely to Boeing 737 aircraft, the most widely used aircraft model in the world.
105894.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
იმის წყალობით, რომ შესყიდვა აეროსატრანსპორტო დარგში არსებული მსოფლიო მასშტაბის რეცესიის ბოლოსათვის განახორციელა, „რაიანეარმა“ თავისი ბოინგ 737-ები უაღრესად დაბალ ფასებად შეიძინა.
By buying at the end of a worldwide recession in the airline industry, Ryanair acquired its initial 737s at very low prices.
105895.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თვითმფრინავის ფასები რეცესიის ყველაზე დაბალი წერტილის დროს შეიძლება ბუმის პიკზე არსებული ფასების ნახევრამდე დაეცეს.
Aircraft prices at the trough of a recession might be as low as half the prices at the peak of a boom.
105896.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლის სექტემბერს არსებული მდგომარეობით, კომპანიის საჰაერო ფლოტში შედიოდა 1980-1983 წლებში დამზადებული ბოინგ 737-200A კლასის 21 თვითმფრინავი და ხუთი ახალთახალი ბოინგ 737-800.
As of September, 1999, the fleet consisted of 21 737-200A aircraft manufactured between 1980 and 1983 and five brand new 737-800s.
105897.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალი ბოინგ 737-800-ები პირველები იყო „ბოინგთან“ და „აერობუსთან“ წარმოებული ვრცელი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „ბოინგისგან“ ნაყიდი 25 თვითმფრინავიდან.
The new 737-800s were the first of a package of 25 aircraft purchased from Boeing, after extensive negotiations with Boeing and Airbus.
105898.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
დანარჩენი 20 ახალი თვითმფრინავი 2003 წლის იანვრისთვის უნდა ჩამოსულიყო.
The remaining 20 new planes were scheduled to arrive by January 2003.
105899.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ბოინგ 737-ის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 25 წელი იყო.
The operational life span of a 737 was typically 25 years.
105900.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარის“ ყველა თვითმფრინავის კონფიგურაცია ითვალისწინებდა დასაჯდომი ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას და მომსახურების ერთ კლასს.
All aircraft in Ryanair's fleet were configured with the maximum number of seats and one class of service.