მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105861.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალი მარშრუტის გახსნამდე „რაიანეარი“ ენერგიულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხოლმე აეროპორტის ხელმძღვანელობასთან თვითმფრინავის დაშვების დაბალი საფასურის, საპირისპირო კურსით გასაფრენად მომზადების დაბალი ხარჯებისა და სხვა სტიმულების თაობაზე.
Prior to opening a new route, Ryanair negotiated vigorously with airport authorities for low landing fees, low turnaround costs, and other incentives.
105862.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანია ხშირად რამდენიმე აეროპორტთან ერთდროულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
The company would negotiate with numerous airports at once.
105863.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მას შეეძლო დაენიშნა პრესკონფერენცია, ვთქვათ, ექვსი ახალი მარშრუტის გახსნის გამოსაცხადებლად და გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ექვსზე მეტ აეროპორტთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები.
It might schedule a press conference to announce, say, six new routes and negotiate with more than six airports until mere days before the announcement.
105864.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
იმ დროს, როდესაც სააეროპორტო გადასახადები ევროპის მთავარ აეროდრომებზე შეიძლებოდა ერთ მგზავრზე გაანგარიშებით 10 ირლანდიურ გირვანქამდე ასულიყო, „რაიანეარს“ იმ მეორადი აეროპორტებისთვის, რომელთაც იგი ემსახურებოდა, შეიძლებოდა საერთოდ არანაირი გადასახადი არ გადაეხადა.
While airport fees at major European airports could run as high as £10 per passenger, Ryanair might pay no fee whatsoever at the secondary airports it served.
105865.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
რამდენიმე აეროპორტი თავად უხდიდა ფულს „რაიანეარს“, რათა კომპანია მათ მომსახურებოდა.
Several airports essentially paid Ryanair to serve their locales.
105866.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კონტრაქტები აეროპორტებთან 5-10 წლის ვადით იდებოდა.
Contracts with airports ran for 5-10 years.
105867.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მარშრუტზე მგზავრთა საერთო რაოდენობა, ჩვეულებრივ, სწრაფად ზევით აიჭრებოდა ხოლმე „რაიანეარის“ მიერ მომსახურების დაწყების შემდეგ, რაც ანალიტიკოსებმა „რაიანეარის ეფექტად“ მონათლეს.
Total passenger traffic on a route typically skyrocketed after Ryanair initiated service, a pattern that analysts dubbed "the Ryanair effect".
105868.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ზოგიერთი მაგალითი იხ. მე-4 ნახაზზე.
See Exhibit 4 for some examples.
105869.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„ჩვენ ბაზარზე არ შევალთ, თუკი ვერ შევძლებთ უდანაკარგობის წერტილის მიღწევას სამ საათში და ბაზრის სულ მცირე 100%-ით გაზრდას“, განაცხადა ო’ლირიმ.
"We will not enter a route if we cannot break even in three hours and grow the market by at least 100%", declared OʻLeary.
105870.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
იგი ამ დროისათვის სრულუფლებიანი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო.
He by now was full CEO.
105871.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანიას გადაჰყავდა მგზავრთა დაახლოებით 50% დუბლინსა და ლონდონს შორის და დაახლოებით 50%-იანი ბაზრის წილი ჰქონდა თავის მარშრუტებზე ირლანდიასა და ბრიტანეთის სხვა ქალაქებს შორის.
The company carried about one-third of all passengers between Dublin and London and had over 50% market share on its routes between Ireland and other British cities.
105872.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კონტინენტალური ევროპისკენ მიმავალ მარშრუტებზე, მაგალითად, 1998 წელს კომპანიაზე მოდიოდა ლონდონსა და პიზას შორის მგზავრთა მთელი რაოდენობის 32% და ლონდონსა და ვენეციას შორის მგზავრთა რაოდენობის 21%.
On routes to continental Europe, the company accounted for 32% of all 1998 traffic between London and Pisa, for instance, and 21% of traffic between London and Venice.
105873.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ირლანდიიდან ან ირლანდიაში მიმავალი მგზავრები „რაიანეარის“ კლიენტთა მთელი ბაზის დიდ, მაგრამ კლებად ნაწილს შეადგენდნენ.
Passengers originating in or destined to Ireland were a large but declining portion of Ryanair's total customer base.
105874.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წელს ამ ავიასატრანსპორტო კომპანიის მგზავრთა 22% თავიანთი მგზავრობის საფასურს ირლანდიური ვალუტით იხდიდა.
In 1999, 22% of the carrier's passengers paid their fares in Irish currency.
105875.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
განსხვავებებს ავიაბილეთების ღირებულებაში შეიძლებოდა დაერწმუნებინა ზოგიერთი დასვენების მიზნით მოგზაური, უპირატესობა ერთი რომელიმე ადგილის მონახულებისთვის მიენიჭებინათ.
Differences in airfares could persuade some leisure travelers to visit one destination rather than another.
105876.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„გარკვეულწილად, ჩვენი ბიზნესი გულისხმობს ხალხის მიყვანას ისეთ ადგილებში, სადაც მათ თვითონაც არ იცოდნენ გამგზავრება რომ სურდათ“, განმარტავდა მაიკლ კოლი, მთავარი ფინანსური დირექტორი.
"To some extent, we are in the business of taking people to places they never knew they wanted to go", explained Michael Cawley, Chief Financial Officer.
105877.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კლიენტის ურთიერთობა „რაიანეართან“ მაშინ იწყებოდა, როდესაც იგი წინასწარ უკვეთდა ადგილს „რაიანეარის“ ავიარეისზე.
A customer's experience with Ryanair began when he or she made a reservation for a Ryanair flight.
105878.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კლიენტების დაახლოებით 40 პროცენტი ადგილებს რეისებზე უშუალოდ „რაიანეარს“ უკვეთდა კომპანიის დუბლინში განლაგებული სატელეფონო ცენტრის მეშვეობით.
Roughly 40% of customers booked flights directly with Ryanair via its call center in Dublin.
105879.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მოზღვავებული სატელეფონო ზარები, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სკანდინავიიდან შემოსულ ზარებთან ერთად გადაეგზავნებოდა „ტელეტექ იუ-კეის“.
Overflow from the call center and calls from France, Italy, Germany, and Scandinavia were routed to TeleTech UK.
105880.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მესამე მხარეს, რომელსაც ანაზღაურებას სატელეფონო ზარების რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ.
A third party that was paid on a per-call basis.