მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105961.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
არჩეულ იქნა მუშაკთა წარმომადგენლების კომიტეტები, რომლებსაც საზრუნავი უფროსი მენეჯერებისთვის უნდა შეეტყობინებინათ.
Employee Representation Committees were elected in order to voice concerns to top managers.
105962.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ხელმძღვანელობასა და მუშახელს შორის ურთიერთკავშირის დამყარების ძალისხმევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ შიდა საინფორმაციო ბიულეტენი და სატელევიზიო სადგური.
An internal newsletter and television station played prominent roles in the communication effort.
105963.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
საინფორმაციო ბიულეტენი ინფორმაციას იძლეოდა იმის შესახებ, რაც კომპანიაში ხდებოდა, უახლეს ცნობებს აწვდიდა მკითხველს კონკურენტთა მოქმედებების შესახებ და მუშაკებს ერთმანეთთან გახუმრების საშუალებას აძლევდა.
The newsletter provided information on what was going on in the company, offered updates on competitors' moves, and gave employees opportunities to poke fun at one another.
105964.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
სატელევიზიო სადგური ეთერში უშვებდა კომპანიის ყოველდღიური საწარმოო მაჩვენებლების ამსახველ ციფრებს და აგრეთვე ხუმრობებს.
The television station displayed daily performance figures as well as jokes.
105965.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მაგალითად, აქციების კურსს, დატვირთვის კოეფიციენტებს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, რეისებისა და დროული აფრენებისა და დაშვებების რაოდენობას.
E.g., stock price, load factors, number of passengers carried, number of flights, on-time performance.
105966.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალი ამბების ერთ-ერთი გამოშვების დროს გამოაცხადეს, რომ „მაიკლ ო’ლირი ამ კვირის ბოლოს ქორწინებისწინა კურსებს დაესწრება“ და ო’ლირის ამგვარი რჩევაც შესთავაზეს:
One news flash announced that "Michael O'Leary is attending a pre-marriage course this weekend" and offered advice to O'Leary like:
105967.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„კურსების საფასური, როგორც წესი, არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი იყოს“.
"The fee for the course is not normally open to negotiation".
105968.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მუშაკები ფირმას აღწერდნენ, როგორც „სასტიკად კონკურენტულ“ და „ხარჯების მიმართ საშინლად მგრძნობიარეს“.
Employees described the firm as "fiercely competitive" and "ferociously cost conscious".
105969.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
საკანცელარიო მოწყობილობის კარადა დუბლინში განლაგებულ მის სპარტანულ სათავო ოფისში გასაღებით იკეტებოდა და მოგზაურობისას თანამშრომლები კალმისტრებს, ჩვეულებრივ, სასტუმროების ნომრებიდან იპარავდნენ ხოლმე.
The stationery cupboard in its spartan Dublin headquarters was kept under lock and key, and when on the road, employees commonly lifted pens from hotel rooms.
105970.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანიის, რომლის თანამშრომელთა საშუალო ასაკიც 30 წელზე ნაკლები იყო, ახალგაზრდობაზე მსჯელობისას, კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა ედი უილსონმა აღნიშნა:
Reflecting on the youth of the company, in which the average age was below 30, Eddie Wilson, Director of Personnel, commented:
105971.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ჩვენ ძალზე დარწმუნებულნი ვართ საკუთარ თავში და ჩვენს თავს ზედმეტად სერიოზულადაც არ აღვიქვამთ.
We're very sure of ourselves, and we don't take ourselves too seriously.
105972.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანია ხისტი საორგანიზაციო სქემის გარეშე, საკუთარი მისიის თაობაზე განცხადების გარეშე და მინიმუმამდე დაყვანილი ფორმალური გრძელვადიანი დაგეგმვის პირობებში მუშაობდა.
The company operated without a rigid organizational chart, without a mission statement, and with a minimum of formal long-range planning.
105973.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
უმაღლეს ხელმძღვანელთა გუნდის შეკრებაზე, რომელიც ყოველ ორშაბათ დილას იმართებოდა, განისაზღვრებოდა მომავალი კვირის პრიორიტეტები.
A meeting of the top management team, held each Monday morning, identified the week's priorities.
105974.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამის შემდეგ პერსონალი და რესურსები ისე ნაწილდებოდა, როგორც ეს ფირმის ყველაზე უფრო გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად იყო საჭირო.
Personnel and resources were then deployed as needed to address the firm's most pressing issues.
105975.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
სრული მომსახურების მქონე ისეთ ავიაკომპანიებს, როგორებიც „აერ ლინგუსი“ და „ბრიტიშ ეარუეიზი“ იყო, უჭირდათ დაბალ ტარიფებში გასჯიბრებოდნენ „რაიანეარს“.
Full-service airlines such as Aer Lingus and British Airways had difficulty matching Ryanair's low fares.
105976.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლისთვის დარგის ანალიტიკოსთა უმეტესობა არც ერთ ამ ავიასატრანსპორტო კომპანიას არ მიიჩნევდა „რაიანეარის“ უმთავრეს კონკურენტად.
By 1999, neither carrier was Ryanair's primary competition in the eyes of most industry analysts.
105977.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„ბრიტიშ ეარუეიზმა“ დუბლინ-ლონდონის მარშრუტზე ფრენა 1991 წელს შეწყვიტა, მალევე მას შემდეგ, რაც „რაიანეარის“ საქმეებმა სასიკეთოდ იწყო შემობრუნება.
British Airways withdrew from the Dublin-London route in 1991, soon after Ryanair began its turnaround.
105978.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მოგვიანებით მარშრუტზე შევიდა BA-ს დამხმარე ავიახაზი „სიტი ფლაიერ ექსპრესი“, რათა მომსახურებოდა დუბლინელ მგზავრებს.
A BA feeder airline, CityFlyer Express, subsequently entered the route to serve Dublin travelers.
105979.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„აერ ლინგუსმაც“ და BA-მაც საკუთარი მომსახურების ძირითადი აქცენტი თანდათანობით მგზავრობის სრული საფასურის გადამხდელ საქმიან მოგზაურებზე გადაიტანეს.
Both Aer Lingus and BA had gradually shifted their focus toward full-fare business travelers.
105980.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1993 წელს ევროპის კავშირმა შემოიღო ავიასატრანსპორტო დარგის ლიბერალიზაციისკენ მიმართული ზომების მესამე და ბოლო პაკეტი.
In 1993, the European Union introduced a third and final package of airline liberalization measures.