მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105981.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამ პაკეტის ძალით, ავიასატრანსპორტო კომპანიებს სამგზავრო ტარიფების დაწესების სრული თავისუფლება ეძლეოდათ.
Under the package, carriers were given full freedom to set fares.
105982.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ნებისმიერ კომპანიას შეეძლო ავიახაზის დაარსება იმ პირობით, რომ იგი უპირატესად ევროპელთა მფლობელობაში იყო, ჰქონდა ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესრულების უნარი.
Any company was allowed to start an airline provided that it had majority European ownership, adequate financial backing, and the ability to meet safety requirements.
105983.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
პაკეტი უფლებას აძლევდა ნებისმიერ ევროპულ ავიაკომპანიას, ეფრინა ნებისმიერ მარშრუტზე ევროპის კავშირის ორ ქვეყანას შორის და, 1997 წლიდან დაწყებული, ნებისმიერ ქვეყნისშიდა მარშრუტზე ორ ევროპულ ქალაქს შორის.
The package permitted any European airline to fly any route between two EU countries and, starting in 1997, any intra-country route between two European cities.
105984.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
დერეგულაციამ კონკურენტთა ახალი ტალღის გამოჩენა გამოიწვია.
Deregulation brought a new wave of competitors.
105985.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1993-სა და 1998 წლებს შორის ას ოცდათერთმეტი ახალი ავიასატრანსპორტო კომპანია შემოვიდა ევროპის ბაზარზე, მიუხედავად მთავარ აეროპორტებზე დასაშვები ინტერვალების სიმცირისა და ავიასადისპეტჩერო სისტემის გადატვირთულობისა.
One hundred thirty-one new carriers entered the European market between 1993 and 1998 despite a shortage of landing slots at primary airports and a crowded air traffic control system.
105986.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ბაზარზე ახალშემოსული 131 კომპანიიდან 1998 წლის ბოლოსათვის 57 კვლავაც ახორციელებდა ფრენებს.
Of the 131 entrants, 57 were still flying at the end of 1998.
105987.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
დერეგულაციას ევროპაში არ გამოუწვევია ფასების ისეთივე მკვეთრი დაცემა, როგორიც მან შეერთებულ შტატებში გამოიწვია 1970-იანი წლების ბოლოსათვის.
Deregulation in Europe did not bring the precipitous price declines that it had in the United States in the late 1970s.
105988.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მე-7 ნახაზი გვაჩვენებს ევროპის ფარგლებში 1 000-კილომეტრიანი მოგზაურობის საფასურს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
Exhibit 7 shows the price of a 1,000-kilometer trip within Europe over time.
105989.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1996 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის მარშრუტების 64%-ს თითო ავიაკომპანია ემსახურებოდა, 30%-ს – ორი ავიაკომპანია, ხოლო 6%-ს – სამი ან მეტი ავიასატრანსპორტო კომპანია.
An October 1996 study found that 64% of intra-EU routes were served by a single airline, 30% by two airlines, and 6% by three or more carriers.
105990.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალშემოსულ საწარმოთა რიცხვში შედიოდა დაბალდანახარჯებიანი და დაბალტარიფიანი ავიასატრანსპორტო კომპანიების ჯგუფი, რომლებიც გარკვეულწილად „რაიანეარს“ ჩამოჰგავდნენ.
The wave of entrants included a set of low-cost, low-fare carriers that resembled Ryanair to some degree.
105991.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მე-8 ნახაზზე ერთმანეთთანაა შედარებული წამყვანი ევროპული დაბალდანახარჯებიანი ავიაკომპანიების მარშრუტების სტურქტურები.
Exhibit 8 compares the route structures of the leading low-cost European airlines.
105992.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მე-9 ნახაზზე ნაჩვენებია იმ ავიასატრანსპორტო კომპანიათა ფინანსური და საოპერაციო შედეგები, რომლებმაც ამგვარი მონაცემები გამოაქვეყნეს.
Exhibit 9 shows financial and operating results for the carriers that released such data.
105993.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლისთვის განრიგიანი გამარტივებული მომსახურების მქონე ავიასატრანსპორტო კომპანიები ევროპის საჰაერო მოგზაურობის ბაზრის 3%-ს შეადგენდნენ.
By 1999, scheduled no-frills carriers accounted for 3% of the European air travel market.
105994.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ბრიუსელში ბაზირებულმა „იურობელჯიან ეარლაინზმა“ ჩარტერული ავიაკომპანიის სახით მუშაობა 1992 წელს დაიწყო და მალე ამის შემდეგ განრიგიან საჰაერო მომსახურებას მოჰკიდა ხელი ესპანეთისა და იტალიის მიმართულებით.
Brussels-based Eurobelgian Airlines was launched as a charter carrier in 1992 and initiated scheduled air service to Spain and Italy soon after.
105995.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1996 წელს ახალდაარსებული ავიაკომპანია 60 მილიონ დოლარად შეისყიდა რიჩარდ ბრენსონმა, გამოჩენილმა მეწარმემ.
In 1996, the fledgling airline was purchased for $60 million by Richard Branson, the highly visible entrepreneur.
105996.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანია, რომელსაც სახელი შეეცვალა და „ვერჯინ ექსპრესი“ ეწოდა, სრულებით განცალკევებული იქნა „ვერჯინ ატლანტიკისაგან“.
Renamed Virgin Express, the company was kept wholly separate from Virgin Atlantic.
105997.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თუ „ვერჯინ ატლანტიკი“ უმთავრესად საკონტინენტთაშორისო ავიაკომპანია იყო, „ვერჯინ ექსპრესი“ პოზიციონირებული იყო, როგორც დაბალდანახარჯებიანი, შიდაევროპული მასშტაბის ავიასატრანსპორტო კომპანია.
While Virgin Atlantic was primarily an intercontinental airline, Virgin Express was positioned as a low-cost, intra-European carrier.
105998.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალი კომპანიის გასაძღოლად ბრენსონმა დაიქირავა ამერიკელ მენეჯერთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა რიცხვშიც შედიოდნენ:
To run the new carrier, Branson hired a number of managers from the United States, including:
105999.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„საუთუესტ ეარლაინზში“, „ამერიკა უესტსა“ და „კონტინენტალ ექსპრესში“ მუშაობის გამოცდილების მქონე მენეჯერები.
Managers with experience at Southwest Airlines, America West, and Continental Express.
106000.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1998 წელს „ვერჯინი“ დღეში დაახლოებით 40 რეისს ახორციელებდა ბელგიის, ბრიტანეთის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით.
In 1998, Virgin Express operated roughly 40 flights per day in Belgium, Britain, Denmark, France, Ireland, Italy, and Spain.