მოიძებნა 668044 ჩანაწერი
106081.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამასთან, იგი ამტკიცებდა, რომ BA-ს თითქოსდა განზრახული ჰქონდა, გამოეყენებინა „გოუ“ ბიზნესიდან სხვა დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების განსადევნად.
It further alleged that BA intended to use Go to put other low-fare airlines out of business.
106082.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„იზი-ჯეტი“ ენერგიულ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა „გოუს“ წინააღმდეგ.
EasyJet advertised vigorously against Go.
106083.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ერთ-ერთი სარეკლამო განცხადება ამტკიცებდა, რომ ამ წამოწყებაზე BA ფულს იზარალებდა, და ასკვნიდა:
One ad argued that BA would lose money on the venture and concluded:
106084.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„თუ ისინი ამას ფულის გულისთვის არ აკეთებენ, მაშინ ერთადერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს განზრახვა, დარგიდან გააგდონ „იზი-ჯეტის“ მსგავსი მცირე კონკურენტები, შემდეგ კი კვლავ გაზარდონ თავისი სამგზავრო ტარიფები“.
"If they're not doing it for the money, the only possible reason is to eliminate smaller competitors like easyJet and then put their fares up again!"
106085.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ახალი საპრომოუშენო კამპანიის ფარგლებში, „იზი-ჯეტი“ უფასო რეისებს სთავაზობდა იმ მგზავრებს, რომლებიც სწორად გამოიცნობდნენ, „გოუს“ დანაკარგებს პირველ წელიწადს.
In a new promotion, easyJet offered free flights to customers who correctly guessed Go's first-year losses.
106086.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ჰაჯი-იოანუმ და მისი ხელმძღვანელთა გუნდის წევრებმა „გოუს“ პირველ რეისზე ადგილები შეუკვეთეს და ამ მოვლენისათვის თავიანთ ნარინჯისფერ ჯემპრებში გამოეწყვნენ.
Haji-Ioannou and his management team booked seats on Go's first flight, donning their orange sweatshirts for the occasion.
106087.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კასანიმ პერსონალური მისალმება ჩაწერა ჰაჯი-იოანუს ბილეთში.
Cassani enclosed a personal welcome in Haji-Ioannou's ticket.
106088.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
რიჩარდ ბრენსონმა, რომლის ავიაკომპანია „ვერჯინ ატლანტიკის“ წინასწარი შეკვეთების სისტემაც „ბრიტიშ ეარუეიზს“ წარსულში კანონის დარღვევით ჰქონდა გამოყენებული, აღნიშნა:
Richard Branson, whose Virgin Atlantic airline had had its reservations system illegally tapped by British Airways in the past, commented:
106089.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
BA-ს წლების განმავლობაში უამრავი ანტიკონკურენტული რამ ჩაუდენია.
BA has done a lot of anti-competitive things over the years.
106090.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ვფიქრობ, მათ დაბალდანახარჯებიანი ავიასატრანსპორტო კომპანიების თავიდან მოცილება აქვთ განზრახული და ამის მისაღწევად „გოუს“ აფინანსებენ.
I think they are determined to get rid of low-cost carriers and subsidize Go to make it happen.
106091.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
იგი მომხმარებლებს „გოუს“ ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა.
He encouraged consumers to boycott Go.
106092.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„ვერჯინ ექსპრესმა“ ისე შეამცირა თავისი მგზავრობის საფასური ლონდონიდან მილანისა და რომის (ბრიუსელის გავლით) მიმართულებით, რომ იგი 2 ბრიტანული გირვანქა სტერლინგით დაბალი ყოფილიყო „გოუს“ საწყის სამგზავრო ტარიფებზე.
Virgin Express dropped its fares from London to Milan and Rome (via Brussels) to be UK£2 lower than Go's introductory fares.
106093.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კონკურენტები ამტკიცებდნენ, რომ თავისი საწყისი ფასებით „გოუ“ ფულის მოგებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, მაგრამ კასანიმ ამაზე უპასუხა:
Competitors claimed that Go could not possibly be making money at its initial pricing levels, but Cassani responded:
106094.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ არსებული ფასების შენარჩუნებას ვაპირებთ“.
"We have never said we plan to maintain these prices".
106095.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მეორე დღეს მას შემდეგ, რაც BA-მ გაასაჯაროვა „ოპერაცია ცისფერი ცა“, „იზი-ჯეტის“ უფროსი ხელმძღვანელობა რიჩარდ ბრენსონსა და მის ადვოკატს შეხვედრია შერწყმის განსახილველად.
A day after BA made Operation Blue Sky public, senior management from easyJet allegedly met with Richard Branson and his attorney to discuss a merger.
106096.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მაგრამ მოლაპარაკება ჩაშლილა გარიგების ღირებულებასთან და ერთობლივი ოპერაციის სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
Talks stalled, however, over the cost of the deal and the name of a joint operation.
106097.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„რაიანეარი“ გულითადად მიესალმა სტანსტედში „გოუს“ გამოჩენას, მაგრამ მას მძლავრი კონკურენცია აღუთქვა.
Ryanair largely welcomed Go to Stansted, but promised vigorous competition.
106098.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„მე ზუსტად ისევე ვერკვევი „კონკორდით“ მოგზაურობაში, როგორც ეილინგი ერკვევა დაბალდანახარჯებიანი ავიაკომპანიის მართვაში – მე კი „კონკორდში“ არასოდეს არა ვმჯდარვარ“, თქვა „რაიანეარის“ წარმომადგენელმა ო’ლირიმ.
"I know as much about travelling on Concorde as Ayling knows about running a low-cost airline and I've never been on Concorde", said Ryanair's O'Leary.
106099.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„BA-მ კვლავაც ის უნდა აკეთოს, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის – მაღალი ფასების მოთხოვნა უმაღლესი კლასის მომსახურებაში.
"BA should stick to what it does best-charging high prices for an excellent service.
106100.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
როდესაც „გოუმ“ მომსახურება დაიწყო, „რაიანეარმა“ თავის 22 მარშრუტზე შეამცირა მგზავრობის საფასური..
As Go launched its service, Ryanair dropped its fares to 22 destinations.