მოიძებნა 668044 ჩანაწერი
106101.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მიუხედავად ჰაჯი-იოანუს პროტესტისა, რომ „გოუ“ უბრალოდ „იზი-ჯეტის“ იმიტაციას წარმოადგენდა, „გოუ“ ზოგიერთი რამით მაინც განსხვავდებოდა სხვა დაბალდანახარჯებიანი ავიაკომპანიებისგან.
Despite Haji-Ioannou's potest that Go was simply a copy of easyJet, Go did differ from other low-cost airlines in certain ways.
106102.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
რეგისტრაციის გავლისას მგზავრებს განსაზღვრული დასაჯდომი ადგილები მიეთითებოდათ.
When checking in, passengers received a seat assignment.
106103.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კასანი ყოველნაირად აქებდა „გოუს“ კონკურსებში გამარჯვებულ ყავას.
CEO Cassini touted Go's award-winning coffee.
106104.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ავიაკომპანიის ამოქმედება გაერთიანებულ სამეფოში პირველად აღინიშნა დაბალდანახარჯებიანი ავიასატრანსპორტო კომპანიისადმი მიძღვნილი სრულმასშტაბიანი სატელევიზიო სარეკლამო კამპანიით.
The airline was launched with the U.K.'s first, full-scale television advertising campaign for a low-cost carrier.
106105.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
მედია-მიმომხილველები „გოუს“ თანამიმდევრულ ბრენდ-მარკეტინგულ ძალისხმევას უქებდნენ.
Media observers praised Go for its consistent branding effort.
106106.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კომპანიის მთავარი საოპერაციო დირექტორი ედ უინტერი განმარტავდა:
Chief Operating Officer Ed Winter explained:
106107.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„გოუს“ კონცეფცია ავიასატრანსპორტო ბიზნესის ფარგლებს გარედანაა მოსული...
The concept for Go came from outside the airline business....
106108.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
შედეგად მივიღეთ მუშაობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს „გოუს“, მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი ტარიფები დახვეწილ სტილთან და ხარისხთან ერთად.
The result is a way of working that allows Go to offer low fares combined with style and quality.
106109.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
გარკვეულწილად, ჩვენ ვცდილობთ იმასვე მივაღწიოთ, რაც „იკეამ“ გააკეთა ავეჯის დარგში, „გეპმა“ – თავისუფალი სტილის ტანსაცმლის დარგში, ხოლო „სუოჩმა“ – საათების დარგში“.
In a way we're trying to achieve what IKEA has done for furniture, Gap has done for casual clothing and Swatch has done for watches.
106110.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თავისი დაბალდანახარჯებიანი კონკურენტებისგან განსხვავებით, „გოუ“ თავიდანვე აღიარებდა მუშაკთა პროფესიულ კავშირებს.
Unlike its low-cost rivals, Go recognized employee unions from the outset.
106111.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება კომპანიას უფლებას აძლევდა, მუშაკებისთვის ანაზღაურება მათი შრომის ნაყოფიერების საფუძველზე გადაეხადა.
The company's collective bargaining agreement allowed it to pay employees on the basis of their productivity.
106112.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
თავისი საქმიანობის პირველ წელიწადს „გოუმ“ გამოაცხადა გადასახადების გადახდამდე განცდილი ზარალი 20 მილიონი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ოდენობით.
In its first year of operations, Go announced a pre-tax loss of UK£20 million.
106113.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„იზი-ჯეტის“ კონკურსში მონაწილენი საშუალოდ 12,5 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს ვარაუდობდნენ.
The participants in easyjet's competition had guessed UK£12.5 million on average.
106114.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამ პერიოდში მისი დატვირთვის კოეფიციენტი 53% იყო, იმაზე ნაკლები, ვიდრე მეტოქეები მოელოდნენ.
Its load factor over the period, 53%, was lower than rivals expected.
106115.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1999 წლის სექტემბერში კომპანიამ თავისი პირველი მომგებიანი კვარტალის შესახებ გამოაცხადა.
In September, 1999, the company announced its first profitable quarter.
106116.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„გოუს“ თავდაპირველი ბიზნეს-გეგმის თანახმად, 2001 წელი მისი პირველი მომგებიანი წელი უნდა ყოფილიყო.
Go's original business plan called for 2001 to be its first profitable year.
106117.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ფრანკო მანკასოლამ, ამერიკული ავიასატრანსპორტო დარგის 25 წლის ვეტერანმა, „დებონერი“ 1995 წლის ბოლოს დააარსა, რათა ევროპული ავიატრანსპორტის ლიბერალიზაციით ესარგებლა.
Franco Mancassola, a 25-year veteran of the American airline industry, founded Debonair in late 1995 to take advantage of Europe's airline liberalization.
106118.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
1996 წლის ივნისში კომპანიამ დაიწყო რეისების განხორციელება ლონდონის ლუტონიდან ბარსელონის, დიუსელდორფისა და მიუნხენის მიმართულებით.
In June, 1996, the company began to operate flights from London Luton to Barcelona, Dusseldorf, and Munich.
106119.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
ამას მალე დაემატა ლონდონიდან კოპენჰაგენისკენ, მადრიდისკენ და რომისკენ მიმავალი მარშრუტები, ისევე როგორც ბარსელონის რომთან და მიუნხენის რომთან, კოპენჰაგენთან, ბარსელონასთან და დიუსელდორფთან დამაკავშირებელი რეისები.
Routes from London to Copenhagen, Madrid, and Rome were soon added, as were flights connecting Barcelona to Rome and Munich to Rome, Copenhagen, Barcelona, and Dusseldorf.
106120.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: რაიანეარი (C)
„უფრო დაბალი ტარიფები მინიმალური შეზღუდვებითა და რაიმე კომპრომისის გარეშე კომფორტთან დაკავშირებით“.
"Lower fares with minimal restrictions and no compromise on comfort".