მოიძებნა 668044 ჩანაწერი
106461.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ბილინგვურ პარემიათა ლექსიკონის შედგენის მნიშვნელობისათვის.
On the Importance of Compilation of a Bilingual Dictionary of Paroemias.
106462.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
შედეგად, აქტუალური გახდა კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგზე საუბარი.
As a result, it has become urgent to talk about a dialogue between cultures and civilizations.
106463.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ყოველთვის, როდესაც, შედარებით კონტექსტში, მსჯელობა მიდის ამა თუ იმ ეთნოსის სოციოლინგვისტურ და ეთნოკულტურულ მოცემულობაზე, გვერდს ვერ ავუვლით ვერბალური ფოლკლორის მარაგს.
Every time when in the comparative context reasoning deals with the sociolinguistic and ethnocultural reality of one or another ethnos, the stock of verbal folklore cannot be overlooked.
106464.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ამდენად, უცხოენოვანი ანდაზის არსებითში წვდომა, არსებული კოლექტიური ცნობიერების სიღრმეებში შეღწევას გულისხმობს.
Thus, gaining insight into the essence of a foreign-language proverb, implies penetration into the depths of the existing collective consciousness.
106465.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ამავდროულად, ანდაზური ტექსტები, თავისი მრავალფეროვანი სპექტრით, ობიექტურ ჩვენებას იძლევა მოცემული ენის სპეციფიკის შესახებ.
At the same time, proverb texts, with their wide range, provide objective evidence concerning the specificity of a particular language.
106466.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
კლასიკურ არაბულსა და მის დიალექტებში ანდაზებისა და ხატოვანი თქმების სიუხვემ და სამეტყველო აქტებში ინტენსიურმა გამოყენებამ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება.
The profusion of proverbs and figurative expressions in Classical Arabic and its dialects and their intensive use in speech acts attracted attention of researchers long ago.
106467.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
შედარებით ახალი სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს, რომ არაბული სამყარო აქტიურად ისწრაფვის ხატოვანი აზროვნებისაკენ.
Relatively new statistical data also confirm the active tendency of the Arab world towards figurative thinking.
106468.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ზეპირ თუ წერილობით კომუნიკაციებში მრავლად დასტურდება ამგვარი ფიგურალური კლიშეების ინტენსიური გამოყენება.
Intensive use of similar figurative clichés is recorded abundantly in oral and written communications.
106469.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
დღეს, არაბული სამყარო, მასში მიმდინარე რადიკალური ცვლილებების ფონზე, ყურადღების ცენტრში მოექცა.
Today, the Arab World, against the background of the radical changes taking place in it, is at the center of attention.
106470.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
შესაბამისად, მოცემული ენის ცოდნის პრაქტიკულმა ასპექტებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა საერთაშორისო სარბიელზე.
Accordingly, practical aspects of the command of a given language has acquired special urgency on the international arena.
106471.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ცნობილია, რომ ამგვარი კომუნიკაციური მზა ფორმულა-კლიშეები აქტიურ ლექსიკურ მასალას იძლევა.
It is known that such readymade formula-clichés offer active lexical material.
106472.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ენის სწავლების ეს ფორმა ეფექტური, აპრობირებული მეთოდია.
This form of teaching a language is an effective, approved method.
106473.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ყოველივე ზემოთქმული არაბულ და ქართულ პარემიათა ლექსიკონის შედგენის წინაპირობად იქცა.
All the abovementioned has become a precondition for the compilation of a dictionary of Arabic and Georgian paroemias.
106474.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
მოხსენებაში მსჯელობა იქნება იმ კონსტრუქციული მეთოდების ძიებაზე, რომელიც თან ახლავს მიმდინარე სამუშაო პროცესს.
The presentation will deal with the search for constructive methods, which accompanies the current work process.
106475.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ეს ხელს შეუწყობს, მიღებულ იქნას მოცემული ბილინგვური ფონდის ერთობლივი მარაგი მათი მსგავსი თუ განსხვავებული ფუნქციებით სხვადასხვა კულტურაში.
This will facilitate the obtainment of the common stock of the given bilingual collection, with their similar or different functions in various cultures.
106476.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
იმავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც მთარგმნელობითი თვალსაზრისით აკავშირებს ქართულ და არაბულ ლიტერატურებს, მაშინ მოცემული ლექსიკონის აქტუალობა კიდევ უფრო გასაგები გახდება.
At the same time, if we consider the great traditions linking the Georgian and Arabic literatures from the translational viewpoint, the urgency of the present dictionary will become more obvious.
106477.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ცნობილია, თარგმნის პროცესში რაოდენ დიდ სირთულეებს ქმნის ღრმად მეტაფორული გამონათქვამების სწორად გაგება.
As is known, correct understanding of deeply metaphorical expressions presents great difficulties during the translation process.
106478.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
ამდენად, ლექსიკონის მნიშვნელობას ისიც მიანიშნებს, რომ მისი შედგენა დიდ სამსახურს გაუწევს არაერთი სხვა დარგის სპეციალისტს.
Thus, the importance of the dictionary is also indicated by the fact that its compilation is highly useful for specialists in a number of other fields.
106479.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
სასწავლო განმარტებითი ტერმინოლოგიური ლექსიკონი.
Explanatory Dictionary of Terms for Learners.
106480.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | II სიმპოზიუმის მასალები
მნიშვნელობა, გამოყენება, შედგენის პრინციპები.
Meaning, Usage, Principles of Composition.