მოიძებნა 668044 ჩანაწერი
117041.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ქართული ენის წინა რიგის სიბილანტებს ზანურსა (მეგრულ-ლაზურსა) და სვანურში მოეპოვება როგორც წინა რიგის (იდენტური), ისე უკანა რიგის (განსხვავებული) ეკვივალენტები.
Sibilants of the Georgian language have front (identical) as well as back (different) equivalents in Zan (Megrelian-Laz) and Svan.
117042.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
საერთო ქართველური ფუძე-ენის დონეზე ქართველოლოგიაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით აღდგენილი იყო ე. წ. შუა რიგის სიბილანტები.
According to the viewpoint widely accepted in Kartvelology, so called middle sibilants were reconstructed on the level of common-Karvelian parent language.
117043.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
შესაბამისად, ქართველურ ენათა ცნობილი ეტიმოლოგიური ლექსიკონები ამ პრინციპით იყო შედგენილი.
Accordingly, well-known etymological dictionaries of the Kartvelian languages were compiled according to this principle.
117044.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის შედგენისას აუცილებელია ამ ვითარების გათვალისწინება.
While compiling an etymological dictionary of the Kartvelian languages, this situation should be taken into account.
117045.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მიუღებელია როგორც ცალკეული სალექსიკონო სტატიის მეთაურ ფორმებში, ისე, საერთოდ, ქართველური ფუძე-ენის დონეზე დაშვებულ არქეტიპებში ე. წ. შუა რიგის სიბილანტების რეკონსტრუქცია.
The reconstruction of so called middle sibilants in the head-forms of the separate dictionary entries as well as generally, in archetypes on the level of the Kartvelian parent language, is unacceptable.
117046.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
შეპირისპირებით-მოტივაციური ლექსიკონის შედგენის საკითხისათვის.
On the Issue of the Compilation of Comparative-Motivational Dictionary.
117047.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
1. XXI საუკუნის დასაწყისს ლინგვისტიკური აზროვნება ახალი — ანთროპოცენტრული მეცნიერული პარადიგმით შეეგება, რამაც ენათმეცნიერების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები წამოჭრა.
1. Linguistic thought met XXI century with a new anthropocentric scientific paradigm, which brought about new problems for linguists.
117048.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
სწორედ ამ ასპექტში უნდა იქნეს განხილული ლინგვისტიკური კვლევის თითოეული კონკრეტული მიმართულების, მათ შორის ონომასიოლოგიის განვითარების პერსპექტივებიც.
The prospects of development of each particular direction of linguistic research, including the problem of onomasiology, must be regarded in this light.
117049.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
სიტყვა არის არა ეკვივალენტი საგნისა, არამედ საზრისია მასზე.
The word is not an equivalent of the object, but rather the conception thereof.
117050.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ვფიქრობთ, სწორედ ეს ცნობილი ჰუმბოლდტისეული თეზისი უნდა იქცეს ახალ ლინგვისტიკურ პარადიგმაში ონომასიოლოგიური პრობლემატიკის გააზრების მყარ საფუძვლად.
We believe that this famous thesis of Humboldt should become the basic principle for the proper perception of the problem of onomasiology within the new linguistic paradigm.
117051.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
2. რა განსაზღვრავს სიტყვაში გადმოცემულ ეთნიკურ საზრისს, როგორ აისახება იგი მის შიდაფორმაში, სად და როგორ ვლინდება ენათა თავისთავადობა სამყაროს ფრაგმენტთა სახელდებაში.
2. What determines the ethnic concept, expressed by a word, how it is reflected in its inner form, where and how the originality of a language is seen in the denomination of fragments of the Universe.
117052.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
რა სურათს იძლევა ამ თვალსაზრისით ტიპოლოგიური ანალიზი და ა. შ..
What a picture typological analysis produces in this respect, etc.
117053.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
3. აღნიშნული პრობლემატიკის კვლევის ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულებაა ორ- და მრავალენოვანი შეპირისპირებით-მოტივაციური ლექსიკონის შედგენა, რომლის ანალოგიც ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) ლექსიკოგრაფიაში ჯერჯერობით არ მოიპოვება.
3. One of the specific directions of the research of the mentioned scope of problems is the compilation of bi- and multilingual comparative-motivational dictionary, which is so far unparalleled in Georgian (and not only Georgian) lexicography.
117054.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ამ თვალსაზრისით უნდა ვახსენოთ, მაგალითად, რუსული ლინგვისტიკის მდიდარი გამოცდილება.
In this respect, we should mention for instance, a very rich experience of Russian linguistics.
117055.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დამოუკიდებელ დარგებად ჩამოყალიბდა როგორც მოტივოლოგია, ისე შეპირისპირებითი მოტივოლოგია და გამოიცა პირველი მოტივაციური ლექსიკონიც.
As early as in the late 1980s, motivology and comparative motivology were already established as independent branches of science and the first motivational dictionary was published.
117056.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ასე რომ, ნაშრომში არა მარტო დასმულია შეპირისპირებით-მოტივაციური ლექსიკონის შედგენის პრობლემა, არამედ მოცემულია ამ ლექსიკონის ფრაგმენტიც.
Thus, the work not only deals with the problem of compilation of comparative-motivational dictionary, but also demonstrates a fragment of the dictionary in question.
117057.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
სემათა რუსულ-ქართული კონტრასტული ლექსიკონი: პრობლემის დასმისათვის.
Russian-Georgian Semic Contrastive Dictionary - Statement of the Issue.
117058.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
გასული საუკუნის ბოლოს შეპირისპირებითი კვლევების საერთო მასივს გამოეყო კონტრასტული ლიგვისტიკა, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა მკლევართა ინტერესი ამ თემის მიმართ.
By the end of the last century contrastive linguistics was separated from the general mass of comparative studies, consequently the interest of scholars has noticeably increased towards the subject.
117059.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
კონტრასტული ლინგვისტიკის მიზანია არა ენობრივი სისტემების მსგავსებისა და განსხვავებების დადგენა, არამედ ერთი ენის ამა თუ იმ ენობრივ ერთეულსა და მეორე ენაში მის შესაძლო შესატყვისებს შორის სემანტიკურ და ფუნქციურ განსხვავებათა გამოვლენა.
The aim of the contrastive linguistics is not to establish similarities and differences in the linguistic systems, but to reveal the differences in the semantics and functions of one language unit compared to its possible counterparts in another language.
117060.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ორი სხავადასხვა ენის ლექსიკის კონტრასტული აღწერის შედეგთა ლექსიკოგრაფიული ფიქსაცია ორენოვანი კონტრასტული ლექსიკონის შედგენის შესაძლებლობას იძლევა.
Fixation in the lexicographical form of the results of the contrastive description of semantics in two different languages may help in creating a bilingual contrastive dictionary.