მოიძებნა 668044 ჩანაწერი
117121.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ქართული ინვერსიული ლექსიკონები: ტრადიციები და პერსპექტივები.
Georgian Inversive Dictionaries: Traditions and Perspectives.
117122.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ინვერსიული ლექსიკონის საჭიროებას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ამა თუ იმ ენის განვითარებული სუფიქსური სისტემა, მეორე მხრივ კი — თხზული სახელების სიუხვე.
The need of inversive dictionaries is determined by a developed suffixal system of any language, on the one hand, and by a great number of compound words, on the other.
117123.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
პირველი ინვერსიული ლექსიკონი მომზადდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის საფუძველზე და გამოიცა 1967 წ.
The first inversive dictionary was compiled on the basis of the 8-volumed Explanatory Dictionary of the Georgian Language and published in 1967.
117124.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ეს იყო პირველი ინვერსიული ლექსიკონი ყოფილ საბჭოთა კავშირშიც.
It was the first inversive dictionary in the former Soviet Union.
117125.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მან გამოავლინა ქართული ენის მდიდარი სუფიქსური შესაძლებლობები — როგორც გრამატიკული, ისე ლექსიკური (იგულისხმება დერივაციული სუფიქსები).
It revealed the richness of suffixal possibilities of the Georgian language, both grammatical, and lexical (derivational suffixes).
117126.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვერსიულ ლექსიკონს გეოგრაფიულ სახელთა კვლევისათვის.
Inversive dictionaries are of special interest in researching place-names.
117127.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ასეთი ლექსიკონი დამუშავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიაში.
This type of dictionary was prepared in the Toponymic Laboratory of Tbilisi State University.
117128.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მასობრივად განმეორებადი ელემენტები დატანილია საქართველოს კონტურულ რუკებზე, რამაც შესაძლებელი გახადა, შედგენილიყო ამ ელემენტების სტრატიგრაფიული სურათი.
The regularly repeated elements have been charted on the contour map of Georgia, allowing to obtain the scheme of stratification of these elements.
117129.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
კარტოგრაფიული მეთოდიკის გამოყენება ლექსიკოგრაფიაში წარმატებით დაინერგა და შეიქმნა მთელი სერია რეგიონული მიკროტოპონიმიის ინვერსიული ლექსიკონებისა, რომლებმაც ამ რეგიონების მიკროტოპონიმთა სხვადასხვა პლასტები გამოავლინა.
The cartographic method in lexicography was successfully implemented and a series of inversive dictionaries of regional microtoponymy were compiled, revealing different layers of microtoponyms of these regions.
117130.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ინვერსიული ლექსიკონების შედგენა პერსპექტიულია სხვა ონომასტიკური დარგებისთვისაც, მეტადრე, ანთროპონიმიკაში.
Compilation of inversive dictionaries seems to be prospective for other onomastic fields too, especially for anthroponymics.
117131.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ქართულ ფილოსოფიურ ლექსიკონთა ტერმინოლოგიური გაფორმების საკითხისათვის.
Towards Presentation of Terminology in Georgian Philosophic Dictionaries.
117132.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
წარმოდგენილ მოხსენებაში გაანალიზებულია ქართულ ლექსიკონებში გამოყენებული მრავალრიცხოვანი ფილოსოფიური ტერმინოლოგია.
The present report analyses ample amount of philosophic terms used in Georgian philosophical dictionaries.
117133.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შემუშავება ოდითგანვე ერწყმოდა ქართული ფილოსოფიური სკოლების აკადემიურ მოღვაწეობას, ქართველ მეცნიერთა ავტორობით შექმნილი ფილოსოფიური ლექსიკონი ჯერ კიდევ არა გვაქვს.
Despite the fact that philosophical terminology was always being created simultaneously with the academic activities of Georgian schools of philosophy, we still do not have at our disposal any Georgian philosophical dictionary compiled by Georgian scientists.
117134.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ქართულ ენაზე აქამდე შესრულებული ყველა ფილოსოფიური ლექსიკონი მხოლოდ უცხო ენებიდან თარგმნილ ზუსტ ქართულ ასლს წარმოადგენს (მთარგმნელთა მხრიდან ყოველგვარი დამატებების, ჩასწორებებისა და შენიშვნების დართვის გარეშე).
All philosophical dictionaries in Georgian language published so far are exact Georgian translations of their foreign prototypes (without any additions, corrections and supplementary remarks made by translators).
117135.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
აქედან გამომდინარე, მომხსენებლის მსჯელობის საგანია მხოლოდ იმ ფილოსოფიურ ლექსიკონთა ტერმინოლოგიური გაფორმების საკითხები, რომლებიც თუმცა ქართულ ენაზეა დაწერილი, მაგრამ მაინც არ არის აბსოლუტურად „ქართული“.
Consequently, the presenter can only discuss the terminological decoration of those philosophical dictionaries which despite the fact of being written in Georgian, cannot be regarded as absolutely "Georgian".
117136.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
შეძლებისდაგვარად, მოხსენებაში ახსნილია ის ობიექტური მოტივები, რის გამოც ისინი უპირატესობას ანიჭებენ ამა თუ იმ ქართულ შესატყვისს, ლათინური ტერმინოლოგიის სტრუქტურისა და სემანტიკის გათვალისწინებით.
As far as possible, the report explains the objective motives which made them give preference to each specific Georgian equivalent, taking into consideration the structure and semantics of Latin terminology.
117137.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ავტორი დაასკვნის, რომ მოხსენებაში გამოთქმული მოსაზრებები პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც ფილოსოფიის სპეციალისტებს, ისე, საერთოდ, ფილოსოფიური ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს ქართულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში შექმნილ მრავალფეროვნებაში გასარკვევად.
The author concludes that the ideas represented in the report will provide practical assistance in respect of understanding the causes of variety of Georgian philosophical terms both to the scholars in philosophy and to the wide range of readers interested in philosophical literature in general.
117138.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მოხსენების მეთოდოლოგიური საფუძველია ფილოსოფიურ სამყაროში სახელმძღვანელოდ აღიარებული უცხოენოვანი ლექსიკონები, მათი ქართული თარგმანები, თეორიული ხასიათის ტერმინოლოგიური ნაშრომები, შრომები, რომლებიც სიტყვაწარმოების საკითხებს ეხება.
Methodologically, the report is based on foreign dictionaries recognized as manuals by the world's philosophical community, and their Georgian translations, terminological works of theoretical nature and works concerning the issues of word formation.
117139.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
სინონიმები თეოფანე კესარია კაპადუკიელის „თქუმულის“ ეფთვიმესეულ თარგმანში.
Synonyms in Euthymius' Translation of "Utterance" of Theophanus of Caesarea of Cappadocia.
117140.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
„თქუმული“ წმიდისა მამისა ჩუენისა მთავარეპისკოპოსისა თეოფანე კესარია კაპადუკიელისაი ეფთვიმეს თარგმანთა შორის ერთ–ერთი გამორჩეული თხზულებაა;
"Utterance" of Theophanus of Caesarea of Cappadocia is one of the distinguished writing in Euthymius' translations;