მოიძებნა 668044 ჩანაწერი
117401.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
თურქული ლექსიკა ჟორჟ დუმეზილის ლაზურ ზღაპრებში.
Turkish Lexis in Georges Dumézil's Laz Fairytales.
117402.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ჟორჟ დუმეზილის წვლილი ძალზე დიდია ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში.
Georges Dumézil has played a major role in the development of the science of Kartvelology.
117403.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მისი ლაზური ტექსტები ახლა უკვე ყველასათვის მისაწვდომი გახდა.
His Laz texts have now become available to everybody.
117404.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ტექსტები 1930–1931 წელს იქნა ჩაწერილი.
Texts are recorded in the period from 1930 to 1931.
117405.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
კილო არქაბულია, რადგანაც რესპონდენტი არქაბულ კილოკავზე საუბრობდა.
The dialect of the texts is Arkabuli, as the respondent spoke the Arkabuli dialect.
117406.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ხოფურსა და ვიწურში უფრო მეტია თურქული ელემენტები, ვიდრე არქაბულ დიალექტში.
There are more Turkish elements in Xopuri and Vitzuri dialects, than they are in Arkabuli.
117407.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
სამწუხაროდ, გვხვდება ისეთი ლექსიკური ერთეულებიც, რომელთაც პარალელური ლაზური ფორმა აღარ დაეძებნებათ.
Unfortunately, there are also lexical units which no longer have parallel Laz forms.
117408.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ანდაზის „ადეკვატური თარგმანის“ თავისებურებათა შესახებ (არაბული და ქართული მასალის ანალიზზე დაყრდნობით).
On the Peculiarities of "Adequate Translation" of Proverbs (On the Basis of the Analysis of Arabic and Georgian Material).
117409.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ცნობილია, რომ ანდაზა ფენომენოლოგიური რეალობის კუთვნილებაა.
As is known, proverbs belong to phenomenological reality.
117410.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ანდაზის საშუალებით მოცემული ეთნოსი „ფიგურალურად აფიქსირებს ცხოვრებისეულ კანონზომიერებებს“.
By means of proverbs, the given ethnos "records figuratively the regularities of life".
117411.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ის ადამიანის „მეტაფორული აზროვნების“ უნარის უმაღლესი გამოხატულებაა.
They are the highest expression of man's ability of "metaphorical thinking".
117412.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ანდაზაში ჩადებული ცოდნა მოცემული ეთნოსის რაციონალურის, მისი ეთნოფსიქიკური სურათის ირაციონალური სახით არსებული რესურსია.
The knowledge embedded in proverbs is the resource of the Rational of the given ethnos, its ethno-psychic picture, existing in the irrational form.
117413.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
დღეს, ახალი ეპოქალური გამოწვევების ფეხდაფეხ (მძლავრი კულტურული ექსპანსიის პირობებში), პარემიოლოგია გლობალურ ჭრილში სვამს საკითხს საანდაზო ენის ფუნქციის შესახებ ტრადიციულ და თანამედროვე კულტურაში.
At present, in accordance with the challenges of the new period (under the conditions of powerful cultural expansion), paremiology poses on the global level the question of the function of the proverbial language in traditional and modern cultures.
117414.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
მეცნიერებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ განსხვავებულ კულტურათა მონაცემების შეპირისპირებითი კვლევა, რათა მიღებულ იქნეს საერთაშორისო ანდაზების ერთობლივი მარაგი მათი მრავალფეროვანი ფუნქციებით სხვადასხვა კულტურაში.
Scholars attach great importance to the comparative study of the evidence of different cultures, in order to obtain a united stock of international proverbs with their varied functions in different cultures.
117415.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
თანადროული მოთხოვნების შესაბამისად, ლოგიკურია, იცვლება მიდგომებიც.
It is only logical that approaches also undergo changes according to the modern requirements.
117416.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
როგორც ჩანს, ეს პროცესი მეტად დაკვირვებულ და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს.
Obviously, the attitude to this process should be very cautious and careful.
117417.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ნებისმიერი უცხოელი, რაც არ უნდა კარგად იცნობდეს ამა თუ იმ ენასა და ხალხს, ანდაზების შეცნობისას მიუკერძოებელი ვერ იქნება, რადგან მას გარკვეულწილად „ხელს შეუშლის“ საკუთარი ერის პარემიათა „გენეტიკური ცოდნა“.
It should be taken into account that "any foreigner, no matter how well he knows one or another language and people, cannot be impartial at the time of understanding proverbs, as the "genetic knowledge" of the paremies of his own language will "hamper" him to a certain extent".
117418.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
არაბული და ქართული ანდაზების შედარებამ გვიჩვენა, რომ ენათშორისი ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა იმაზე დიდი ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ფიქსირებული პარემიული ტექსტების დედნიდან სიტყვასიტყვით თარგმნა და ამ ფონზე პარალელების დაძებნის მცდელობა იძლევა.
The comparison of Arabic and Georgian proverbs has shown that in order to obtain accurate inter-lingual evidence, it is necessary to get more extensive information than that offered by "literal" translation of the original of paremnic texts and by an attempt to search for parallels against this background.
117419.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ანდაზების ლექსიკონების გაცნობამაც დაგვარწმუნა, რომ პარალელებად გაგებული ერთეულები, რიგ შემთხვევებში, ზუსტი ანალოგები არ არის.
Familiarization with dictionaries of proverbs has also demonstrated that in a number of cases units understood as parallels are not exact.
117420.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში | I სიმპოზიუმის მასალები
ამავდროულად, უცხოენოვანი მასალის განხილვა და შედარება უნდა მოხდეს ადეკვატურ „სიტუაციურ ნიშაში“ გააზრების საფუძველზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული ცდომილებანი.
At the same time, the consideration and comparison of foreign-language material should occur on the basis of the interpretation in the adequate "situational niche", in order to avoid certain errors.