მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120961.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზრის დინების დარღვევისას იცვლება აზრების რაოდენობა და სისწრაფე.
In disturbances of the stream of thought, the amount and speed of thinking are changed.
120962.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზრების გაღარიბების დროს პაციენტის გონებაში ჩნდება რამდენიმე აზრი, რომლებიც ერთფეროვანია და ნელა მიედინება.
In poverty of thought, the patient has few thoughts, and these lack variety and richness and seem to move slowly through the mind.
120963.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზრების მოჭარბება თავს იჩენს მანიის დროს, აზრების სიმწირე კი - დეპრესიული აშლილობისას.
Pressure of thought occurs in mania; poverty of thought occurs in depressive disorders.
120964.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ორივე მათგანი შეიძლება დაფიქსირდეს შიზოფრენიის დროს.
Either may be experienced in schizophrenia.
120965.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზრების ბლოკირება.
Thought block.
120966.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ აზრის ნაკადი შეიძლება უეცრად შეწყდეს.
Sometimes the stream of thought is interrupted suddenly.
120967.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პაციენტი გრძნობს, რომ გონება უბნელდება, ხოლო დამკვირვებელი პაციენტის მეტყველებაში უეცარ წყვეტას აფიქსირებს.
The patient feels that his mind has gone blank, and an observer notices a sudden interruption in the patient's speech.
120968.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ ტიპის ფენომენის სუსტი გამოხატულება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით დაღლილობის, შფოთვის ან დაბნეულობის დროს.
In a minor degree this experience is common, particularly when a person is tired, anxious, or distracted.
120969.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზრების ბლოკირებისას მომხდარ წყვეტას უეცარი, თვალში საცემი და განმეორებადი ხასიათი აქვს.
In thought blocking, the interruptions are sudden, striking, and repeated.
120970.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ის პაციენტის მიერ განიცდება, როგორც გონების უცაბედი და სრული დაცარიელება.
They are experienced by the patient as an abrupt and complete emptying of his mind.
120971.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზროვნების ბლოკირება მნიშვნელოვანი სიმპტომია, რადგან ის შიზოფრენიაზე მიუთითებს.
Thought blocking is an important symptom, as it strongly suggests schizophrenia.
120972.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
დიაგნოსტიკური კავშირი შიზოფრენიასთან უფრო მყარია მაშინ, როდესაც პაციენტი ამგვარ განცდებს უჩვეულო ახსნას უძებნის (მაგ., როდესაც ამბობს, რომ მისი აზრები მეორე ადამიანმა წაიღო).
The diagnostic association with schizophrenia is stronger when the patient interprets the experience in an unusual way- for example, when he says that another person has removed his thoughts.
120973.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასოციაციური პროცესის დარღვევები.
Disorders of the form of thought.
120974.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ფორმის მიხედვით ასოციაციური პროცესის ფორმის დარღვევის დადგენა ჩვეულებრივ მეტყველებისა და წერის მაჩვენებლების მიხედვით ხდება, თუმცა ზოგჯერ ის პაციენტის ქცევაშიც აშკარად ვლინდება.
Disorder of the form of thought is usually recognized from speech and writing, but is sometimes evident from the patient's behaviour.
120975.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., პაციენტს შეიძლება არ შეეძლოს დოკუმენტების დალაგება შესატყვის კატეგორიათა დასახელებების მიხედვით.
for example, the patient may be unable to file papers under appropriate category headings.
120976.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აზროვნების ფორმის დარღვევა რამდენიმე სახისაა.
Disorders of the form of thought can be divided into several kinds, as described below.
120977.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
თითოეული მათგანი გარკვეული ტიპის ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება, მაგრამ ცალკე აღებული არც ერთი არ არის საკმარისი დიაგნოზის დასასმელად.
Each kind has associations with a particular mental disorder, but none of the associations is strong enough to be diagnostic.
120978.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პერსევერაცია.
Perseveration.
120979.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პერსევერაცია არის ერთი და იმავე აზრის მუდმივად და უადგილოდ გამეორება.
Perseveration is the persistent and inappropriate repetition of the same thoughts.
120980.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ დარღვევის დადგენა პიროვნების მეტყველებისა და ქმედებების შესწავლით ხდება.
The disorder is detected by examining the person's words or actions.