მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121021.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• კატატონია - მდგომარეობა, რომლის დროსაც მომატებულია კუნთების ტონუსი, რაც გავლენას ახდენს გაშლასა და მოხრაზე და წყდება მიზანმიმართული მოძრაობის შედეგად.
● Catatonia is a state of increased muscle tone that affects extension and flexion and is abolished by voluntary movement.
121022.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• კატალეფსია (ცვილისებრი მოქნილობა) - ტერმინი, რომელიც კატატონიის ტონუსს აღწერს.
● Catalepsy (waxy flexibility) is a term used to describe the tonus in catatonia.
121023.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასევე, ამ ანომალიის მქონე პაციენტებს ზოგჯერ თავი ბალიშის ოდნავ ზემოთ უჭირავთ („ფსიქოლოგიური ბალიში“), რაც ძალზე მოუხერხებელი პოზაა ჯანმრთელი ადამიანისთვის.
Patients with this abnormality sometimes maintain the head a little way above the pillow in a position that a healthy person could not maintain without extreme discomfort (psychological pillow).
121024.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
კატალეფსია არ უნდა აგვერიოს კატაპლექსიაში.
Catalepsy should not be confused with cataplexy.
121025.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• პოზირება - უჩვეულო პოზის შენარჩუნება დიდი ხნის მანძილზე.
● Posturing is the adoption of unusual bodily postures continuously for a long time.
121026.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პოზას შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს (მაგ., გაშლილი ხელებით დგომა ჯვარცმის პოზაში), ზოგჯერ კი მას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია (მაგ., ცალ ფეხზე დგომა).
The posture may appear to have a symbolic meaning (e.g. standing with both arms outstretched as if being crucified), or may have no apparent significance (for example, standing on one leg).
121027.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• მანჭვა - ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ყოველდღიურ მეტყველებაში.
● Grimacing has the same meaning as in everyday speech.
121028.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• ექოპრაქსია - პაციენტის მიერ ინტერვიუერის მოძრაობების ავტომატური გამეორება.
● Echopraxia occurs when the patient imitates the interviewer's movement automatically.
121029.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• Mitgehen (რაიმეს ან ვინმეს მიყოლა) - აგრეთვე, მიუთითებს უკიდურეს მორჩილებაზე.
● Mitgehen (going along with) describes another kind of excessive compliance.
121030.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• ამბიტენდენცია - პაციენტი მონაცვლეობით აკეთებს ერთმანეთის საპირისპირო მოძრაობებს (მაგ., მისასალმებლად ხელს ხან წინ წევს ხან უკან მიაქვს), რომლებსაც თან რამოდენიმეჯერ იმეორებს.
● Ambitendence - Patients are said to exhibit ambitendence when they alternate between opposite movements - for example, putting out the arm to shake hands, then withdrawing it, extending it again, and so on repeatedly.
121031.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სხეულის ხატის დარღვევები.
Disturbances of the body image.
121032.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სხეულის ხატისთვის დამახასიათებელი ანომალიები თავს იჩენს ნევროლოგიური დარღვევებისას.
Specific abnormalities of the body image arise in neurological disorders.
121033.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ჰემისომატოგნოზია (პიროვნება მცდარად განიცდის, რომ კიდური არ აქვს) და ანოზოგნოზია.
Hemiasomatognosia (in which the person feels, incorrectly, that a limb is missing), and anosognosia.
121034.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს ანომალიები სხვადასხვა ნევროლოგიურ სახელმძღვანელოშია აღწერილი.
These abnormalities are described in textbooks of neurology.
121035.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სხეულის ზომისა და ფორმის დამახინჯებულ აღქმას ხანდახან ჯანმრთელ ადამიანებთანაც ვხვდებით დაღლილობის ან ჩაძინების დროს.
Distorted awareness of size and shape of the body occurs occasionally in healthy people when they are tired or falling asleep.
121036.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
განცდა, როდესაც პაციენტს ეჩვენება, რომ მისი კიდური დიდდება, პატარავდება ან სხვა სახის დეფორმაციას განიცდის, ფიქსირდება შაკიკისა და ეპილეფსიური გულყრის წინმსწრები აურის შემთხვევაში, და, ასევე, LSD-ს მიღების შემდეგ.
The experience, which includes feelings that a limb is enlarging, becoming smaller, or otherwise being distorted, also occurs in migraine, as part of the aura of epilepsy, and after taking LSD.
121037.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პიროვნება აცნობიერებს, რომ მისი განცდა არარეალურია.
The person is aware that the experience is unreal.
121038.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სხეულის ნაწილების ზომისა და ფორმის შეცვლა აღენიშნება შიზოფრენიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს.
Changes in the shape and size of body parts are described by some schizophrenic patients.
121039.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სხეულის ხატის დარღვევა ნერვული ანორექსიისთვის არის დამახასიათებელი.
Distortion of the body image occurs in anorexia nervosa.
121040.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პაციენტი ამტკიცებს, რომ მსუქანია, მაშინ როდესაც სინამდვილეში ძალიან გამხდარია და ზოგჯერ გამოფიტვამდეა მისული.
The patient is convinced that they are fat when in fact they are underweight, sometimes to the point of emaciation.