მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121001.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
დეპერსონალიზაცია წარმოადგენს „მე“-ს ცნობიერების შეცვლას, რომლის დროსაც პიროვნების მიერ საკუთარი პერსონა განიცდება, როგორც არარეალური, მოწყვეტილი საკუთარ გამოცდილებას.
Depersonalization is a change of self-awareness such that the person feels unreal, detached from his own experience, and unable to feel emotion.
121002.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობიექტები არარეალურად გამოიყურება, ხოლო ადამიანები - როგორც უსიცოცხლო, ორგანზომილებიანი ფიგურები.
Objects appear unreal and people appear as lifeless two-dimensional "cardboard" figures.
121003.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ამ ძირითად მახასიათებლებს ხშირად თან სდევს სხვა ავადმყოფური განცდები: ცვლილებები დროის აღქმაში, სხეულის ხატთან დაკავშირებული ცვლილებები.
These central features are often accompanied by other morbid experiences, including changes in the experience of time, changes in the body image.
121004.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
განცდა, რომ კიდურები გაიზარდა ან დაპატარავდა ან განსხვავებული ფორმა მიიღო.
A feeling that a limb has altered in size or shape.
121005.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
რადგანაც პაციენტებს უჭირთ დეპერსონალიზაციასა და დერეალიზაციასთან დაკავშირებული განცდების აღწერა, ისინი ხშირად მიმართავენ მეტაფორას, რის გამოც შეიძლება დეპერსონალიზაცია და ბოდვითი იდეები ერთმანეთში აგვერიოს.
Because patients find it difficult to describe the feelings of depersonalization and derealization, they often resort to metaphor, and this can lead to confusion between depersonalization and delusional ideas.
121006.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., პაციენტმა შეიძლება თქვას: „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ტვინის ნაწილი არ მუშაობს“ ან „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ადამიანები, რომლებსაც ვხედავ, უსიცოცხლო ქმნილებები არიან“.
For example, a patient may say that he feels "as if part of my brain had stopped working", or "as if the people I meet are lifeless creatures'.
121007.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
„თითქოს“ განცდა სასარგებლო დისკრიმინატორს წარმოადგენს.
The "as if" quality is a useful discriminator.
121008.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია ჯანმრთელ ადამიანებთანაც შეინიშნება.
Depersonalization and derealization are also experienced by healthy people.
121009.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აგრეთვე, მისი სიმპტომები ფიქსირდება უძილობისა და სენსორული დეპრივაციის დროს და, ასევე, ჰალუცინოგენური ნარკოტიკების მიღებისას.
The symptoms have been reported after sleep deprivation and sensory deprivation, and as an effect of hallucinogenic drugs.
121010.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია აღინიშნება გენერალიზებული და ფობიკურ-შფოთვითი აშლილობების, დეპრესიული აშლილობების, შიზოფრენიისა და შუბლის წილის ეპილეფსიის დროს.
Depersonalization and derealization occur in anxiety disorders, post-traumatic stress disorder, depressive disorders, schizophrenia, and temporal lobe epilepsy.
121011.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
არსებობს, აგრეთვე, იშვიათად გამოყენებადი დიაგნოსტიკური კატეგორია - დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციის სინდრომი.
There is also a rarely used diagnostic category of depersonalization–derealization syndrome.
121012.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მოტორული სიმპტომები და ნიშნები.
Motor symptoms and signs.
121013.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სოციალურ ქცევასთან, მიმიკასა და პოზასთან დაკავშირებულ ანომალიებს ხშირად ვხვდებით ნებისმიერი სახის ფსიქიკური აშლილობების დროს.
Abnormalities of social behaviour, facial expression, and posture occur frequently in mental disorders of all kinds.
121014.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მოტორული სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მედიკამენტური მკურნალობის გვერდით მოვლენასაც წარმოადგენდეს.
Motor symptoms and signs can also be side effects of medication.
121015.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ისინი განხილულია მესამე თავში, სადაც პაციენტის გამოკვლევაა აღწერილი.
They are considered in Chapter 3, where the examination of the patient is described.
121016.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
შენელებული მოტორიკა და აგზნებული მდგომარეობა, რომლებიც დეპრესიული აშლილობის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, მეთერთმეტე თავშია განხილული.
Motor slowing and agitation, which are important features of depressive disorder, are discussed in Chapter 11.
121017.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• ტიკები - უსისტემო განმეორებადი მოძრაობები, რომლებიც კუნთების გარკვეულ ჯგუფს ჩაირთავს.
● Tics are irregular repeated movements involving a group of muscles.
121018.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., თავის გვერდული მოძრაობები ან ერთ-ერთი მხრის აჩეჩვა.
for example, sideways movement of the head or the raising of one shoulder.
121019.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• მანერიზმი - განმეორებადი მოძრაობები, რომელთაც გარეგნულად ფუნქციური მნიშვნელობა გააჩნიათ (მაგ., მისალმება).
● Mannerisms are repeated movements that appear to have some functional significance - for example, saluting.
121020.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• სტერეოტიპული მოძრაობები - განმეორებადი მოძრაობები, რომელთაც, ტიკისგან განსხვავებით, რეგულარული ხასიათი აქვთ, ხოლო მანერიზმისაგან განსხვავებით, გარეგნულად ფუნქციური მნიშვნელობა არ გააჩნია (მაგ., წინ და უკან რწევა.).
● Stereotypies are repeated movements that are regular (unlike tics) and without obvious significance (unlike mannerisms) - for example, rocking to and fro.