მოიძებნა 668044 ჩანაწერი
122001.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
რუსეთმა ახლახან გადაკვეთა წითელი ხაზი და ძალადობით მოახდინა უცხო ტერიტორიის ანექსია.
Russia has recently crossed the red line and forcibly annexed foreign territory.
122002.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ჩრდილოეთ კორეა და აშშ დიდი ხანია ბირთვული ომით ემუქრებიან ერთმანეთს.
North Korea and the United States have long been exchanging martial threats of nuclear war.
122003.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
სტატიის წერის დროს, თურქეთმა დიდი სამხედრო ინტერვენცია მოახდინა სირიაში ყოველგვარი კონცესიის გარეშე, რომ ძალის გამოყენების აკრძალვას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.
At the time of writing, Turkey has started a major military invasion in Syria without any concession to the idea that the prohibition of the use of force mattered a great deal.
122004.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ
ამ ვითარებაში, აგრესიის დანაშაულზე ICC-ის იურისდიქციის ამოქმედებით კაცობრიობას დროული შეტყობინება გაეგზავნა.
At such a juncture, the signal that has been sent to the conscience of mankind by activating the ICC's jurisdiction over the crime of aggression is timely.
122005.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ტრადიციული შეხედულების საპირისპიროდ, კონსტიტუციები იშვიათად იქმნება მშვიდ, განსჯისათვის ხელსაყრელ მომენტებში.
Contrary to a traditional view, constitutions are rarely written in calm and reflective moments.
122006.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
სწორედ იმიტომ, რომ ისინი, ძირითადად, საზოგადოებრივი მღელვარების პერიოდში იწერება, დამფუძნებელი მომენტები ძლიერი ემოციების, და, ხშირად, - ძალადობის პროვოცირებას იწვევს.
Rather, because they tend to be written in period of social unrest, constituent moments induce strong emotions and, frequently, violence.
122007.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ორი ასეთი შემთხვევა, - 1787 წლის ფედერალური კონვენტი და საფრანგეთის 1789-1791 წლების დამფუძნებელი კრება.
The paper examines two such cases: the Federal Convention of 1787 and the French Assembleé Constituante of 1789–1791.
122008.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ესენი მოიცავდნენ როგორც სახელმწიფოს, ისე სახალხო ძალადობას.
These involved state violence as well as popular violence.
122009.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
აშშ-ში, უთანასწორო პოლიტიკური წარმომადგენლობის გამოცდილება ხსნის კონვენტის შეკრებამდე არსებულ ძალადობრივ მოვლენებსაც, და მის შედეგებსაც.
In the USA, the unequal political representation of the backcountry explains both the violent events leading to the Convention and its outcome.
122010.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
საფრანგეთში მეფის მინისტრ ნეკერის დათხოვნით აიხსნება ამ მოვლენის თანმდევი ძალადობა ქალაქებსა და სოფლებში, ისევე, როგორც ფეოდალიზმის საბოლოო გაუქმება და მონარქიის დამხობა.
In France, the dismissal of the King's Minister Necker explains the subsequent urban and rural violence, and ultimately the abolition of feudalism and the fall of the monarchy.
122011.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„ანარქია შიშის მომგვრელი, მაგრამ საჭირო გზაა, - ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც საგანთა ახალი წესრიგი შეიძლება დამყარდეს“.
"Anarchy is a frightening but necessary passage, and the only moment when one can establish a new order of things".
122012.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„ერთგვაროვანი ზომები სიმშვიდის დროს არ მიიღება“.
"It is not in calm times that one can adopt uniform measures".
122013.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
წინამდებარე ესე მაკრო-ისტორიული სოციოლოგიის დარგს განეკუთვნება.
This is an essay in macro-historical sociology.
122014.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მე ისტორიკოსი არ ვარ, თუმცა გაცნობილვარ ისტორიკოსების ნაშრომებსა და მათ ზოგიერთ პირველწყაროს.
I am not an historian, but I read historians and some of their primary sources.
122015.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
იმაზე დაყრდნობით, რაც წამიკითხავს მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკასა და საფრანგეთში კონსტიტუციის შექმნის პროცესზე, შევეცდები, გამოვყო რამდენიმე იდეა, რომლებიც შესაძლოა განზოგადდეს.
On the basis of my readings about the American and French constitution-making processes in the late eighteenth century, I shall try to distill some ideas that may have general application.
122016.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
კერძოდ, განვიხილავ ძალადობის როლს ორი კონსტიტუციის შექმნის პროცესში: რეალურ ძალადობას, ძალადობის მუქარას, ძალადობის შესახებ გაფრთხილებას, ძალადობის შიშს და ძალადობის იმედსაც კი.
Specifically, I shall consider the role of violence in the making of the two constitutions: actual violence, threats of violence, warnings of violence, fear of violence, and even hope of violence.
122017.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
უფრო ფართო გაგებით, საჭიროა, ასევე, მოვიაზროთ ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისთვის დაუმორჩილებლობის შემთხვევებიც.
In a broader perspective, we should also include acts of resistance or disobedience to authorities.
122018.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მაშინ, როდესაც პირველი წარმოადგენს აგენტისთვის შექმნილ მყისიერ საფრთხეში რწმენით გამოწვეულ წრფელ ემოციას, რაციონალური შიში მარტივი რწმენა-სურვილის კომპლექსის ფარგლებს არ სცილდება.
Whereas the former is a genuine emotion, caused by the belief in an imminent danger to the agent, the latter does not amount to more than a simple belief–desire complex.
122019.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მაგალითად, „ვშიშობ, იწვიმებს“ ნიშნავს, რომ „მწამს, რომ იწვიმებს, და არ მინდა, რომ იწვიმოს“.
As an example, "I fear that it will rain" means "I believe it will rain and I do not want it to rain".
122020.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
როდესაც დე მონტენმა დაწერა სიტყვები „ყველაზე მეტად შიშის მეშინია“, და ფ. დ. რუზველტმა თქვა, რომ „შიში არის ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს“, ისინი გულისხმობდნენ ემოციური შიშის რაციონალურ შიშს (მადლობა კენ შეფსლს ამ შენიშვნისთვის).
When de Montaigne wrote that "it is fear I am most afraid of" and FDR said that "the only thing we have to fear is fear itself", they were referring to prudential fear of visceral fear (thanks to Ken Shepsle for this observation).