მოიძებნა 668043 ჩანაწერი
122901.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს მიდგომა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, კონსტიტუციის ინიციატივით არ შეიძლება აღიჭურვონ ცალკეული მცირე სუბიექტები (პარლამენტის წევრი ან პარლამენტის წევრთა მცირე რაოდენობა).
I do not consider this approach appropriate - specific minor subjects (such as a member of the Parliament or a small number of MPs) should not be authorized to initiate constitutional law.
122902.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციური ცვლილების ინიციატივა თავიდანვე უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი, სწორედ ამიტომ არის გავრცელებული ამ უფლებით პარლამენტის წევრთა მაღალი კვალიფიციური უმრავლესობის აღჭურვა, რომელთა რიცხვსაც, ჯერ კიდევ 1921 წლიდან მოყოლებული, განეკუთვნება საქართველო და ეს მიდგომა არც 2017 წლის რეფორმამ არ უარყო.
The initiative of the constitutional amendments should be viable from the very beginning, and therefore, as a rule, the highest qualified majority of MPs are equipped with this right, Georgia belongs in this list since 1921 and this approach had not been rejected by the 2017 reform.
122903.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომლის ინიციატივისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის შემთხვევაში ინიციატივა იქნება სიცოცხლისუნარიანი.
The majority of the total members of the Parliament is the optimal number that should initiate and, in case of consolidating the opposition forces, can make the initiative viable.
122904.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ასევე მიღებულ პრაქტიკად ითვლება კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატორთა წრეში მთავრობის ჩართულობა, თუმცა 2017 წლის რეფორმამ აღნიშნულზე უარი განაცხადა.
The government's inclusion in the initiators list of the revision of the constitution is also an accepted practice, although the 2017 reform has rejected it.
122905.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ჩემი აზრით, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ეს სწორ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგანაც საპარლამენტო ცხოვრების კონტექსტში საქართველოში მთავრობას ისედაც დიდი როლი უკავია.
In my opinion, this should be assessed as a correct step, since within the context of parliamentary life in Georgia the government carries a big role as it is.
122906.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს კი გამოიხატება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაში და იმ პრაქტიკაში, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ინიციატივის უმრავლესობა სწორედ მთავრობიდან მოდის.
And this is expressed in the right to legislative initiative of the government and in practice, where most of the legislative initiatives come from the government.
122907.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება უნდა იწყებოდეს პარლამენტიდან.
I think that the constitutional amendment should commence from the Parliament.
122908.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ის უნდა იყოს ასეთი ძირეული რეფორმის დამწყები, ასეთი ინიციატივები თავიდანვე პარლამენტის წიაღში უნდა იშვას;
As the supreme representative body of the country, it should be the origination of such fundamental reforms; such initiatives should be borne in the Parliament from the very begining;
122909.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამის არგუმენტად ასევე გამოდგება საპარლამენტო რესპუბლიკისკენ სწრაფვა, სადაც პარლამენტის თანასწორთა შორის პირველობა მსგავსი უფლებებით უნდა განმტკიცდეს.
The strive towards the Parliamentary Republic is an additional argument for this, where such rights are the ones strengthening the primacy of the Parliament among its equals.
122910.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
გარდა ამისა, პარლამენტი არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი და, შესაბამისად, კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივის პრივილეგიაც სწორედ მის ხელში უნდა იყოს (გარდა საყოველთაო სახალხო ინიციატივისა).
In addition, the parliament is the determinant of domestic and foreign policies of the country and the privilege of revising the Constitution should be in its hands (except for the general public initiative).
122911.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუცია გადასინჯვის უფლებას ანიჭებს ამომრჩეველთა ჯგუფს, ეს გასაგებიცაა, რადგან ხალხი ხელისუფლების წყაროა და ამგვარი უფლებამოსილებები ხალხის დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მექანიზმად მოიაზრება.
The basic acts of almost all countries grants the right to a revision to the electorate, which is understandable because people are the source of power and such authorities are considered a mechanism for engaging the people in democratic processes.
122912.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ხალხი, როგორც უმაღლესი სუვერენი აუცილებლად უნდა იყოს კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატორ სუბიექტთა შორის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება პარლამენტის შიგნით და არა რეფერენდუმის გზით.
People, as supreme sovereigns, should necessarily be among the initiators of the revision of the constitution, especially when the constitution is revised inside the parliament rather than through a referendum.
122913.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
1921 წლიდან მოყოლებული ამ მიდგომას იზიარებს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, 200 000 ამომრჩეველს უფლება აქვს, მოახდინოს საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა.
Since 1921, the Constitution of Georgia shares this approach, according to which 200,000 voters have the right to initiate constitutional amendment.
122914.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საქართველოში რეგისტრირებულია 3 700 000 ამომრჩეველი, რომლის 5.4%-ია 200 000 ამომრჩეველი.
There are 3,700,000 voters registered in Georgia, 5.4% of this is 200,000 voters.
122915.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა გონივრულია და სრულიად საკმარისი სიცოცხლისუნარიანი საკონსტიტუციო ინიციატივის წარმოსაშობად, თანაც ყველაზე სიცოცხლისუნარიანის, რადგან 200 000 ამომრჩევლის კონსოლიდირება საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივისთვის საკმაოდ სერიოზული ფაქტორია პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
We think that this number is reasonable and quite enough to generate a viable constitutional initiative, and even the most viable, since consolidating 200,000 voters is a serious factor in the initiative of constitutional amendment for gaining the support of the political forces.
122916.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუცია ასევე ახდენს ძალაუფლების ვერტიკალურ ბალანსსაც (ეს განსაკუთრებით აქტუალურია ფედერაციულ რესპუბლიკებში).
The constitution also effects a vertical balance of power (this is especially relevant in federal republics).
122917.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური ერთეულებისთვის მსგავსი კომპეტენციის მინიჭება უნიტარული ქვეყნებისთვის ზედმეტია, ის უფრო ფედერალური მოწყობის პირობებშია შესაძლებელი.
There is an opinion according to which granting such competences to autonomous entities is unnecessary for unitary countries and is more expedient for federal states.
122918.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მაგრამ ამ მოსაზრებას ნაკლებად თუ გავიზიარებ.
But I hardly share this opinion.
122919.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ტერიტორიული ერთეული, რომელიც აყვანილია ავტონომიის ხარისხში, იმსახურებს კონსტიტუციის გადასინჯვაში ინიციატივის უფლებით ჩართვას.
The territorial unit, which has the power of autonomy, deserves the right to initiate the constitutional revision.
122920.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამგვარი უფლების მინიჭება ხაზს გაუსვამს ავტონომიის მნიშვნელობას და აღქმას, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუცია ყველასია, მათ შორის, ავტონომიურ ერთეულში მცხოვრები ხალხისაც.
Assigning such a right will underline the significance of the autonomy and the perception that the constitution belongs to all, including the people living in the autonomous unit.