მოიძებნა 668043 ჩანაწერი
122961.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
1921 წლის კონსტიტუციით დადგენილი მოცემული ვადა არის გონივრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია, წარიმართოს წინა აბზაცში დასახელებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესები.
This timeframe set by the Constitution of 1921 is a reasonable period during which the significant constitutional processes mentioned in the previous paragraph can be conducted.
122962.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის ტექსტში მსგავსი ვადების არსებობა ხელს უწყობს კონსტიტუციის „მორგების“ ტენდენციის აღკვეთას და, უდავოდ, აჯანსაღებს პროცესს.
The existence of similar terms in the text of the Constitution contributes to the suppression of the tendency of "adjusting" the constitution and undoubtedly makes the process healthier.
122963.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მოცემულ თავში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მისასალმებელი იქნებოდა თუ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა გაითვალისწინებდა მსგავსი ვადის არსებობას, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებიდან მისი განხილვის დაწყებამდე.
Considering the arguments developed in this chapter, it would have been welcomed if the constitutional reform of 2017 had taken into consideration the existence of such a period of time between initiation and consideration of a constitutional amendment.
122964.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
8. ლობისტური საქმიანობა და საკონსტიტუციო გადასინჯვა.
8. LOBBYING AND CONSTITUTIONAL REVISION.
122965.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ლობირების საკითხი გავრცელებული და ნაცნობი მოვლენაა სამართლისთვის, მისი ფესვები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის და განვითარება საქართველოს საკანონმდებლო სივრცეშიც პოვა.
The issue of lobbying is a common and familiar phenomenon for law, its roots come from the United States and has found the development in the legislative domain of Georgia.
122966.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
გასაგებია, რომ ლობისტური საქმიანობა არის ინტერესთა ჯგუფების პროცესებში ჩართვის რაციონალური გზა, რომლითაც ხდება ინტერესების „მოთვინიერება“ და პროცესისადმი მეტი გამჭვირვალობის შეძენა.
Clearly, lobbying activity is a rational way to involve interest groups in the processes, ensuring the "taming" of the interests and making the process more transparent.
122967.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მაგრამ კონსტიტუციის ცვლილებებში მათი დაშვება, ჩემი აზრით, გამოიწვევს პოლიტიკური პროცესების დეფორმირებას და წაახალისებს სპეკულაციებს.
But the admission of them to constitutional changes, in my opinion, will cause deformation of the political processes and promote speculations.
122968.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერესთა ჯგუფები მაინც შეეცდებიან თავიანთი ინტერესების კონსტიტუციაში გატარებას, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა ისედაც მიეცემათ სამოქალაქო ჩართულობის ფარგლებში.
Here it should be noted, that the interest groups will try to introduce their interests into the Constitution in any case, the possibility of which they are given already in the scope of civic engagement.
122969.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ლობისტის მოწმობით აღჭურვილმა პირმა კი არ უნდა იაროს საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებში.
A person with a lobbyist license should not wander the halls of legislative bodies.
122970.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ლობისტური საქმიანობა არის ხალხის ჩართულობის ფორმა საკანონმდებლო პროცესში.
Lobbying activity is a form of civic engagement in the legislative process.
122971.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მისი არსებობა ამ გადმოსახედიდანაც არის აუცილებელი და საჭირო.
Its existence is required and necessary from this perspective, also.
122972.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საკანონმდებლო პროცესში ლობიზმი არის იდეალური საშუალება, დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო განხილვებში, ადევნოს თვალი მის განვითარებას და საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და არგუმენტები კონკრეტული კანონის საპირისპიროდ ან სასარგებლოდ.
In the legislature, lobbying is an ideal opportunity for the interested person to get engaged in law-making discussions, to look into its development and to provide the legislative body with relevant information and arguments in favor of or against a specific draft.
122973.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის გადასინჯვისას კი უფრო მაღალია საზოგადოების ჩართულობის ხარისხი.
In the revision of the constitution the level of civil engagement is higher.
122974.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კანონპროექტისგან განსხვავებით, კონსტიტუციის პროექტი გადის საერთო საყოველთაო განხილვებზე.
Unlike the draft law, the constitutional draft goes through general public discussions.
122975.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამ შემთხვევაში ჩართულობა იქნება ლობისტური საქმიანობის განხორციელების ყველაზე საჯარო და გამჭვირვალე გზა, ყველა დაინახავს შესაბამისი ჯგუფების გაცხადებულ ინტერესებს.
Involvement in this process would be the most public and transparent way of lobbying, when all will see the declared interests of relevant groups.
122976.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
არსებობს გაბატონებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ლობისტური საქმიანობა შემოიფარგლება გარკვეული საზღვრებით, მაგალითად, ლობიზმი დაუშვებლად მიიჩნევა სასამართლო ხელისუფლებაში.
There is a prevailing view that lobbying is limited to certain boundaries, for example lobbyism is considered inadmissible in judiciary.
122977.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ლობისტური საქმიანობის განხორციელება ასევე დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიღების პროცედურებზე.
According to paragraph 2 of article 1 of the Law of Georgia "On Lobbying Activity", lobbying is also inadmissible on the procedures of the decree of the President of Georgia and the order of Commander-in-Chief.
122978.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
აუცილებლად მიმაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვა გაკეთდეს საკონსტიტუციო გადასინჯვის პროცედურისას ლობიზმის განხორციელების აკრძალვის თაობაზე.
I believe that such a restriction should be made on the prohibition of lobbying in the constitutional revision procedure as well.
122979.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს აკრძალვა, მართალია, არ არის კონსტიტუციის ტექსტში გასაწერი რეგულაცია, მაგრამ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა და, კონკრეტულად, 77-ე მუხლს სჭირდება შემდგომი იმპლემენტაცია კანონქვემდებარე აქტებში.
This prohibition is not in the text of the Constitution, but the constitutional reform of 2017 and specifically article 77 require further implementation in the subordinate legislation.
122980.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მოცემული დათქმა უნდა შევიდეს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
This reservation should be prescribed within the Law of Georgia "On Lobbying Activity".