მოიძებნა 668043 ჩანაწერი
122941.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საინტერესოა, რა გახდა ჯერ 1921 წლის კონსტიტუციაში და შემდეგ 1995 წლის კონსტიტუციაში ნაწილობრივი და ზოგადი გადასინჯვის ფორმების გაჩენის მიზეზი?
It is interesting to know what was the reason that gave rise to the partial and general revision forms, first in the 1921 Constitution and then in the 1995 Constitution.
122942.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ცნობილია, რომ 1921 წლის კონსტიტუციის დამფუძნებელი კრება აქტიურად იყენებდა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებას.
It is known that the Founding Council of the 1921 Constitution actively used the experience of world constitutionalism.
122943.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ქართულ კონსტიტუციურ პროცესზე დიდი გავლენა იქონია შვეიცარიის კონსტიტუციამ, ეს უკანასკნელი კი გამიჯნავს გადასინჯვის ორ ფორმას, რომელთათვისაც ადგენს განსხვავებულ პროცედურებს (განსხვავება ხალხის, როგორც სუბიექტის ჩართულობის ხარისხში ვლინდება).
The Constitution of Switzerland had a great impact on the Georgian constitutional process and the latter differentiates two forms of revision, for which it sets out different procedures (the distinction is seen in the quality of engagement of people).
122944.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ქართველი მკვლევარები გამოთქვამენ ვარაუდს, რომელსაც მეც ვიზიარებ, რომ ზემოთ აღნიშნული შეიძლება ყოფილიყო დამფუძნებელი კრების მიზანიც.
Georgian researchers express an assumption, which I share, that the above mentioned might have been the goal of the founding council.
122945.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მაგრამ 1921 წელს შექმნილი ერთგვარი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ საკითხის ბოლომდე დამუშავება ვერ მოხერხდა და გადასინჯვის ფორმები დარჩა გადასინჯვის სპეციალური პროცედურის გარეშე.
However, because of singular kind of force majeure circumstances of 1921, the issue could not be fully processed and the forms of revision were prescribed without corresponding procedures.
122946.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
1995 წელს კი კონსტიტუციის შემუშავებისას 1921 წლის კონსტიტუციის ჩანაწერი პირდაპირ გადმოიტანეს და მისი სათანადო ანალიზი არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ასეთი ჩანაწერის დღემდე კონსტიტუციის ტექსტში შემორჩენა.
In 1995, when the Constitution was developed, the 1921 Constitution's entry was directly transmitted without its adequate analysis, which resulted in the preservation of the text in the basic law to date.
122947.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ, განსხვავებით წინა რეფორმებისა, მოაგვარა ეს საკითხი და კონსტიტუციის 77-ე მუხლის ტექსტში აღარ მოიპოვება კონსტიტუციის ნაწილობრივი და ზოგადი გადასინჯვის აღმნიშვნელი რაიმე ტერმინი.
The Constitutional Reform of 2017, unlike previous reforms, has settled this issue and got rid of any notion on partial or general revision of the Constitution in the text of article 77 of the Constitution.
122948.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
რეფორმის ეს მიდგომა უნდა შეფასდეს დადებითად.
This approach of the reform must be assessed positively.
122949.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამ ცვლილებამ ერთხელ და სამუდამოდ მოსპო სპეკულაციების და გაუგებრობების შესაძლებლობა.
This amendment has once and for all put an end to the possibility of speculation and misunderstanding.
122950.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
7. კონსტიტუციის გადასინჯვის ვადები.
7. TIMEFRAME OF CONSTITUTIONAL REVISION.
122951.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის გადასინჯვის ვადები მნიშვნელოვანი საკითხია გადასინჯვის მექანიზმის შემუშავებისას.
The term of revision of the constitution is an important issue in the development of revising mechanism.
122952.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ვადების არსებობა უნდა უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული ვადის დათქმას და, მეორე მხრივ, კონსტიტუციის გადასინჯვაში საყოველთაო ჩართულობის შესაძლებლობას.
The existence of deadlines should provide a reasonable timeframe for revising the Constitution, on the one hand, and, on the other hand, the possibility of universal engagement in revising the basic law.
122953.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მიუხედავად ამ არგუმენტისა, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმში მსგავს პრაქტიკას დიდი მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა ცალკეული შემთხვევები მაინც არსებობს, მაგალითად, სამხრეთ კორეის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროექტის საჯაროდ წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში.
Despite this argument, such a practice in world constitutionalism does not have much support, but there are still separate cases, such as the South Korean Constitution, which states that the Parliament should make a decision within 60 days after the publication of the project.
122954.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ბულგარეთის კონსტიტუცია კი ადგენს კონსტიტუციის პროექტის განხილვის მინიმუმსა და მაქსიმუმს.
And the Bulgarian Constitution is setting the minimal and maximal terms for deliberation.
122955.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
According to article 102 paragraph 2 of the Constitution of Georgia, the draft law shall be reviewed by the Parliament within a month after its publication.
122956.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს მიდგომა გაიზიარა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ.
This approach was shared by the constitutional reform of 2017.
122957.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
1921 წლის კონსტიტუციის 146-ე მუხლის მიხედვით კი, „კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვა პარლამენტის დღის წესრიგში დაისმის არაუადრეს ექვსი თვისა შეტანიდან“.
According to article 146 of the 1921 Constitution, "the general or partial revision of the Constitution shall be laid on the agenda of the Parliament not earlier than six months".
122958.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მოცემული ჩანაწერი ნათლად გვანახებს, რომ 1921 წლის კონსტიტუციის დამფუძნებლებს სურდათ, ყოფილიყო კონსტიტუციით დადგენილი მყარი ვადა, რომლის განმავლობაშიც საზოგადოების წევრებს გონივრული შესაძლებლობა მიეცემოდათ, ჩართულიყვნენ საკონსტიტუციო პროცესებში, შეემუშავებინათ პროექტის კრიტიკული ანალიზი, განეხორციელებინათ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის შესწავლა.
This record clearly shows that the founders of the Constitution of 1921 wanted to have a vigorous term determined by the Constitution, during which the members of the society would have reasonable opportunity to get engaged in constitutional processes, to develop critical analysis of the draft and to research the best international practice.
122959.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს ვადა ასევე საშუალებას იძლეოდა, სათანადოდ წარმართულიყო პოლიტიკური პროცესიც კონსტიტუციის განხილვის დროს.
This period also allowed the political process to be properly conducted during the consideration of the Constitution.
122960.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
1921 წლის კონსტიტუციით დადგენილი აღნიშნული „გაციების“ ვადა ხელს უწყობდა პოლიტიკური პროცესების სათანადოდ წარმართვას და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობას.
This "cooling" period established by the Constitution of 1921 facilitated the proper implementation of political processes and the proper engagement of the civil society.