მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123001.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
რეფერენდუმის და „კვაზირეფერენდალური“ ღონისძიებების ზემოთ მოცემული კრიტიკა ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ რეფერენდუმი მიუღებელი და ნეგატიური მოვლენაა, ის დემოკრატიის ფორმაა და მისი არსებობა ამ ფორმატით მართლდება, გარდა ამისა ის უდავოდ არის უმაღლესი ლეგიტიმაციის მიმანიჭებელი მოვლენა.
The above criticism of the referendum and the "quasi-referendum" measures should not be understood as a claim that the referendum is an unacceptable and negative phenomenon, it is a form of democracy and its existence is validated in this format and it is undoubtedly the highest legitimating event.
123002.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ასე რომ, რეფერენდუმის მსგავსი ფორმატის შემოტანა საკონსტიტუციო გადასინჯვის პროცედურაში წინგადადგმული ნაბიჯია.
Thus, the introduction of a referendum-like format in the constitutional revision procedure is a step forward.
123003.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს მექანიზმი ზრდის კონსტიტუციის ლეგიტიმურობას და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურას მატებს იმ სიმყარეს, რომელიც უდავოდ აკლდა არსებული გადასინჯვის მექანიზმს.
This mechanism increases the legitimacy of the constitution and adds stability to the constitutional revision procedure, which was undoubtedly lacking in the existing revision mechanism.
123004.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ასევე მისაღებია „კვაზირეფერენდალური“ მიდგომის არჩევა, რადგანაც პირდაპირ რეფერენდუმის დანიშვნა შეუძლებელი იქნებოდა თავად რეფერენდუმის არსიდან გამომდინარე, რადგანაც რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
It is also acceptable to choose the "quasireferendum" approach, as it would be impossible to hold a referendum directly due to its very essence, since the referendum should be held throughout the whole territory of Georgia.
123005.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კი დღესდღეობით დარღვეულია, რუსული ოკუპაციის გამო.
And the territorial integrity of Georgia is currently violated by the Russian occupation.
123006.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამ ფაქტს კი დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
This fact is of great importance from a political and legal point of view.
123007.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამასთანავე, ამ ცვლილებით კონსტიტუციის გადასინჯვა იძენს უკიდურესად მწვავე პოლიტიკურ ხასიათს.
In addition, with this amendment, the revision of the constitution takes on an extremely heated political character.
123008.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის გადასინჯვის ბედი დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის პოლიტიკურ სიმპათიებზე და არა უშუალოდ კონსტიტუციის ცვლილებაზე.
The fate of the revision of the constitution will depend on the political sympathies of the electorate and not directly on the constitution's modification.
123009.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს გარემოება კიდევ უფრო მოითხოვს, რომ გადასინჯვის პროცესში პრევენციული საკონსტიტუციო კონტროლის სახით ჩაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
This circumstance further requires that the Constitutional Court of Georgia be involved for preventive constitutional control in the revision process.
123010.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
10. კონსტიტუციის გადასინჯვის გამარტივებული წესი.
10. SIMPLIFIED RULE OF CONSTITUTIONAL REVISION.
123011.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მსგავსი მიდგომა უცხო არაა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმისათვის, მსგავს მოდელს იცნობს ფინეთის და ესტონეთის კონსტიტუციები.
Such an approach is not unfamiliar to world constitutionalism and a similar model is known by the Constitutions of Finland and Estonia.
123012.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
გამარტივებული წესის არსებობა აიხსნება შესაძლო მდგომარეობით, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტი საქართველოს რეალობისთვის არ არის რელევანტური.
The existence of the simplified rule can be explained by the possible circumstance, but in my view, this argument is not relevant for Georgian reality.
123013.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი არის ის კვორუმი, რომლის მოპოვების რეალური შანსი, საარჩევნო სისტემიდან და ამომრჩეველის ისტორიული მიდგომებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია.
No less than three quarters of the Members of Parliament is the quorum, which is easily obtainable on the evidence of the electoral system and the historical approaches of the electorate.
123014.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
არსებობს საფრთხე, რომ კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტში არსებული საგამონაკლისო წესი შესაძლებელია გადაიქცეს ძირითად წესად, თუ უმრავლესობა პარლამენტში შეიყვანს 113 დეპუტატს.
There is a danger that an exceptional rule existing in paragraph 4 of article 77 of the Constitution may become the primary rule if the majority has 113 seats in the Parliament.
123015.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ამასთანავე, საგამონაკლისო შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის კონსტიტუციის კანონპროექტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე სამთვიანი ინტერვალით განხილვის მექანიზმი.
In addition, the exceptional case does not account for a mechanism of considering the constitutional draft on two consecutive sessions, with three-month interval.
123016.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს გარემოება კი მარტო კვორუმის იმედად ტოვებს კონსტიტუციის გადასინჯვის სიმყარეს, რაც მიუღებელია და ფაქტობრივად გადასინჯვის მექანიზმს ხდის მიუღებლად მოქნილს.
This circumstance leaves the stability of constitutional revision solely in the hands of the quorum, which is unacceptable and makes factual revision mechanism unacceptably flexible.
123017.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
გაუმართლებლად მიმაჩნია კონსტიტუციის გადასინჯვის გამარტივებული წესის არსებობა, რადგანაც ის აზრს უკარგავს „სკანდინავიურ“ მოდელზე გადასვლას.
I find the simplified rule of the constitution revision unjustifiable, as it makes the "Scandinavian Model" meaningless.
123018.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის გამარტივებული წესით მიღების მექანიზმის არსებობით „სკანდინავიური“ მოდელი ემსგავსება ერთგვარ შირმას, რომელის არსებობის ერთადერთი მიზანი არის საგამონაკლისო წესის მანკიერებების დაჩრდილვა.
The Scandinavian Model becomes a façade by the existence of the simplified rule of the adoption of the constitution, the only purpose of which is to overshadow the degeneracy of the exceptional rule.
123019.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ეს გამონაკლისი, უდავოდ, განსაკუთრებული ვითარებაა, რომლის დროსაც კონსტიტუციური კანონის შემჭიდროებულ ვადებში მიღებაა აუცილებელი.
This exception is undoubtedly an extenuating circumstance, where the constitutional law is required to be approved in a timely manner.
123020.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
სხვა დანარჩენი შესაძლო განსაკუთრებული ვითარების არგუმენტით კონსტიტუციის გადასინჯვის გამარტივებული წესის გამართლება, არის მიუღებელი არგუმენტი.
The justification of the simplified rule of revising the Constitution by other possible exceptional cases is an intolerable argument.