მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123101.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
მიმაჩნია რომ, თუმცა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უამრავი დადებითი პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესის ქვაკუთხედია, სახეზეა სახელისუფლებო ძალის ექსტრასამართლებრივი პროექცია.
I believe that although the decision is a cornerstone of various positive political and legal processes, it constitutes an extra-legal projection of the governmental power.
123102.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ამ მოსაზრების საპასუხოდ წამოჭრილი სპონტანური კრიტიკა შეიძლება ეფუძნებოდეს იმ არგუმენტს, რომ მოსამართლე ჯონ მარშალის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიზნებს.
A spontaneous criticism of this opinion could be based on the argument that the decision of Judge John Marshall did not contradict the Constitution and the aims of a democratic state.
123103.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
პირიქით - ემსახურებოდა სტაბილური სოციო-პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებას და პროცესების პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას.
On the contrary, it served the purpose of a stable social-political system and the breach of the political deadlock.
123104.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
შესაძლოა, აბსოლუტურად დავეთანხმოთ მიღებული შედეგების ღირებულების შესახებ მსჯელობას, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი იდეათა წყება ხისტი კონსეკვენციალიზმია, რაც ნორმატიული რეალობის სისტემურ ლოგიკასთან მოდის წინააღმდეგობაში.
We could absolutely agree with the discussion regarding the worth of outcome, however, I assume that such set of ideas would be a rigid consequentialism, contradicting with the systematic logic of normative reality.
123105.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ის ფაქტი, რომ ხელისუფალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზიანს არავის აყენებს (ან მეტიც, აუმჯობესებს მდგომარეობას) ვერ იქნება მისი ლეგიტიმურობის მტკიცების საფუძველი.
The fact that the decision of the government does not harm anyone (or even improves the conditions), could not be a legitimate ground for justifying it.
123106.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
კანონის უზენაესობის ფარგლებში ხელისუფლების ყოველი ქმედება განპირობებულია შემდეგი პრინციპით: „ყველაფერი, რაც დაშვებული არაა აკრძალულია“.
In terms of the rule of law, each action of the government is determined with the following principle: "everything that is not permitted is prohibited".
123107.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციური კონტროლი კანონიერების პრინციპისგან გვერდის ავლით, ექსტრასამართლებრივად განხორციელდა.
Accordingly, the constitutional review in the US was exercised extra-legally, circumventing the principle of the rule of law.
123108.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ამდენად, სახეზეა პროფესორ გრიმის დასახელებული მესამე კრიტერიუმის დარღვევა.
Hence, the third criterion suggested by Professor Grimm has been violated.
123109.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
აშშის შემთხვევაში სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზება სულაც არ გამოდგა აბსოლუტური, რაც მოსამართლე ჯონ მარშალმა მიაგნო ექსტრასამართლებრივ „ნაპრალს“.
In the US case, the constitutional regulation of the state did not turn out to be absolute, since Judge John Marshal found an extra-legal "gap".
123110.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ეს სულაც არ აკნინებს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციურ სისტემას, ორი არგუმენტის გამო;
It does not undermine the constitutional system of the US for two reasons:
123111.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
(1) მიუხედავად იმისა, რომ მოდერნულ კონსტიტუციაზე მსჯელობისას ამ ნაშრომის თარგიცა და ზღვარიც სწორედ ესაა, პროფესორი გრიმის მიერ დასახული კრიტერიუმები არ წარმოადგენს აქსიომას და კონცეპტუალურად განსხვავებული აზრის არსებობა შესაძლებელია.
(1) Although while discussing a modern constitution, that scholarly work is the very model and limit, the criteria suggested by Professor Grimm is not an axiom and conceptually the existence of a different opinion is possible;
123112.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
(2) კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტის წარმოშობას შეიძლება მოვუძებნოთ სხვა სახის სისტემური გამართლება „სპონტანური წესრიგის“ დოქტრინაზე დაყრდნობით.
(2) The emergence of constitutional review could be justified by a different systematic argument - based on the doctrine of "spontaneous order".
123113.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ფრიდრიხ ჰაიეკის ეპისტემოლოგიური არგუმენტის თანახმად: „ცოდნა გადანაწილებულია საზოგადოებაში, ხოლო სამართლებრივი წესი უნდა იყოს ზოგადი, რათა ინდივიდმა შეძლოს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრა.
According to an epistemological argument of Friedrich Hayek, "knowledge is distributed in a society, whereas the legal norm needs to be general in order to guarantee an individual an opportunity to determine life".
123114.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
„გადანაწილებული ცოდნის“ იდეას ჰაიეკი არა მხოლოდ სამართლებრივი ნორმის „ზოგადობის“ მოთხოვნას არგებს, არამედ სპონტანური წესრიგის იდეას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ სწორედ მოსამართლეა სპონტანური წესრიგის ინსტიტუტი.
Hayek does not only apply the idea of "distributed knowledge" the requirement of being "general", but links it with the idea of spontaneous order and considers the judges to be such an institution of spontaneous order.
123115.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
მის მიერ განვითარებული არგუმენტაციის თანახმად: ფაქტობრივი გარემოებები მუდმივად იცვლება.
According to his arguments, factual circumstances are ever-evolving.
123116.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
მოსამართლეს აკისრია ერთგვარი „სტაბილიზატორის“ ანუ სპონტანური წესრიგის მარეალიზებელი ხელისუფალის ფუნქცია.
A judge has a function of a "stabilizing" power, i.e. a function of realizing the spontaneous order.
123117.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ჰაიეკის მიხედვით, მოსამართლე არ არის საჯარო მოხელე ან ზედამხედველი, რომელიც თვალყურს ადევნებს სამართლებრივი ნორმების აღსრულებადობას.
According to Hayek, a judge is not a public servant or a supervisor, who oversees the execution of legal norms.
123118.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
ამ პერსპექტივის თანახმად, სამართლებრივი წესი არ არის წანამძღვარი.
According to this perspective, a legal norm is not a prerequisite.
123119.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
მოსამართლე Ratio Decidendi-ს განვითარების დროს ნორმის შემოქმედი ან, სულ მცირე, მისი სრულმყოფელი ხდება.
While developing Ratio Decidendi, a judge becomes a lawmaker, or, at least a law perfector.
123120.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი მოსამართლე ჯონ მარშალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.
We can assume that it was the same case in the decision delivered by Judge John Marshall.