მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123721.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მეტიც, მართალია, ყველა სადღაც უნდა იყოს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ნებისმიერი მოსაწონი ადგილმდებარეობის არჩევა.
Moreover, though everyone has to be somewhere, a person cannot always choose any location he likes.
123722.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზოგიერთი ადგილმდებარეობა ფიზიკურად ხელმიუწვდომელია.
Some locations are physically inaccessible.
123723.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ფიზიკურ ხელმისაწვდომობას რომ თავი დავანებოთ, არის ზოგიერთი ისეთი ადგილი, სადაც ყოფნა აკრძალულია.
Physical inaccessibility aside, there are some places one is simply not allowed to be.
123724.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამ წესების დადგენის მიზნით, ქვეყანა დაყოფილია სივრცობრივად განსაზღვრულ ზონებად ანუ როგორც ამას ვეძახით, - ადგილებად.
For the purposes of these rules, a country is divided up into spatially defined regions or, as we usually say, places.
123725.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საკუთრების წესები გვაძლევს გზას, რომ თითოეული ადგილის შემთხვევაში დავადგინოთ, თუ ვის აქვს ამ ადგილზე ყოფნის უფლება და ვის - არა.
The rules of property give us a way of determining, in the case of each place, who is allowed to be in that place and who is not.
123726.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, თუკი რაიმე ადგილი კერძო საკუთრების წესებს ექვემდებარება, მაშინ არსებობს იმ ინდივიდის იდენტიფიცირების შესაძლებლობა, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიშვება ამ კონკრეტულ ადგილზე.
For example, if a place is governed by a private property rule, then there is a way of identifying an individual whose determination is final on the question of who is and who is not allowed to be in that place.
123727.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზოგ შემთხვევაში ეს ინდივიდი აღნიშნული მიწის მესაკუთრეა, სხვა დროს კი (როგორც გამქირავებელ-დამქირავებლის ურთიერთობაში), მესაკუთრე სხვა პიროვნებას აძლევს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
Sometimes that individual is the owner of the land in question, and sometimes (as in a landlord-tenant relationship) the owner gives another person the power to make that determination.
123728.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ნებისმიერ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეობის მახასიათებელია, რომ კონკრეტულ ინდივიდს (ან იურიდიულ პირს) აქვს იმის განსაზღვრის უფლებამოსილება, თუ ვინ დაიშვება ამ საკუთრების ფარგლებში.
Either way, it is characteristic of a private ownership arrangement that some individual (or some other particular legal person) has this power to determine who is allowed to be on the property.
123729.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
კერძო საკუთრების მომწესრიგებელი რეალური წესები, რასაკვირველია, ბევრად უფრო რთულია და ამ გადაწყვეტილების მიღების ელემენტარული უფლებამოსილების მიღმა გაცილებით მეტ რამეს მოიცავს.
The actual rules of private property are, of course, much more complicated than this and they involve much besides this elementary power of decision.
123730.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა, მსჯელობის გაგრძელების მიზნით, საკმარისია იმის გაცნობიერება, რომ კერძო საკუთრების სისტემათა უმრავლესობაში გადაწყვეტილების ამ ინდივიდუალური უფლებამოსილების მსგავსი რამ არსებობს.
However, to get the discussion going, it is enough to recognize that there is something like this individual power of decision in most systems of private ownership.
123731.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არსებობს მაშინ, როდესაც ინდივიდს, სხვებისგან დამოუკიდებლად, შეუძლია განსაზღვროს, თუ ვის აქვს კონკრეტულ ადგილას ყოფნის უფლება და ვის - არა.
Private ownership of land exists when an individual person may determine who is, and who is not, allowed to be in a certain place, without answering to anyone else for that decision.
123732.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მე განვსაზღვრავ, თუ ვის შეუძლია ჩემს სახლში ყოფნა.
I say who is allowed to be in my house.
123733.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სხვა განსაზღვრავს, თუ ვინ დაიშვება მის რესტორანში და ასე შემდეგ.
He says who is to be allowed in his restaurant and so on.
123734.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რაიმე ადგილას ყოფნის ნებართვის ქონის კონცეპტი საკმაოდ სწორხაზოვანია.
The concept of being allowed to be in a place is fairly straightforward.
123735.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს შეგვიძლია ნეგატიურად განვმარტოთ.
We can define it negatively.
123736.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანი, რომელიც იმ ადგილას იმყოფება, სადაც ყოფნის უფლებაც არ აქვს, შესაძლოა ამ ადგილიდან მოაშორონ და იგი შეიძლება სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივ სანქციებს დაექვემდებაროს კერძო საკუთრებაზე უკანონოდ შესვლის ან რაიმე მსგავსი სამართალდარღვევისათვის.
An individual who is in a place where he is not allowed to be may be removed, and he may be subject to civil or criminal sanctions for trespass or some other similar offense.
123737.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უდავოა, რომ ხანდახან ხდება ადამიანების გაყვანა ისეთი ადგილებიდან, სადაც მათი ყოფნა დასაშვებია.
No doubt people are sometimes physically removed from places where they are allowed to be.
123738.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ, თუკი ადამიანი ისეთ ადგილას იმყოფება, სადაც ყოფნის უფლებაც არ აქვს, იგი შესაძლოა, არა მხოლოდ ფიზიკურად მოაშორონ ადგილიდან, არამედ საზოგადოებრივი წესის თანახმად, მის გაყვანაში შესაძლოა სახელმწიფო ძალებიც ჩაერთონ და ეს პროცესი გააიოლონ.
But if a person is in a place where he is not allowed to be, not only may he be physically removed, but there is a social rule to the effect that his removal may be facilitated and aided by the forces of the state.
123739.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, პოლიციაში დავრეკოთ და ეს ადამიანი წაათრიონ.
In short, the police may be called and he may be dragged away.
123740.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
აღვნიშნე, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული წესების ერთ-ერთი ფუნქციაა პროცედურის განსაზღვრა იმის დასადგენად, თუ ვინ დაიშვება და ვინ არა (ამ გაგებით) კონკრეტულ ადგილას და მოვიყვანე კერძო საკუთრების წესის მაგალითი.
I said that one function of property rules is to indicate procedures for determining who is allowed and not allowed (in this sense) to be in a given place, and I gave the example of a private property rule.