მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123741.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა, ამ ნაწილში, ყველა წესი კერძო საკუთრების წესების მსგავსი არ არის.
However, not all rules of property are like private property rules in this regard.
123742.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შეგვიძლია ნაცნობი კლასიფიკაცია გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ, მართალია, ამ ქვეყანაში მრავალი ადგილი კერძო საკუთრების წესებით წესრიგდება, მაგრამ ზოგ ადგილზე კოლექტიური საკუთრების წესები ვრცელდება, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა სახელმწიფო საკუთრებისა და საერთო საკუთრების წესებად.
We may use a familiar classification and say that, though many places in this country are governed by private property rules, some are governed by rules of collective property, which divide further into rules of state property and rules of common property.
123743.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ამ მეორე დიფერენციაციის ნაწილში არც ტერმინები და არც კონკრეტული დეტალები, არ არის დიდად მნიშვნელოვანი იმ საკითხებისთვის, რომლებსაც შემდგომში განვიხილავ.
Though neither the labels nor the exact details of this second distinction matter much for the points I am going to make.
123744.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი ადგილი ექვემდებარება კოლექტიური საკუთრების წესებს, მესაკუთრის მდგომარეობაში კერძო პირი არ გვყავს.
If a place is governed by a collective property rule, then there is no private person in the position of owner.
123745.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ნაცვლად ამისა, კოლექტიური საკუთრებით სარგებლობა განისაზღვრება ხალხის მიერ, როგორც წესი, თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ მთლიანი საზოგადოების სახელით.
Instead, the use of collective property is determined by people, usually officials, acting in the name of the whole community.
123746.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საერთო საკუთრება შესაძლოა განვიხილოთ კოლექტიური საკუთრების ქვეკატეგორიად.
Common property may be regarded as a sub-class of collective property.
123747.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადგილი საერთო საკუთრება იქნება, თუკი მისი საერთო საკუთრებაში მოქცევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს მიეცემა მისით სარგებლობის შესაძლებლობა ყველასგან დაუკითხავად.
A place is common property if part of the point of putting it under collective control is to allow anyone in the society to make use of it without having to secure the permission of anybody else.
123748.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ყველა კოლექტიური საკუთრება ასეთი არ არის:
Not all collective property is like this:
123749.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისეთი ადგილები, როგორიცაა სამხედრო სასროლეთები, ნაციონალიზებული ქარხნები და სახელმწიფო დაწესებულებები, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის შესვლა აკრძალულია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მათ სპეციალური ნებართვა ანდა იქ ყოფნის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.
Places like military firing ranges, nationalized factories, and government offices are off-limits to members of the general public unless they have special permission or a legitimate purpose for being there.
123750.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მათი კოლექტიურ საკუთრებაში მოქცევა მოხდა არა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მათი საჯარო გამოყენების უზრუნველყოფა, არამედ სხვა მიზნებისთვის.
They are held as collective property for purposes other than making them available for public use.
123751.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა საერთო საკუთრების მაგალითები უხვად შეიძლება მოგვაფიქრდეს:
However, examples of common property spring fairly readily to mind:
123752.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს მოიცავს ქუჩებს, ტროტუარებს, მეტროს, ქალაქის პარკებს, ეროვნულ პარკებს და ველური ბუნების ზონებს.
They include streets, sidewalks, subways, city parks, national parks, and wilderness areas.
123753.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს ადგილები მთელი საზოგადოებისთვის არსებობს, რათა ისინი ყველასთვის საკმარისად ხელმისაწვდომი იყოს.
These places are held in the name of the whole society in order to make them fairly accessible to everyone.
123754.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
როგორც ვნახავთ, ეს ადგილები არავითარ შემთხვევაში არ არის დაურეგულირებელი მაშინ, როდესაც საქმე მათი გამოყენების გზებს ან დროს ეხება.
As we shall see, they are by no means unregulated as to the nature or time of their use.
123755.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მიუხედავად ამისა, ისინი, მეტ-ნაკლებად, უმეტეს დროს ღია და გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია პირთა განუსაზღვრელი ჯგუფისთვის.
Still, they are relatively open at most times to a fairly indeterminate range of uses by anyone.
123756.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ფართო გაგებით, ეს ის ადგილებია, სადაც ყოფნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
In the broadest terms, they are places where anyone may be.
123757.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ხანდახან სახელმწიფომ შესაძლოა დაიჟინოს, რომ კერძო პირების ან კომპანიების საკუთრებაში არსებული კონკრეტული ადგილები საჭიროა საერთო საკუთრებად იქნეს მიჩნეული ისეთ დროს, როდესაც ისინი საზოგადოებრივი ადგილების ფუნქციას ასრულებენ.
Sometimes the state may insist that certain places owned by private individuals or corporations should be treated rather like common property if they fulfill the function of public places.
123758.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, შეერთებულ შტატებში სავაჭრო ცენტრები, როგორც წესი, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარეობს.
For example, shopping malls in the United States are usually on privately owned land.
123759.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა იმ ფუნქციების გამო, რომელთაც ეს ადგილები ასრულებს, სახელმწიფო საკმაო შეზღუდვებს ადგენს მესაკუთრის უფლებაზე, არ დაუშვას ადამიანები ამ ადგილზე (მაგალითად, პირს არ შეიძლება სავაჭრო ცენტრში შესვლაზე უარი ეთქვას მისი რასის საფუძველზე), ისევე როგორც მათ უფლებამოსილებაზე, შეზღუდონ ამ ადგილზე განხორციელებული მოქმედებები (როგორიცაა პოლიტიკური შინაარსის პამფლეტების დარიგება).
However, because of the functions such places serve, the state imposes considerable restrictions on the owners' powers of exclusion (people may not be excluded from a shopping mall on racial grounds, for example) and on their power to limit the activities (such as political pamphleteering) that may take place there.
123760.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ჩემ მიერ ამ ესეში განვითარებული ანალიზი არ იცვლება და, სიმარტივისთვის, ამას შემდგომში არ მივაპყრობ ყურადღებას.
Though this is important, it does not alter the analysis I am developing in this Essay, and for simplicity I shall ignore it in what follows.