მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123761.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სხვადასხვა საზოგადოებებში საკუთრებასთან დაკავშირებული წესები განსხვავებულია.
Property rules differ from society to society.
123762.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, მივიჩნევთ, რომ ზოგიერთ საზოგადოებაში (მაგალითად, შეერთებულ შტატებში) მოქმედებს კერძო საკუთრების სისტემა, ზოგში კი (როგორიცაა სსრკ - სულ მცირე, ბოლო პერიოდამდე) კოლექტივისტური სისტემა, აშკარაა, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს ადგილები, რომლებიც კერძო საკუთრების წესებს ექვემდებარება, ისევე როგორც ადგილები, რომლებზეც საერთო საკუთრების წესები ვრცელდება.
Though we describe some societies (like the United States) as having systems of private property, and others (like the USSR – at least until recently) as having collectivist systems, clearly all societies have some places governed by private property rules, some places governed by state property rules, and some places governed by common property rules.
123763.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ყველა საზოგადოებაში არსებობს კერძო სახლები, სამხედრო ბაზები და საზოგადოებრივი პარკები.
Every society has private houses, military bases, and public parks.
123764.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაბამისად, თუკი ამ ფარგლებში გვსურს მთლიანი საზოგადოებების კატეგორიზაცია, უნდა ვთქვათ, რომ ეს ბალანსისა და ხაზგასმის ამბავია.
So if we want to categorize whole societies along these lines, we have to say it is a matter of balance and emphasis.
123765.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ სსრკ არის (ან იყო) კოლექტივისტური საზოგადოება და აშშ - არა, ასე იმიტომ არ არის, რომ სსრკ-ში კერძო საკუთრება არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები მოქცეული იყო კოლექტიურ საკუთრებაში, მაშინ როდესაც აშშ-ში ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათა უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია.
For example, when we say the USSR is (or used to be) a collectivist society and that the USA is not, not because there was no private property in the USSR, but because most industrial and agricultural land there was held collectively whereas most industrial and agricultural land in the United States is privately owned.
123766.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
განსხვავება ხარისხშია.
The distinction is one of degree.
123767.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმ ორ ქვეყანას შორისაც კი, რომელსაც კაპიტალისტური ეკონომიკით მოაქვს თავი, მაგალითად, ახალი ზელანდია და ბრიტანეთი, - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათგან პირველი უფრო „კომუნისტია“ (უფრო მეტადაა საერთო საკუთრების სისტემა), ვიდრე მეორე, რადგან ახალ ზელანდიაში უფრო მეტი ადგილი (მაგალითად, ყველა მდინარის ნაპირი) მიიჩნევა საერთო საკუთრებად, ვიდრე ბრიტანეთში.
Even as between two countries that pride themselves on having basically capitalist economies, for example, New Zealand and Britain, we may say that the former is "communist" to a greater extent (i.e. is more a system of common property) than the latter because more places (for example, all river banks) are held as common property in New Zealand than in Britain.
123768.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რა თქმა უნდა, ეს დებულებები ისეთივე გამოსადეგია, როგორიც ბუნდოვანი.
Of course, these propositions are as vague as they are useful.
123769.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
II. უსახლკარობა.
II. HOMELESSNESS.
123770.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შეერთებულ შტატებში უსახლკარო ადამიანთა რიცხვი დაახლოებით 250,000-დან სამ მილიონამდეა.
Estimates of the number of homeless people in the United States range from 250,000 to three million.
123771.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უსახლკარო ადამიანი, ცხადია, ისეთი ადამიანია, რომელსაც სახლ-კარი არ გააჩნია.
A person who is homeless is, obviously enough, a person who has no home.
123772.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უსახლკარო ინდივიდის დახასიათების ერთ-ერთი გზა იქნება იმის თქმა, რომ არ არსებობს კერძო საკუთრების წესებს დაქვემდებარებული არც ერთი ადგილი, სადაც მისი ყოფნა დაიშვება.
One way of describing the plight of a homeless individual might be to say that there is no place governed by a private property rule where he is allowed to be.
123773.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სინამდვილეში ეს არცთუ ისე ზუსტი ნათქვამია.
In fact, that is not quite correct.
123774.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ნებისმიერ კერძო მესაკუთრეს შეუძლია უსახლკარო ადამიანის საკუთარ სახლში ან მიწის ნაკვეთზე მიპატიჟება და, თუკი ეს ასე მოხდება, იარსებებს კერძო ადგილი, სადაც უსახლკარო პირის ყოფნა დაშვებულია.
Any private proprietor may invite a homeless person into his house or onto his land, and if he does there will be some private place where the homeless person is allowed to be.
123775.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ასეთი ადამიანების მდგომარეობის უფრო ზუსტი ტექნიკური დახასიათება იმის თქმა იქნებოდა, რომ არ არსებობს კერძო საკუთრების წესებს დაქვემდებარებული არც ერთი ადგილი, სადაც ყოფნა მას შეეძლებოდა მაშინ, როდესაც მოისურვებდა;
A technically more accurate description of his plight is that there is no place governed by a private property rule where he is allowed to be whenever he chooses;
123776.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
როდესაც საქმე კერძო საკუთრებაში, - ადამიანის სახლში ან ბაღში, ფერმებსა ან სასტუმროებში, ოფისებსა და რესტორნებში ყოფნას ეხება, უსახლკარო ადამიანი სრულად სხვათა მოწყალებაზეა დამოკიდებული.
As far as being on private property is concerned – in people's houses or gardens, on farms or in hotels, in offices or restaurants – the homeless person is utterly and at all times at the mercy of others.
123777.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
და იმის შესახებ, თუ როგორც ხდება ამ მოწყალების გაღება, ყველას საკმარისი ცოდნა გვაქვს, რათა მივხვდეთ, რომ წინა აბზაცში მოცემული აღწერილობა მეტ-ნაკლებად ზუსტია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სამართლის გადმოსახედიდან იგი, მკაცრი გაგებით, ზუსტი არც იყოს.
And we know enough about how this mercy is generally exercised to figure that the description in the previous paragraph is more or less accurate as a matter of fact, even if it is not strictly accurate as a matter of law.
123778.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაშინ როდესაც დანარჩენი ჩვენგანი, ერთის გარდა (ან რამდენიმეს გარდა), ყველა სხვა ისეთი ადგილიდან ვართ გამორიცხულნი, რომელიც კერძო საკუთრების წესებს ექვემდებარება, უსახლკარონი, უმეტეს წილად, კერძო საკუთრების წესებს დაქვემდებარებული ყველა ადგილიდან არიან გარიცხულები.
For the most part the homeless are excluded from all of the places governed by private property rules, whereas the rest of us are, in the same sense, excluded from all but one (or a few) of those places.
123779.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კერძო ადგილებისგან შემდგარ ქვეყანაში თითოეულ ჩვენგანს აქვს ერთი ადგილი მაინც, სადაც ჩვენი ყოფნა დაშვებულია, ხოლო უსახლკარო ადამიანის - არც ერთი.
That is another way of saying that each of us has at least one place to be in a country composed of private places, whereas the homeless person has none.
123780.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზოგიერთ ლიბერტარიანელს ნატვრად ის აქვს, რომ საზოგადოებაში მიწის ყველა ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მოქცევის შესაძლებლობა არსებობდეს („ქუჩები გაყიდეთ!“).
Some libertarians fantasize about the possibility that all the land in a society might be held as private property ("Sell the streets!").