მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123801.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
პარკები ისეთი რეკრეაციული აქტივობებისთვისაა, როგორიცაა სეირნობა და არაფორმალური ბურთის თამაშობანი და იმგვარი გასართობები, რისთვისაც სახლის ეზო ცოტა არ იყოს პატარაა.
The parks are for recreations like walking and informal ball-games, things for which one's own yard is a little too confined.
123802.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
პარკები საჭმლის მოსამზადებელი ან მოსაშარდი ადგილები არ არის.
Parks are not for cooking or urinating.
123803.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვინაიდან საჯარო და კერძო ერთმანეთის შემავსებელია, საჯაროდ განხორციელებული ქმედებებიც, შესაბამისად, უნდა ავსებდეს იმ ქმედებებს, რომლებსაც ადამიანი ჯეროვნად ახორციელებს პირადულად.
Since the public and the private are complementary, the activities performed in public are to be the complement of those appropriately performed in private.
123804.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ასეთი კომპლემენტარულობა მშვენივრად მუშაობს მათთვის, ვისაც ორივე ტიპის ადგილის ქონის ფუფუნება აქვს.
This complementarity works fine for those who have the benefit of both sorts of places.
123805.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ეს საშინელებაა მათთვის, ვინც იძულებულია, მთელი ცხოვრება საერთო მიწაზე იცხოვროს.
However, it is disastrous for those who must live their whole lives on common land.
123806.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი ამაში მართალი ვარ, მაშინ ეს ამჟამად (შედარებით) მდიდარი და თვითკმაყოფილი უმრავლესობის მიერ ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე უგულო და ტირანული ფორმა უნდა იყოს იმ უმცირესობის წინააღმდეგ, რომელთაც მათზე უფრო ნაკლებად იღბლიანი ადამიანები შეადგენენ.
If I am right about this, it is one of the most callous and tyrannical exercises of power in modem times by a (comparatively) rich and complacent majority against a minority of their less fortunate fellow human beings.
123807.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
III. ადგილმდებარეობა, ქმედებები და თავისუფლება.
III. LOCATIONS, ACTIONS AND FREEDOM.
123808.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაძლოა ზემოთ გაკეთებული დასკვნების გადმოტანა თავისუფლების კონტექსტშიც.
The points made so far can be restated in terms of freedom.
123809.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანი, რომლის ყოფნაც დაიშვება რაიმე ადგილას, საკმაოდ პირდაპირი გაგებით, თავისუფალია, რომ ამ ადგილას იყო.
Someone who is allowed to be in a place is, in a fairly straightforward sense, free to be there.
123810.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანი, რომელიც რაიმე ადგილას არ დაიშვება, ამ ადგილას არათავისუფალი იქნება.
A person who is not allowed to be in a place is unfree to be there.
123811.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა თავისუფლების კონცეპტი, ძირითადად, ქმედებებს მიემართება და არა ადგილმდებარეობებს:
However, the concept of freedom usually applies to actions rather than locations:
123812.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვიღაც თავისუფალია, მოიმოქმედოს X ან Y.
One is free or unfree to do X or to do Y.
123813.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაშინ, რა კავშირი არსებობს სადმე ყოფნის თავისუფლებასა და რაიმეს კეთების თავისუფლებას შორის?
What is the connection, then, between freedom to be somewhere and freedom to do something?
123814.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
დასაწყისში შევეხე ტრუიზმს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, სადმე უნდა გაკეთდეს.
At the outset I recited the truism that anything a person does has to be done somewhere.
123815.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამ თვალსაზრისით, ყველა ქმედებას აქვს სივრცობრივი ასპექტი.
To that extent, all actions involve a spatial component.
123816.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისევე, როგორც მრავალ ქმედებას, დამატებით, აქვს მატერიალური კომპონენტი, როგორიცაა ხელსაწყოების, ინსტრუმენტების ან ნედლი მასალის გამოყენება.
Just as many actions involve, in addition, a material component like the use of tools, implements, or raw materials.
123817.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მეტ-ნაკლებად ცხადი უნდა იყოს, რომ თუკი ადამიანი თავისუფალი არაა კონკრეტულ ადგილზე, მას ამ ადგილზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
It should be fairly obvious that, if one is not free to be in a certain place, one is not free to do anything at that place.
123818.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი მე თქვენს ბაღში ყოფნის უფლება არ მაქვს (რადგან თქვენ მე ეს ამიკრძალეთ), მაშინ მე არ შემიძლია მანდ ჩემი სადილი მივირთვა, სიტყვით გამოვიდე, ანდა სალტო გავაკეთო.
If I am not allowed to be in your garden (because you have forbidden me) then I am not allowed to eat my lunch, make a speech, or turn a somersault in your garden.
123819.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, შესაძლოა სხვაგან ამ ყველაფრის გაკეთება შემეძლოს, მაგრამ არ ვარ თავისუფალი, რომ ესენი იქ განვახორციელო.
Though I may be free to do these things somewhere else, I am not free to do them there.
123820.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანი, რომელიც არ არის თავისუფალი, იყოს რაიმე ადგილას, არ არის თავისუფალი, რომ რაიმე აკეთოს.
It follows, strikingly, that a person who is not free to be in any place is not free to do anything;